მსოფლიო საეკლესიო კრებები






† მსოფლიო საეკლესიო კრებები


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მსოფლიო საეკლესიო კრება უმაღლესი ძალაუფლებით აღჭურვილი ორგანოა მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომლის დოგმატურ გადაწყვეტილებებს შეუმცდარის და უცდომელის სტატუსი გააჩნიათ.
მართმადიდებელი ეკლესია შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებას აღიარებს:

ამათ გარდა მსოფლიო კრების კანონების ტოლფარდი ავტორიტეტი აქვს მინიჭებული კონსტანტინოპოლის კრების(691–692) მიერ მიღებულ 102 კანონს,რომელსაც ტრულის, მეექვსე,ან მეხუთე–მეექვსე კრების სახელით იხსენიებენ. ეს კრებები მოიწვიეს ერეტიკული ცრუსწავლებების დაგმობის, დოგმატების ავტორიტეტულად გადმოცემისა და კანონიკური საკითხების გადაწყვეტისათვის.

მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია და ეკლესიის ისტორია ამოწმებენ, რომ უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების მატარებელი არის მსოფლიო ეპისკოპატი – მოციქულთა კრების მემკვიდრე, ხოლო მსოფლიო კრება არის ყველაზე სრულყოფილი საშუალება მსოფლიო ეპისკოპატის უფლებამოსილების ეკლესიაში განხორციელებისათვის. მსოფლიო კრებათა პირველსახეა მოციქულთა კრება იერუსალიმში. მსოფლიო კრების შემადგენლობის, უფლებამოსილების და მოწვევის პირობებთან დაკავშირებით საბოლოოდ დადგენილი დოგმატური ან კანონიკური განსაზღვრებები ან მისი მოწვევის უფლებამოსილი ინსტანციები არ არსებობს. ეს იმითაა განპირობებული, რომ მსოფლიო კრებაში მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია საეკლესიო ძალმოსილების უმაღლეს ინსტანციას ჭვრეტს, რომელიც უშუალოდ სულიწმინდის მიერ იმართება და შეუძლებელია რაიმე სახის რეგლამენტაციას დაექვემდებაროს. თუმცა კი მსოფლიო კრების შესახებ კანონიკური განსაზღვრებების არქონა ხელს არ უშლის იმ ისტორიული ცნობებისა და გარემოებების თავმოყრა–განზოგადების საფუძვეზე, რომელთა პირობებშიც მოიწვეოდა ხოლმე მსოფლიო კრება, ეკლესიის სტრუქტურასა და ცხოვრებაში არსებული ამ მეტად ქარიზმატული ინსტიტუტის ზოგიერთი ძირითადი შტრიხის გამოვლენას.

მსოფლიო კრებების კომპეტენცია უპირველეს ყოვლისა იყო სადაო დოგმატური საკითხების გადაწყვეტა. ესაა სწორედ მსოფლიო და არა ადგილობრივი კრებების უპირატესი და თითქმის ექსკლუზიური უფლება. წმინდა წერილისა და საეკლესიო გარდამოცემაზე დაყრდნობით კრებათა მამებმა დაამხეს ერეტიკული გაუკუღმართებანი, დაუპირისპირეს რა მათ კრებათა განსაზღვრებების საშუალებით სარწმუნოების მართმადიდებლური აღსარება. მათ ოროსებში დაცული შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დოგმატური განსაზღვრებები თემატურად ერთიანდება. მასში სრულიად იშლება ტრინიტარული და ქრისტოლოგიური სწავლება. კრებათა სიმბოლოებსა და ოროსებში დოგმატების გადმოცემა უცდომელია, რაც ქრისტიანობაში აღიარებულ ეკლესიის უცდომელობას გამოხატავს.

უსაფუძვლოა რომაულ-კათოლიკური ეკესიოლოგიისა და კანონიკის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კრების აქტების აღიარება რომის ეპისკოპოსის მიერ მათ რატიფიკაციაზეა დამოკიდებული. მთავარეპისკოპოს პეტრეს(ლ'იულიე) შენიშვნით" მსოფლიო კრებაზე დამსწრე მამები არასოდეს თვლიდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების ნამდვილობა რაიმე სახის შემდგომ რატიფიკაციაზე იყო დამოკიდებული... მიღებული ზომები და დადგენილებები სავალდებულო ხდებოდა კრების დამთავრებისთანავე და გადაუდებლად მიიჩნეოდა". ისტორიულად კრების მსოფლიოდ საბოლოო აღიარებას მომდევნო კრება ახდენდა ხოლმე, ხოლო მეშვიდე კრება საყოველთაოდ, კონსტანტინოპოლის 879 წლის ადგილობრივ კრებაზე გამოცხადდა.

დასასრული

კატეგორია: † მსოფლიო საეკლესიო კრებები | დაამატა: vasoelis (03.09.2013)
ნანახია: 982 | ტეგები: ეფესო, მსოფლიო საეკლესიო კრებები, კონსტანტინოპოლი, ქალკედონი, ნიკეა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: