V მსოფლიო საეკლესიო კრება
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I ქალდკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად. მონოფიზიტები ბრალს დებდნენ ქალკედონის კრების მომხრეებს ფარულ ნესტორიანიზმში და ამის დასადასტურებლად იმოწმებდნენ სამი სირიელ ეპისკოპოსს (თევდორე მოფსვესტელს, თეოდორიტე კვირელს და იბა ედესელს), რომელთა თხზულებებში ნამდვილად ჟღერდა ნესტორიანული შეხედულებები. მონოფიზიტთა მართლმადიდებლობისკენ მოქცევა რომ გაეადვილებინა, კრებამ დაგმო სამი მოძღვარი ("სამი თავი"), ასევე ორიგენეს ცთომილებანი.
|