საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
† პატროლოგია და პატრისტიკა [1]
† დოგმატი და დოქსა [2]
† ორთოდოქსია [1]
† ქრისტიანული ლიტერატურის რაობა [1]
† ჰაგიოგრაფია [1]
† აპოკრიფები [1]
† ეგზეგეტიკა [1]
† დოგმატიკა [1]
† პოლემიკა [1]
† ასკეტიკა [1]
† ფილოსოფია [1]
† ლიტურგიკა [1]
† ჰიმნოგრაფია [1]
† ენის ფენომენი [1]
† პატროლოგია და სქოლასტიკა [1]
† მოციქულთა სიმბოლო [1]
† „დიდაქეს“ შესახებ [3]
† კლიმენტი რომაელი [1]
† ეგნატე ანტიოქიელი [1]
† ეპისტოლე დიოგნეტესადმი [1]
† არეოპაგიტული თხზულებები [6]
† ერმი - მწყემსი [2]
† აპოლოგეტური ეპოქა [1]
† არისტიდე, ათენელი ფილოსოფოსი [1]
† ბალავარიანი [1]
† არისტონ პელაიელი. იუსტინე მარტვილი [3]
† ტატიანე სირიელი [1]
† თეოფილე ანტიოქიელი [2]
† ირინეოს ლიონელი [4]
† პანტენოს ალექსანდრიელი [1]
† კლიმენტი ალექსანდრიელი [3]
† ორიგენე [1]
† წარწყმედის რაობა [1]
† დიონისე ალექსანდრიელი [1]
† გრიგოლ ნეოკესარიელი [3]
† ლათინურ ენოვანი ქრისტიანული მწერლობა [1]
† მინუციუს ფელიქსი - 'ოქტავიუსი' [1]
†ტერტულიანე [1]
† II-III საუკუნეების რომის პაპები [1]
† იპოლიტე რომაელი [4]
† კვიპრიანე კართაგენელი [4]
† ნოვატიანუსი [1]
† ქრისტიანული პოეზიის სათავეები [1]
† ამონიოს, თეოგნოსტოს და პიერიუს ალექსანდრიელები [1]
† პიერიუსი და წმ. პეტრე ალექსანდრიელი [1]
† არქელაოსი კასქარის ეპისკოპოსი და მანიქეველობა [1]
† თეონა ალექსანდრიელი [1]
† ფილეოსი [1]
† გრიგოლ პართეველი [1]
† პამფილე კესარიელი [1]
† მეთოდე, პატრელი ეპისკოპოსი [1]
† ქრისტიანობის ისტორია დევნიდან აღიარებამდე [1]
† მსოფლიო საეკლესიო კრებები [9]
† განდეგილური მოღვაწეობა [4]
† არიანული ერესი [1]
† იაკობ ნიზიბიელი [1]
† ევსტათი ანტიოქიელი [1]
† ანტონი დიდი [1]
† არიოზი [1]
† ევსები ნიკომიდიელი [1]
† ქართული მესიანიზმი [7]
† ათანასე ალექსანდრიელი [6]
† მაკარი დიდი, ეგვიპტელი [4]
† მაკარი ალექსანდრიელი, ჰორსისიუსი, თეოდორე [1]
† ევაგრე პონტოელი,პალადი ჰელენოპოლელი [3]
† თეოგონიოს ნიკიელი, ასტერიოს სოფისტი [0]
† მარკელოზ ანკვირელი [1]
† სამი დიდი კაბადოკიელი მამა [1]
† ბასილი დიდი [8]
† გრიგოლ ღვთისმეტყველი [8]
† გრიგოლ ნოსელი [8]
† კაბადოკიელი მამების წარმომავლობა [1]
† იოანე ოქროპირი [27]
† ტერმინი "ხატი" და ყოვლადწმიდა სამება [1]
† ტერმინები: "ხატი" და "არქეტიპი [1]
† ტერმინი "ხატი" ძე ღმერთი და ქმნილება [1]
† ადამიანის ღვთისადმი ხატება [1]
† ადამიანის ღვთისადმი მსგავსება [1]
† კირილე ალექსანდრიელი [11]
† მაცხოვრის ორბუნებოვნება [0]
† თეოდორიტე კვირელი [0]
† ქართლის სულიერი არჩევანი [0]
† კირიონ I, კათალიკოსი [0]
† ქართული საეკლესიო ლიტერატურის აღმოცენება [0]
† მრავალთავი [0]
† სვინაქსარი და ლექციონარი [0]
† იერუსალიმური ლექციონარი [0]
† იადგარი [0]
†ლოცვანი [0]
†ქრისტიანობა და ფილოსოფია [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები » † მაკარი დიდი, ეგვიპტელი

† მაკარი დიდი - სულიერი შეგონება

† მაკარი დიდი - სულიერი შეგონება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

 მაკარი დიდი

[91]სული ურჩობის გამო შორს განდგა ღვთისგან, რადგან როგორც მხეცები გაურბიან დღის სინათლეს და შედიან უდაბნოს ტევრში, ამგვარად სული, ჭეშმარიტების გზისგან უკუქცეული, თავისი ნებით შემოვიდა ამ სოფელში, რომელიც არის ტევრი და უდაბურება, ღამე და ზმანება სულისათვის. რადგან შეიყვარა მან წყვდიადი და მიატოვა ნათელი, განდგა ცხოვრებისაგან და შეიყვარა სიკვდილი. დატოვა მან წყარო ცხოვრებისა და შეიყვარა წყარო წყვდიადისა და სიკვდილისა. განიძარცვა სარწმუნოება და სიყვარული, სიმშვიდე და მოთმინება, რადგან არ დაივანა მან სიტყვაში; და შეიმოსა ურწმუნოება და რისხვა, გულისწყრომა და ბოროტება, შური და თავმოთნეობა; თავისი ნებით შეიმოსა ბოროტი წნული, როგორც სამოსელი. ამიტომ ეურჩა იგი პირველ ხმას, ნათელს და მტკიცეს, და ყური უგდო მეორე ხმას, არამტკიცესა და ბნელს. და ამგვარად, თავისი ნებით, მიატოვა მან დიდებული და დაუსრულებელი სოფელი, შეიყვარა წუთისოფელი და მიმოიბნია თავისი თავი მთელ ამ მიწაზე. ამიტომ, წინასწარმეტყველნი და მართალნი თავიდან ესწრაფოდნენ გაბნეული სულის შეკრებას და მის სრულქმნას, მაგრამ ვერ შეძლეს. ხოლო კეთილი და კაცთმოყვარე მეუფე, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ნებით, ცოცხალი სიტყვა, ღმერთი ჭეშმარიტი უწინარეს საუკუნეთა, ვის შესახებაც თქმულია: „ეს სიტყვა ჭეშმარიტად ხორცი გახდა და დაემკვიდრა ჩვენ შორის" (იოან. 1,14), რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, - ეს სიტყვა ჰგიეს ჩვენს შორის, როგორც მონადირე, ნადირთა შემპყრობი, ვინც ამ სოფლისაგან შეკრიბა მიმობნეული სული და მოიმუშაკა იგი, როგორც სრული, უმანკო და უბიწო. ამგვარად, მოიწია რა მადლი, და მოგვცა რა სიტყვამ სახე და ნიმუში, მისივე ნათელჩენის გზით მოვინადიროთ და შევიკრიბოთ ჩვენი გულები, დაე, უპოვარვიქმნეთ და არაფერი შევიძინოთ ამ საწუთროსგან, განვიმზადოთ ჩვენი გულები, როგორც გვასწავლის სული დავითის მიერ: „განმზადებულია ჩემი გული, ღმერთო, განმზადებულია ჩემი გული. გიგალობ და გიფსალმუნებ შენ, აღდექ დიდებაო ჩემო".

ძველი ბერძნულიდან თარგმნა
ანა ჭუმბურიძემ
სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები" II
თბილისი, 2004 წ.

კატეგორია: † მაკარი დიდი, ეგვიპტელი | დაამატა: vasoelis (05.09.2013)
ნანახია: 920 | თეგები: მაკარი დიდი, სულიერი შეგონება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები
 

edisher.do.am © 2013 - 2023