III მსოფლიო საეკლესიო კრება
III მსოფლიო საეკლესიო კრება

III მსოფლიო საეკლესიო კრება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

III მსოფლიო კრებამ (ეფესოს I) (431 წ.) ქრისტოლოგიური დავის ეპოქა გახსნა. მესამე მსოფლიო კრება მოიწვიეს კონსტანტინოპოლელი ეპისკოპოსის, ნესტორის მწვალებლობის დასაგმობად, რომელიც ასწავლიდა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მარიამმა ქრისტეს სახით შვა უბრალო ადამიანი, რომელსაც ღმრთეება შემდგომ ზნეობრივად შეუერთდა და მასში, როგორც ტაძარში, მადლისმიერ მკვიდრობდა. ამგვარად, ნესტორის სწავლების მიხედვით, ქრისტეს ორი ბუნება, ღმრთაებრივი და კაცობრივი, განყოფილი რჩებოდა. კრების 200 ეპისკოპოსმა დაამტკიცა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ორივე ბუნება ერთ ღმერთკაცობრივ იპოსტასშია შეერთებული.


კატეგორია: † მსოფლიო საეკლესიო კრებები | დაამატა: vasoelis (04.09.2013)
ნანახია: 933 | ტეგები: III მსოფლიო საეკლესიო კრება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: