† ევსები ნიკომიდიელიწინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი არიანული გაუკუღმართების ერთ-ერთი კორიფე იყო ევსები ნიკომიდიელი, თუმცა მისი ეპისკოპოპოსობის დროს ალექსანდრიაში მღვდელმთავრობდა წმ. ათანასე ალექსანდრიელი, რომელსაც წლების მანძილზე, რა თქმა უნდა, ბარძიმში სულიერი ზიარება ჰქონდა ევსებისთან, გამომდინარე იქიდან, რომ არიანელები მის დროს ჯერ კიდევ ცალკე ეკლესიად არ იყვნენ გამოყოფილნი. მეტიც, 337 წ.-ის 22 მაისს სწორედ ამ ევსები ნიკომიდიელმა, არიანული გაუკუღმართების მაშინდელმა წინამძღოლმა და არიოზზე დიდმა არიანელმა, მონათლა და აზიარა სარეცელზე მყოფი წმ. კონსტანტინე დიდი. წმიდა პავლე, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმიდა პავლე, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლად აირჩიეს პატრიარქ ალექსანდრეს (+340) გარდაცვალების შემდეგ, როცა კვლავ იფეთქა არიანელთა ერესმა. კრებას, რომელსაც ახალი პატრიარქი უნდა აერჩია, მრავალი არიანელი ესწრებოდა. ისინი მღვდელმთავარ პავლეს კანდიდატურის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ხმების უმრავლესობა მართლმადიდებლებმა მოიპოვეს. იმპერატორი კონსტანციუსი (337-361), რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა, არიანელი იყო. პატრიარქის არჩევნების დროს იგი კონსტანტინოპოლში არ იმყოფებოდა. როცა ჩავიდა, მან მოიწვია ახალი კრება, რომელმაც მღვდელმთავარი პავლე ხარისხაყრილად გამოაცხადა. უფლის რჩეული დედაქალაქიდან განდევნეს, მის ნაცვლად კი არიანელი ევსები ნიკომიდიელი აღასაყდრეს. პატრიარქმა პავლემ რომს მიაშურა, სადაც თავშესაფარი ჰპოვეს ევსების მიერ განდევნილმა სხვა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმაც. ევსები დიდხანს არ დარჩენილა საპატრიარქო ტახტზე. მისი გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. სამწყსო სიყვარულით შეეგება ნეტარს, მაგრამ კონსტანციუსის დევნამ იგი აიძულა, კვლავ რომს დაბრუნებოდა. იმპერატორმა კონსტანტმა (337-350) თავის აღმოსავლელ თანამმართველ კონსტანციუსს წერილით მიმართა, დევნილი მღვდელმთავარი კათედრაზე დაებრუნებინა. წმიდა პავლე საპატრიარქო საყდარში დააბრუნეს, მაგრამ მალე, სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების დროს, მართლმადიდებელთა ქომაგი კეთილმსახური იმპერატორი კონსტანტი მოღალატურად მოკლეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კვლავ განდევნეს დედაქალაქიდან და სომხეთის ქალაქ კუკუზოში გადასახლეს, სადაც იგი მოწამეობრივად აღესრულა: როცა პატრიარქი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და წმიდანი ომოფორით მოახრჩვეს. ეს მოხდა 350 წელს. 381 წელს წმიდა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (379-395) ნეტარი აღმსარებლის უხრწნელი ნაწილები პატივით გადააბრძანა კონსტანტინოპოლში. 1326 წელს სიწმიდე ვენეციაში გადაასვენეს. Воспитатель императора Юлиана, с которым был в родстве. Был епископом На Никейском Соборе выступил защитником друга своей юности Ария, а Изгнанный в 325-328 годах в Галлию при Константине, он был вскоре возвращен. В 335 году принимал активное участие в работе Тирского собора, где Вместе с другими епископами принимал участие в крещении императора В 340 году председательствовал на Гангрском соборе, созванном против По приказу императора Констанция руководил Собором 341 года, на котором на Востоке было установлено т.н. полуарианство О том, что Евсевий никомидийский и Феогнис никейский снова
| |
| |
ნანახია: 969 | | |
სულ კომენტარები: 0 | |