VII მსოფლიო კრება

VII მსოფლიო საეკლესიო კრება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

VII მსოფლიო კრება (ნიკეის II) (787 წ.) მოიწვია იმპერატრიცა ირინამ ე. წ. ხატმებრძოლური მწვალებლობის დასაგმობად, რომელიც ხატთაყვანისცემას უარყოფდა როგორც კერპთაყვანისცემას. კრებამ გახსნა ხატის დოგმატური არსი და დაამტკიცა ხატთაყვანისცემის აუცილებლობა

VII მსოფლიო კრება
VII მსოფლიო კრება
დოგმატი
ნიკიის VII მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 367 წმიდა მამისა
ვიცავთ წერილობით ან დაუწერლად ჩვენთვის დადგენილ არა ახალშემოსულ საეკლესიო გადმოცემას. მათთან ერთად არის ხატი, ფერწერული გამოსახულება, რომელიც სახარების ქადაგებებს თხრობებს უთანხმებს და ჩვენ მიერ ღვთის სიტყვის განხორციელებას არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტ რწმუნებას და მსგავს სარგებლობას ემსახურება. ამრიგად, რადან ერთი მეორეზე უთითებს, უეჭველად ერთი მეორეს განმარტავს. ამით, რაც არსებობს, როგორც სამეუფო გზით მავალნი და ჩვენი წმინდა მამების ღვთივმეტყველი მოძღვრების და კათოლიკე ეკლესიის (ვიცით, რომ ეს არის მასში მცხოვრები წმიდა სულისგან) გადმოცემის მიმდევარნი სრული ჭეშმარიტებით და გულმოდგინე განხილვის შედეგად განვსაზღვრავთ: პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულების მსგავსად წესია ღვთის წმიდა ეკლესიებში, წმიდა ჭურჭლებზე, სამოსელზე, კედლებზე, ფიცრებზე, სახლებში და გზებზე პატიოსანი და წმიდა ხატები იყოს საღებავებით დახატული, ქვაში გამოკვეთილი და სხვა ამისთვის გამოსადეგი ნივთიერებით შექმნილი, როგორც ჩვენი უფლისა, ღვთისა და მხსნელისა იესუ ქრისტესი, ჩვენი უხრწნელი დედოფლის წმიდა ღვთისმშობლისა, ასევე პატიოსანი ანგელოზებისა, ყველა წმინდანებისა და ღირსი მამებისა. რამდენადაც უმეტესწილად დანახვა შეიძლება ხატზე გამოსახვის გზით, იმდენად მათი მაცქერალნი შეუდგებიან ღვაწლს, მოიგონონ და უყვარდეთ ხატზე გამოსახულთა პირველსახენი, პატივი მიაგონ მათ ამბორით და პატივისმცემელი თაყვანისცემით. არა ჭეშმარიტი ჩვენი სარწმუნოების მიხედვით ღვთის თაყვანისცემით, როგორც შეეფერება ერთიან ღვთაებრივ ბუნებას, არამედ იმგვარი პატივისცემით, როგორც ვეთაყვანებით პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულებას, წმიდა სახარებას და სხვა სიწმიდეებს, საკმეველით და სანთლების ანთებით პატივი მიეგებათ ისევე, როგორც ძველებს ჰქონდათ კეთილმსახური ადათ-წესი. რადგან პატივი, რომელსაც მივაგებთ ხატს, გადადის პირველსახეზე და ხატის თაყვანისმცემელი თაყვანს სცემს მასზე გამოსახულ არსებას. ასე მტკიცდება ჩვენი წმიდა მამების მოძღვრება, ეს არის გადმოცემა ქვეყნის კიდით-კიდემდე კათოლიკე ეკლესიისა, რომელმაც მიიღო სახარება.


კატეგორია: † მსოფლიო საეკლესიო კრებები | დაამატა: vasoelis (04.09.2013)
ნანახია: 926 | ტეგები: VII მსოფლიო კრება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: