IV მსოფლიო საეკლესიო კრება

IV მსოფლიო საეკლესიო კრება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

IV მსოფლიო კრება (ქალკედონი) (451 წ.) მოიწვიეს კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის, ევტიქის მწვალებლობის დასაგმობად, რომელიც უარყოფდა ნესტორიანელობას, მაგრამ მეორე უკიდურესობაში შთავარდა და ქრისტეში ორივე ბუნების (ღმრთაებრივისა და კაცობრივის) შერევას ამტკიცებდა. ამასთან ღმრთაებრივი ბუნება ნთქავდა კაცობრივს (ე. წ. მონოფიზიტობა). კრების 630 ეპისკოპოსმა დაამტკიცა ანტინომიური ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ორი ბუნება შეერთებულია "შეურწყმელად და შეუცვლელად" (ევტიქის წინააღმდეგ), "განუყოფლად და განუყრელად" (ნესტორის წინააღმდეგ). ქალკედონის IV მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 630 წმიდა მამის დოგმატი (ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ერთ სახეში ორი ბუნების შესახებ). კრების კანონებმა საბოლოოდ დააფიქსირეს ე. წ. "პენტარქია" - ხუთი პატრიარქის ურთიერთმიმართება.

IV მსოფლიო კრება
IV მსოფლიო კრება 
დოგმატი
IV მსოფლიო ქალკედონის კრებაზე შეკრებილი 630 წმიდა მამისა
ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ერთ სახეში ორი ბუნების შესახებ

ღვთაებრივ მამათა მიმდევარნი ჩვენ, ყველანი ერთხმად გასწავლით ერთი და იმავე ძის, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სრულყოფილი ღვთაებრივობისა და სრულყოფილი კაცობის აღიარებას: ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი კაცისა, იგივე სულისა და ხორცისაგან. მამის თანაარსისა ღვთაებრივობით და ჩვენი თანაარსისა კაცობით. ყველაფრით ჩვენი მსგავსისა ცოდვის გარდა. შობილისა საუკუნეთა უწინარეს მამისაგან როგორც  ღვთისა და უკანასკნელ ჟამს კი ჩვენი ხსნისათვის მარიამ ქალწული ღვთისმშობლისაგან, როგორც კაცისა. (ვაღიარებთ) ერთსა და იმავე ქრისტეს, ღვთის ძეს, მხოლოდშობილს, ორი ბუნებისაგან შემდგარს შეურწყმელად, შეუცვლელად, განუყოფლად, განუყრელად შესაცნობს (ორი ბუნება არაფრით განირჩევა არსებული შეერთების გამო. ერთ სახესა და ერთ იპოსტასში გაერთიანებული ინარჩუნებს თითოეული ბუნების თვისებას). არა ორ სახედ განკვეთილს ან განყოფილს, არამედ ერთსა და იმავე ძეს და მხოლოდშობილ ღმერთს სიტყვას, უფალს იესუ ქრისტეს, როგორც ძველად წინასწარმეტყველებდნენ მის შესახებ, როგორც თვით უფალი იესუ ქრისტე გვასწავლის და როგორც გადმოგვცემს ჩვენი მამების სიმბოლო.


კატეგორია: † მსოფლიო საეკლესიო კრებები | დაამატა: vasoelis (04.09.2013)
ნანახია: 1466 | კომენტარი: 5 | ტეგები: IV მსოფლიო საეკლესიო კრება, ქალკედონი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: