VI მსოფლიო კრება

VI მსოფლიო საეკლესიო კრება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

VI მსოფლიო კრება

VI მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის III) (680-681; 692) მოიწვიეს მონოთელიტთა მწვალებლობის დასაგმობად, რომლებიც თუმც აღიარებდნენ ქრისტეში ორ ბუნებას, მაგრამ ერთ ღვთაებრივ ნებაში აერთიანებდნენ მათ. 170 ეპისკოპოსისგან შემდგარმა ამ კრებამ დაამტკიცა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ იესუ ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტ ღმერთსა და ჭეშმარიტი კაცს ორი ნება გააჩნია, მაგრამ მისი ადამიანური ნება კი არ ეწინააღმდეგება, არამედ მიჰყვება და ექვემდებარება ღმრთიურ ნებას

პანტოკრატორი
პანტოკრატორი
დოგმატი
კონსტანტინოპოლის VI მსოლიო კრებაზე შეკრებილი 170 წმიდა მამისა
ჩვენს უფალ იესუ ქრისტეში ორი ნებისა და ორი ქმედების შესახებ

ვაღიარებთ ორ ბუნებრივ ნებას ან სურვილს მასში და ორ ბუნებრივ ქმედებას განუშორებლად, შეურწყმელად ჩვენი წმიდა მამების მოძღვრების თანახმად. ასევე ვქადაგებთ: ორი ბუნებრივი ნება არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, დაე, ნურც იქნება, როგორც უკეთური ერეტიკოსები ამბობენ, მაგრამ მისი ადამიანური ნება მიჰყვება და არ ეწინააღმდეგება და არ ებრძვის, არამედ ექვემდებარება მის ღვთაებრივ და ყოვლისშემძლე ნებას.
კატეგორია: † მსოფლიო საეკლესიო კრებები | დაამატა: vasoelis (04.09.2013)
ნანახია: 1674 | ტეგები: კონსტანტინოპოლი, VI მსოფლიო კრება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: