ქრისტიანობის ისტორია დევნიდან აღიარებამდე





† კონსტანტინე დიდი და ქრისტიანობა


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

კულტურული და რელიგიური კრიზისი, რასაც რომის იმპერია განიცდიდა IV საუკუნეში, წარმოადგენს ერთ–ერთ უმთავრეს მოვლენას, რომელსაც კი ოდესმე განიცდიდა მსოფლიო ისტორია. ძველი წარმართული კულტურა დაეჯახა ქრისტიანობას, კონსტანტინე დიდის მიერ აღიარებულს IV საუკუნეში, რომელიც იმავე საუკუნის დასასრულს თეოდოსი დიდის მიერ სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს ორი ელემენტი, წარმართობა და ქრისტიანობა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საფუძვლების მქონე, ვერასოდეს მიაღწევდნენ თანხმობას და გამორიცხავდნენ ერთმანეთს, მაგრამ რეალობამ სხვა რამ დაგვანახა –ქრისტიანობა და წარმართული ელინიზმი შეირწყნენ, მეტნაკლებად ერთ მთლიანობად ჩამოყალიბდნენ და შექმნეს ქრისტიანულ–ბერძნულ–აღმოსავლური კულტურა, რომელმაც ბიზანტიური კულტურის სახელწოდება მიიღო, რომლის ცენტრიც გახდა რომის იმპერიის ახალი დედაქალაქი  – კონსტანტინოპოლი.

იმპერიაში ახალი მდგმოარეობის დამყარება დაკავშირებულია უმთავრესად კონსტანტინე დიდის სახელთან. მისი მმართველობის დროს ქრისტიანობა ოფიციალური აღიარების მყარ საფუძვლებზე დადგა, ადრინდელი წარმართული იმპერია ქრისტიანული იმპერია გახდა.

ჩვეულებრივ, ისტორიაში ხალხების თუ სახელმწიფოების ქრისტიანობაზე მოქცევა ხდებოდა მათი ისტორიული ცხოვრების პირველი ნაბიჯებისას, როდესაც ასეთი სახელმწიფოების წარსულს ჯერ კიდევ არ ჰქონდა შექმნილი მყარი, ჩამოყალიბებული საფუძვლები, ან კიდევ, არსებობდა მხოლოდ უხეში პრიმიტიული ცხოვრების წესი.მსგავს შემთხვევაში უხეში წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლას თემში ან სახელმწიფოში არ შეიძლებოდა არ გამოეწვია ღრმა კრიზისი. სწორედ ამგვარი პერიოდი იყო რომის იმპერიაში V საუკუნე. იმპერიას, რომელსაც გააჩნდა მრავალსაუკუნოვანი მსოფლიო კულტურა, იმპერიას, რომელმაც თავისი დროისათვის სახელმწიფოებრიობის უმაღლეს დონეს მიაღწია, წარსულის საწინააღმდეგო გზაზე დადგომით, უფრო ხშირად კი მისი საერთოდ უარყოფით, უნდა განეცადა უმძაფრესი კირიზისი. ძველი წარმართული სამყარო, ყოველ შემთხვევაში რელიგიურ სფეროში, უკვე ვერ აკმაყოფილებდა ადამიანთა მოთხოვნილებებს. წარმოიშვნენ ახალი კითხვები, ახალი სურვილები, რომლებზეც პასუხის გაცემაც, მთელი რიგი მიზეზების გამო, მხოლოდ ქრისტიანობამ შეძლო.

როდესაც მსგავსი მნიშვნელობის პერიოდში გამოჩნდება რომელიმე ისტორიული სახე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოვლენების განვიათარებაში, მაშინ რა თქმა უნდა, ისტორიულ მეცნიერებაში ამ პიროვნებასთან და ეპოქასთან დაკავშირებით ჩნდება მთელი რიგი ლიტერატურა, რომელნიც ცდილობენ ჩაწვდნენ ამ პიროვნების სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს და შეაფასონ მისი ისტორიული როლი მოცემულ პერიოდთან მიმართებაში. IV საუკუნეში ასეთ პიროვნებას კონსტანტინე დიდი წარმოადგენდა. ის დაიბადა ქალაქ ნაისში. მამის, კონსტანტინე ხლორის მხრიდან ის სავარაუდოდ მიეკუთვნებოდა ილირიულ თემს. მისი დედა ელენე იყო ქრისტიანი, რომელიც შემდგომში ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დედოფალი ელენე ახორციელებდა მომლოცველობას პალესტინაში, სადაც გადმოცემის თანახმად, მან იპოვა ჯვარი, რომელზედაც გააკრეს ქრისტე. როდესაც 305 წელს დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ, მათ მიერ დამყარებული მდგომარეობის თანახმად, დათმეს იმპერატორების წოდება და პირადი ცხოვრება დაიწყეს, იმპერატორები გახდნენ გალერიანე აღმოსავლეთში და კონსტანცი, კონსტანტინეს მამა, დასავლეთში, მაგრამ მომდევნო წელს კონსტანცი ბროტანეთში გარდაიცვალა და მასზე დაქვემდებარებულმა მეომრებმა მისი შვილი, კონსტანტინე გამოაცხადეს იმპერატორად. ამ დროს გალერიანეს წინააღმდეგ რომში უკმაყოფილებამ იფეთქა, სადაც აჯანყებულმა მოსახეობამ და მეომრებმა გალერიანეს ნაცვლად, იმპერატორად მაქსენტიუსი გამოაცხადეს, რომელიც გადამდგარი იმპერატორის, მაქსიმიანეს შვილი იყო. დაიწყო შინაომების პერიოდი, რომლის დროსაც გარდაიცვალნენ მაქსიმაინე და გალერიანე. საბოლოოდ, კონსტატნტინემ, შეუერთდა რა ერთ–ერთ ახალ იმპერატორს ლიცინიუსს, გადამწყვეტ ბრძოლაში , რომთან ახლოს, დაამარცხა მაქსენტიუსი, რომელიც გაქცევის დროს ჩაიძირა ტიბრში. გამარჯვებული იმპერატორები, კონსტანტინე და ლიცინიუსი, წავიდნენ მილანში, სადაც დაამტკიცეს ცნობილი მილანის ედიქტი, რომელზედაც საუბარი ქვემოთ გვექნება. იმპერატორებს შორის თანხმობა მხოლოდ მცირე ხნით შენარჩუნდა. მათ შორის გაჩაღდა ომი, რომელშიც აბსულუტური გამარჯვეება კონსტანტინემ მოიპოვა. 324 წელს ლიცინიუსი მოკლეს და კონსტანტინე იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.


  ორი  მოვლენა კონსტანტინეს მმართველობის დროს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია მსოფლიო ისტორიის შემდგომ განვითარებაში, იყო ქრისტიანობის ოფიციალური აღიარება და დედაქალაქის ტიბრის სანაპიროდან ბოსფორის სანაპიროზე,ძველი რომიდან „ახალ რომში" – კონსტანტინოპოლში გადატანა იყო.

კონსტანტინეს პერიოდში ქრისტიანობის მდგომარეობის შესასწავლად მკვლევარებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ საკითხზე: კონსტანტინეს მოქცევასა და მილანის ედიქტზე.

კონსტანტინეს მოქცევა


კონსტანტინეს მოქცევაში ისტორიკოსებს და ღვთისმეტყველების განსაკუთრებით აინტერესებთ მისი მოქცევის მიზეზები. რატომ გადაიხარა კონსტანტინე ქრისტიანობის სასარგებლოდ? მოცემულ მოვლენაში უნდა დავინახოთ კონსტანტინეს ბრძნული პოლიტიკური აქტი, რომლისთვისაც ქრისტიანობა პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება იყო, თუ კონსტანტინე გადავიდა ქრისტიანობის მხარეს  მისი შინაგანი რწმენის შედეგად? თუ საბოლოოდ, კონსტანტინეს მოქცევის პროცესში მასზე გავლენა მოახდინეს როგორც პოლიტიკურმა, ასევე შინაგანმა მომენტებმა?

მთავარი გართულება ამ საკითხის გადაწყვეტაში იმ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებშია, რომელიც ამ საკითხისადმი წყაროებმა დაგვიტოვა. ქრისტიანი ავტორის ევსევი კესარიელის მიერ გადმოცემული კონსტანტინე საერთოდ არ ჰგავს წარმართი ავტორის სოზემენეს მიერ აღწერილ იმავე პირს. ამიტომაც ისტორიკოსები, რომლებიც მუშაობენ კონსტანტინეს საკითხზე, პოულობენ მდიდარ საფუძვლებს ამ ბუნდოვანი საკითხის საკუთარი შეხედულებით შეფასებისათვის. ფრანგი ისტორიკოსი ბუარიე თავის ნაშორმში „წარმართობის დაცემა" წერს: საუბედუროდ, როდესაც ჩვენ საქმე გავაქვს დიდ პიროვნებებთან, რომლებიც ისტორიაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ, მათი ქცევის განმარტებისას ვერ ვკმაყოფილდებით ძალზედ ბუნებრივი განმარტებებით, რადგან მათ არაჩვეულებრივი ადამიანების რეპუტაცია აქვთ, ჩვენ არასოდეს არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ისინი მოქმედებდნენ ისევე, როგორც ჩვენ ყველა. ჩვენ ვეძებთ დაფარულ მიზეზებს მათი ყველაზე უბრალო ქმედებებში… იგივე მოხდა კონსტანტინესთან დაკავშირებითაც. იქმნებოდა ისეთი მტკიცებულებები, თითქოს ამ დიდ პოლიტიკოსს უნოდოდა ჩვენი მოტყუება, რომ რაც უფრო მეტი სიმხურვალით ეძლეოდა ის რწმენის საკითხებს  და საკუთარ თავს ჭეშმარიტ მორწმუნედ აცხადებდა, მით უფრო მეტად ცდილობდნენ ევარაუდათ, რომ ის იყო ინდენფერენტული, სკეპტიკოსი, პიროვნება რომელიც სინამდვილეში რომელიმე კულტს მხოლოდ იმის მიხედვით ანიჭებდა უპირატესობას, საიდანაც უფრო მეტი სარგებლის მიღება შეეძლო.

მრავალი წლის განმავლობაში დიდი გავლენა ჰქონდა გერმანელი ისტორიკოსის იაკობ ბრუკჰარდტის სკეპტიკურ შეხედულებას კონსტანტინეზე, რომლიც მან გამოთქვა თავის ბრწყინვალე ნაშრომში „  კონსტანტინე დიდის ეპოქა". მისი შეხედულებით კონსტანტინე გენიალური, პატივმოყვარეობითა და ძალაუფლებისკენ ლტოლვით შეპყრობილი პიროვნებაა,რომელმაც ყველაფერი მსხვერპლად გაიღო თავისი გეგმების განსახორციელებლად. „ხშირად ცდილობდნენ, –წერს ბრუკჰარდტი, – „ შეაღწიონ კონსტანტინეს რელიგიურ ცნობიერებაში და გამოიკვლიონ მისი რელიგიური შეხედულებების  ცვლილების სავარაუდო სურათი, ეს სრულად უაზრო შრომაა ამ გენიალური პიროვნებისადმი, რომელსაც პატივმოყვარეობა და ძალაუფლების წყურვილი არ უტოვებდა არცერთ მშვიდ საათს. აქ საუბარიც არ უნდა იყოს ქრისტიანობაზე ან წარმართობაზე, რელიგიურობასა და არარელიგიურობაზე, ასეთი ადამიანი თავისი არსებით აბსოლუტურად არარელიგიურია. თუ ის, თუნდაც გაელვებით, მაინც დაფიქრდება საკუთარ რელიგიურ ხედვაზე, მაშინ ეს ფატალიზმი იქნება". „ ეს „ სასიკვდილოდ ეგოისტი, მიხვდა რა, რომ ქრისტიანობაში არის მსოფლიო ძალა, ხელმძღვანელობდა სწორედ ამ მოსაზრებით, რაც წარმოადგენს სწორედ მის დიდ დამსახურებას. მაგრამ ეს უკანსაკნელი გარანტიებს წარმართებსაც აძლევდა. ამ მიუწვდომელ ადამიანთან რაიმე სისტემის ძებნა უაზრობაა, გვხვდება მხოლოდ შემთხვევითობა. კონსტანტინე – ეგოისტი შინდისფერ სამოსში, რომელიც ყველაფერს რასაც აკეთებს, მიმართავს თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად.". ბრუკჰარდტის შეხედულებით ევესვის „კონსტანტინეს ცხოვრების აღწერა", რომელიც წარმადგენს  ამ პიროვნებაზე უმთავრეს წყაროს, არასანდოა. აი, რამდენიმე სიტყვით ბრუკჰარდტის მსჯელობიდან კონსტანტინეზე, რომელიც არ ტოვებს არანაირ ადგილს იმპერატორის რელიგიური მოქცევისათვის.

სხვა საფუძვლებზე დაყრდნობით, გერმანელი ღვთისმეტყველი ჰარნაკი საკუთარ გამოკვლევაში „ქრისტიანობის ქადაგება და გავრცელება პირველ სამ საუკუნეში" მიდის იგივე დასკვნამდე. შეისწავლა რა ქრისტიანობის მდგმომარეობა იმპერიის სხვადასხვა პროვინციაში და მიუხდევავდ იმისა, რომ აღაირა იმპერიაში ქრისტიანთა ზუსტი რაოდენობის დადგენის შეუძლებლობა იმ დროისათვის, მივიდა დასკვნამდე, რომ მეოთე საუკუნისათვის ქრისტიანები უკვე საკმაოდ მრავალრიცხოვანნი იყვნენ და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან ფაქტორის წარმოადგენდნენ. ეს მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ არ წარმოადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას. ჰარნაკის შენიშვნით, რაოდენობა და გავლენის ძალა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. მცირე რაოდენობამ შეიძლება ისარგებლოს ძალზედ დიდი გავლენით, თუ ის ეყრდნობა მმართველ კლასს, და დიდ რაოდენობას მნიშვნელობა არ ექნება, თუ ის შედგება დაბალი წრის საზოდაგოებისგან, ძირითადად სოფლის მოსახლეობისგან. ქრისტიანობა ქალაქის რელიგია იყო: რაც მეტი ქალაქი იქნებოდა, სავარაუდოდ პირდაპირ პროპორციული იქნებოდა ქრისტიანთა რაოდენობაც. ეს დიდი უპირატესობა იყო. ამასთან ქრისტიანობამ ღრმად შაეღწია პროვიონციულ რეგიონებშიც. ეს ჩვენ ზუსტად ვიცით მცირეაზიურ პროვინციებთან მიმართებში და უფრო შორსაც – სომხეთში, სირიასა და ეგვიპტეში, პალესტინის მნიშვვნელოვან ნაწილში და ასევე ჩრთილოეთ აფრიკაში.

დაჰყო რა იმპერიის პროვინვციები ოთხ ნაწილად ქრისტანობის გავრცელების მაღალი თუ დაბალი ხარისხით მიხედვით,მათი ცალცალკე განხილვის შემდეგ ჰარნაკი მიდის დასკვნამდე, რომ მთავარ ცენტრს ქრისტიანული ეკლესიისა IV საუკუნეში იყო მცირე აზიაში. გალიაში წასვლამდე კონსტანტინე მრავალი წელი ცხოვრობდა ნიკომედიაში დიოკლეიანეს სასახლეში. მცირეაზიული შთაბეჭდილებები თან გაჰყვა მას გალიაში და ის პოლიტიკურ შეხედულებებში გარდაისახა, რომელთაც მიიყვანეს გადამწყვეტ დასკვნამდე:  მას შეეძლო დაყრდნობიოდა მტკიცე და ძლიერ ეკლესიას და ეპისკოპატს. მთავარი საკითხი არის იმაში, გაიმარჯვებდა თუ არა ეკლესია კონსტანტინეს გარეშე. ფაქტია, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო საიმპერატორო ტახტზე, ყოველ მომდევნო ათ წელიწადში უფროდაუფრო  შესაძლებელი იყო კონსტანტინედ გახდომა. ყოველ შემთხვევაში, მცირე აზიაში ქრისტიანობის გამარჯვება კონსტანტინეს პერიოდამდე იყო გადაწყვეტილი, სხვა მხარეებში კი უკვე შექმნილი იყო ამის საფუძვლები. არ იყო აუცლებელი რაიმე განსაკუთრებული გააზრება, არანაირი აუცილებლობა ომისკენ ზეციური მოწოდებისა, რომ საქმით განხორციელებულიყო ის , რაც უკვე მომწიფებული იყო. საჭირო იყო მხოლოდ საზრიანი და ძლიერი პოლიტიკოსი, რომელსაც ამავდროულად გააჩნდა შინაგანი ლტოლვა რელიგიური განცდებისაკენ. ასეთი ადამიანი იმ დროისათვის აღმოჩნდა კონსტანტინე. მის გენიალობას წარმოადგენს ის, რომ მან ნათლად ამოიცნო და სწორა გაიგო ის, რაც უნდა მომხდარიყო.

როგორც ჩანს, ჰარნაკის შეხედულებით კონსტანტინე წარმოადგენს მხოლოდ გენიალურ პოლიტიკოსს. ამასთან შენიშვნის სახით უნდა ითქვას, რომ თუნდაც ძალზედ მიახლოებითი სტატისტიკური მეთოდი იმ პერიოდისათვის, თითქმის არ არსებობას. მით უმეტეს, რომ უკვე მრავალი მეცნერი აღიარებს, რომ კონსტანტინეს დროს წარმართობა წარმმართველი ძალა იყო საზოგადეობაში და მთვრობაშიც  და რომ ქრისტაინები უმცირესობაში იყვნენ. პროფესორ ბოლოტოვისა და სხვათა გათვლებით, „ შასაძლებელია, რომ კონსტანტინეს პერიოდისთვის ქრისტიანული მოსახლეობა უტოლდებოდეს  მთელი მოსახლეობის 1/10–ს, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს რიცხვიც შესამცირებელი იყოს". ამ დასკვნას დღეს მრავალი მეცნიერი აღიარებს. და თუ ეს ასეა, მაშინ პოლიტიურმა თეორიამ კონსტანტინესა და ქრისტიანობის მიმართებაში, კრახი უნდა განიცადოს. პოლიტიკოსს არ შეეძლო თავისი დიდი გეგმების აშენება მოსახლეობის მხოლოდ მეათედზე დაყრდნობით, რომელიც როგორც ცნობილია, არც  კი ერეოდა პოლიტიკაში.

ფრანგი ისტორიკოსის, „რომაელთა ისტორიის" ავტორის, დურუის წარმოდგენაში, რომელიც ნაწილობრივ ბრუკჰარდტის გავლენას განიცდიდა, კონსტანტინეს მოქცევის შეფასებისას ჩნდება რელიგიური მხარეც.დურუის სიტყვებით, კონსტანტინემ ადრევე გაიგო, რომ ქრისტიანობა თავისი მოძღვრებით შეესაბამებოდა მის საკუთარ რწმენას ერთი ღმერთის შესახებ". მაგრამ მიუხდევად ამისა, კონსტანტინესათვის პოლიტიკა აღმატებულ როლს ასრულებდა. „ჩვენ შევეცადეთ,  – ამთავრებს დურუი, – შეგვეღწია კონსანტინეს სულის სიღრმეებში და იქ ვიპოვეთ უფრო მეტად პოლიტიკა, ვიდრე რელიგია".

1913 წელს მილანის ედიქტიდან 1600 წლის გასვლასთან დაკავშირებით შექმნილ მრავალ პუბლკაციათაგან აღსანიშნავია ორი: ე. შვარცისა და კრებსის ავტორობით.

შვარცი ამტკიცებდა, რომ კონსტანტინემ გამოცდილი პოლიტიკოსის ეშმაკოიბრივი განჭვრეტით გაიაზრა ის მნიშვნელობა, რასაც ეკლესიასთან  კავშირი მოუტანდა მსოფლიო მონარქიის შესაქმენლად, რომლის აშენებასაც ის აპირებდა, და მას ჰქონდა გამბედაობა და ენერგია შეექმნა ასეთი კავშირი საპირისპიროდ ტრადიციული ცეზარიზმისა. კრებსი წერდა, რომ ყველა ნაბიჯი კონსტანტინესი ქრისტიანობისაკენ, წარმოადგენდა მხოლოდ მეორად მიზეზს ეკლესიის გამარჯვების დაჩქარებისა, ძირითადი მიზეზი კი თავად ქრისტიანობის ზებუნებრივ ძალაში მდგომარეობდა.

 

მკვლევართა შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით ძალზედ განსხვავებულია . პ. ბატიფოლი იცავდა კაონსტანტინეს მოქცევის ჭეშმარიტებას. ჟ. მორისი, ნუმიზმატიკის კონსტანტინეს ეპოქის ცნობილი მკვლევარი, შეეცადა კონსტანტინეს მოქცევის სასწაულებრივი ელემენტის მატრელიალიზებას. გ. ბუასიე აღნიშნავდა, რომ კონსტანტინესათვის, როგორც სახელმწიფო მოხელისათვის ქრისტიანობისკენ მიმხრობა, რომლებიც იმპერიაში უმცირესობას წარმოადგენდნენ, იქნებოდა სარისკო ექსპერიმენტი, ამიტომაც აუცილებელია დავუშვათ, რომ მან ეს რწმენის საფუძველზე მოახდინა. ფ.ლოტი იხრებოდა იმისკენ, რომ ეცნო ჭეშმარიტობა კონსტანტინეს მოქცევისა. ე. შტაინი წინ წევდა პოლიტიკურ მოტივებს. ის ასევე ამტკიცებდა, რომ კონსტანტინე გარკვეული დონით სპარსეთის სახელმწიფო რელიგიის – ზოროასტრიზმის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ა. გრეგუარი წერდა, რომ პოლიტიკა ყოველთვის პირველობს რელიგიაზე, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა.

არცთუ დიდი ხნის წინ ისტორიკოსებმა წამოაყენეს საინტერსო მცდლობა კონსტანტინე წაროედგინათ როგორც გამაგრძელებელი და შემსრულებელი სხვათა პოლიტიკისა, ვიდრე ქრისტიანობის ერთადერთ დამცველად. ა. გრეგუარის თანახმად, ლიცინიუსმა ჯერ კიდევ კონსტანტინემდე დაიწყო შემწყნარებლური პოლიტიკა ქრისტიანობისადმი. შენებეკი, გერმანელი ისტორიკოსი, იზიარებს გრეგუარის მოსაზრებას. ის მაქსტენციუსს განიხლიავდა როგორც ქრისტიანობის მცველს იმპერიის მის ნაწილში, ასევე პიროვნებად, რომელმაც შექმნა კონსტანტინეს მოდელის საფუძვლები.

არ შეიძლება კონსტანტინეს პოლიტიკური მოტივებსის უყურადღებოდ დატოვებაც. ამ უკანასაკნელსაც უნდა ეთამაშა თავისი როლი მის ქრისტიანობისადმი დამოკიდებულების  ჩამოყალიბებაში, რომელსაც შეეძლო მას ბევრ რამეში დახმარებოდა, თუმცა პოლიტიკური გეგმები არ გამხდარა მიზეზი კონსტანტინეს მოქცევისა. ეს უკნასკნელი მოექცა ქრისტიანად მისი შინაგანი რწმენის ძალით, რაც გაიზარდა და გაძლიერდა პოლიტიკური გავლენის ქვეშ. სწორედ ამაში მდგომარეობს კონსტანტინეს გენიალობა, რომ მან, ქრისტიანობის ჭაშმარიტმა თანამდგომმა, გაიგო რომ მომავალში სწორედ ქრისტიანობა იქნებოდა მთავარი გამაერთიანებელი  ელემენტი მრავალეთნიკურ იმპერიაში. „მას უნდოდა, – წერს ტრუბენცკი, – განემტკიცწებინა სახელმწიფოს ერთიანობა ერთიანი ეკლესიის მეშვეობით".

კონსტანტინეს მოქცევა უკავშირდება ცნობილ გადმოცემას მაზე ჯვარის გამოჩენისა, როდესაც კონსტანტინე მაქსტენციუსს ეომებოდა. მისი მოქცევის მიზეზად დასახელებულია სასწაული, თუმცა წყაროები ამის შესახებ დიდ უთანხმოებას იწვევენ. უძველესი მოწმობა სასწაულებრივი გამოცხადებისა ეკუთვნის კონსტანტინეს ქრისტიან თანამედროვეს ლაქტენციას, რომელიც თვის თხზულებაში  „მდევნელთა სიკვდილის შესახებ" ამბობს მხოლოდ სიზმარზე, რომელიც კონსტანტინემ იხილა, რომ მას ფარზე უნდა გამოესახა ქრისტეს ზეციური ნიშანი. ცაზე ჯვრის გამოსახვაზე ლაქტენციასთან სიტყვაც არაა ნათქვამი.

სხვა თანამედროვე კონსტანტინესი, ევსევი კესიარიელი, ორჯერ ეხება კონსტანტინეს მაქსტენციუსთან გამარჯვების ეპიზოდის. უფრო ადრეულ თხზულებაში „ეკლესიის ისტორია" ევსევი მხოლოდ აღნიშნავს, რომ კონსტანტინემ, მიდიოდა რა რომის დასაცავად, ლოცვისას აღიარა ზეციური ღმერთი და მისი სიტყვა, ყველას მხსნელი, იესო ქრისტეო. როგორც ჩანს, არც სიზმარზე, არ რამე  ფარზე გამოსახულ ნიშნებზე აქ არაფერია ნათქვამი. თავის სხვა ნაშრომში "კონსანტინეს ცხოვრების აღწერა", რომელიც მაქსტენციუსზე გამარჯვებიდან 25 წლის შემდგე გაიწერა, გვაძლევს ფიცით დამტკიცებულ ცნობას, თავად იმპერატორის მიერ თქმულს, ცნობილ გადმოცემას იმაზე, რომ კონსტანტინემ ლაშქრობის დროს ცაზე ჯვრის ნიშანი დაინახა წარწერით – „ამით სძლიე". თავზარი დაეცათ კონსტანტინეს და მის ჯარისკაცებს. იმავე ღამეს კონსტანტინეს ძილში თავად ქრისტე გამოეცხადა ჯვრით ხელში და უბრძნა ჯვრის დამზადება და ამ ნიშნით მტრის წინააღმდეგ გამოსვლა. დილით იმპერატორი მოყვა სასწაულებრივ გამოცხადებაზე, დაუძახა ხელოსნებს და უბრძანა მათ მის მიერ აღწერილი ნიშნის დამზადება, რომელიც ცნობილია labarum ის სახელით.



დასასრული

კატეგორია: † ქრისტიანობის ისტორია დევნიდან აღიარებამდე | დაამატა: vasoelis (03.09.2013)
ნანახია: 1308 | ტეგები: ქრისტიანობის ისტორია დევნიდან აღიარ, კონსტანტინე დიდი და ქრისტიანობა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: