საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
† პატროლოგია და პატრისტიკა [1]
† დოგმატი და დოქსა [1]
† ორთოდოქსია [1]
† ქრისტიანული ლიტერატურის რაობა [1]
† ჰაგიოგრაფია [1]
† აპოკრიფები [1]
† ეგზეგეტიკა [1]
† დოგმატიკა [1]
† პოლემიკა [1]
† ასკეტიკა [1]
† ფილოსოფია [1]
† ლიტურგიკა [1]
† ჰიმნოგრაფია [1]
† ენის ფენომენი [1]
† პატროლოგია და სქოლასტიკა [1]
† მოციქულთა სიმბოლო [1]
† „დიდაქეს“ შესახებ [3]
† კლიმენტი რომაელი [1]
† ეგნატე ანტიოქიელი [1]
† ეპისტოლე დიოგნეტესადმი [1]
† არეოპაგიტული თხზულებები [6]
† ერმი - მწყემსი [2]
† აპოლოგეტური ეპოქა [1]
† არისტიდე, ათენელი ფილოსოფოსი [1]
† ბალავარიანი [1]
† არისტონ პელაიელი. იუსტინე მარტვილი [3]
† ტატიანე სირიელი [1]
† თეოფილე ანტიოქიელი [2]
† ირინეოს ლიონელი [4]
† პანტენოს ალექსანდრიელი [1]
† კლიმენტი ალექსანდრიელი [3]
† ორიგენე [1]
† წარწყმედის რაობა [1]
† დიონისე ალექსანდრიელი [1]
† გრიგოლ ნეოკესარიელი [3]
† ლათინურ ენოვანი ქრისტიანული მწერლობა [1]
† მინუციუს ფელიქსი - 'ოქტავიუსი' [1]
†ტერტულიანე [1]
† II-III საუკუნეების რომის პაპები [1]
† იპოლიტე რომაელი [4]
† კვიპრიანე კართაგენელი [4]
† ნოვატიანუსი [1]
† ქრისტიანული პოეზიის სათავეები [1]
† ამონიოს, თეოგნოსტოს და პიერიუს ალექსანდრიელები [1]
† პიერიუსი და წმ. პეტრე ალექსანდრიელი [1]
† არქელაოსი კასქარის ეპისკოპოსი და მანიქეველობა [1]
† თეონა ალექსანდრიელი [1]
† ფილეოსი [1]
† გრიგოლ პართეველი [1]
† პამფილე კესარიელი [1]
† მეთოდე, პატრელი ეპისკოპოსი [1]
† ქრისტიანობის ისტორია დევნიდან აღიარებამდე [1]
† მსოფლიო საეკლესიო კრებები [9]
† განდეგილური მოღვაწეობა [4]
† არიანული ერესი [1]
† იაკობ ნიზიბიელი [1]
† ევსტათი ანტიოქიელი [1]
† ანტონი დიდი [1]
† არიოზი [1]
† ევსები ნიკომიდიელი [1]
† ქართული მესიანიზმი [7]
† ათანასე ალექსანდრიელი [6]
† მაკარი დიდი, ეგვიპტელი [4]
† მაკარი ალექსანდრიელი, ჰორსისიუსი, თეოდორე [1]
† ევაგრე პონტოელი,პალადი ჰელენოპოლელი [3]
† თეოგონიოს ნიკიელი, ასტერიოს სოფისტი [0]
† მარკელოზ ანკვირელი [1]
† სამი დიდი კაბადოკიელი მამა [1]
† ბასილი დიდი [8]
† გრიგოლ ღვთისმეტყველი [8]
† გრიგოლ ნოსელი [8]
† კაბადოკიელი მამების წარმომავლობა [1]
† იოანე ოქროპირი [27]
† ტერმინი "ხატი" და ყოვლადწმიდა სამება [1]
† ტერმინები: "ხატი" და "არქეტიპი [1]
† ტერმინი "ხატი" ძე ღმერთი და ქმნილება [1]
† ადამიანის ღვთისადმი ხატება [1]
† ადამიანის ღვთისადმი მსგავსება [1]
† კირილე ალექსანდრიელი [11]
† მაცხოვრის ორბუნებოვნება [0]
† თეოდორიტე კვირელი [0]
† ქართლის სულიერი არჩევანი [0]
† კირიონ I, კათალიკოსი [0]
† ქართული საეკლესიო ლიტერატურის აღმოცენება [0]
† მრავალთავი [0]
† სვინაქსარი და ლექციონარი [0]
† იერუსალიმური ლექციონარი [0]
† იადგარი [0]
†ლოცვანი [0]
†ქრისტიანობა და ფილოსოფია [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები » † კირილე ალექსანდრიელი

† წმიდა კირილე ალექსანდრიელი (376-444)

† წმიდა კირილე ალექსანდრიელი (376-444)

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი






წმიდა კირილე ალექსანდრიელი (+444) წარჩინებული და კეთილმსახური ოჯახის შვილი იყო. მან კარგი საერო განათლება მიიღო, ღრმად განისწავლა ფილოსოფიაშიც, მაგრამ მეტად წმიდა წერილის შესწავლასა და ქრისტიანული ჭეშმარიტებების შეცნობას ესწრაფვოდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კირილე ნიტრიის მთებში მდებარე წმიდა მაკარის მონასტერში დაემკვიდრა, სადაც ექვსი წელი დაჰყო. ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოფილემ (385-412) დიაკვნად აკურთხა წმიდანი და, როცა მისი გულისხმიერება იხილა, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა კირილე ერთხმად აირჩიეს ალექსანდრიის პატრიარქად. მართლმადიდებლობის ქადაგი და მოღვაწე მეუფე სათავეში ჩაუდგა ბრძოლას მის სამწყსოში გავრცელებული ნავოციანის ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნულობის დროს მართლმადიდებლობისგან განმდგარი ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება.

უფრო საშიშ მტრებს ეკლესიისთვის წარმოადგენენ იუდეველები, რომლებიც ქალაქში ხშირად აწყობდნენ მღელვარებებს ქრისტანთა მხეცური მკვლელობების თანხლებით. წმიდა კირილეს დიდხანს მოუხდა მათთან ბრძოლა. წარმართობის ნაშთებიც რომ აღმოეფხვრა, მღვდელმთავარმა ძველი საკერპოდან ბოროტი სულები განდევნა, იმ ადგილას მართლმადიდებლური ტაძარი ააგო და მასში უვეცხლო მკურნალთა, კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაასვენა. ამასობაში წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი – ნესტორიანობა.

ნესტორი, ანტიოქიელი ხუცესი, 428 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა და თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა მიეცა. მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ღვთისმშობელს ქრისტესმშობელს უწოდებდა, რადგან თვლიდა, რომ მისგან შობილი ქრისტე ადამიანი იყო და არა ღმერთი. წმიდა კირილემ არაერთხელ მიმართა წერილობით ნესტორს და განუმარტა მისი ცდომა, მაგრამ გაკერპებული მწვალებელი მაინც თავისაზე იდგა. მაშინ პატრიარქმა კონსტანტინეპოლის სამღვდელოებას გაუგზავნა ეპისტოლე ნესტორიანობის წინააღმდეგ, წმიდა კეთილმსახურ მეფეს თეოდოსი უმცროსს კი ( 408-450) – ორი ტრაქტატი ერესის სამხილებლად. წმიდა კირილემ სხვა ეკლესიებშიც დაგზავნა წერილები და მღვდელმთავრები და ზოგიერთი მონასტრის ბერები გააფრთხილა საშიში ერესის აღმოცენების შესახებ.

ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა დევნა გამოუცხადა. მისმა მიმდევარმა ეპისკოპოსმა, დოროთემ თვით ნესტორის თანდასწრებით საეკლესიო კათედრიდან ანათემას გადასცა ყველა, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს ღვთისმშობელს უწოდებდა.

ნესტორს სძულდა მღვდელმთავარი კირილე, მასზე ათასგვარ ჭორს და ცილისწამებას ავრცელებდა და ერეტიკოსად ნათლავდა. წმიდა პატრიარქი კი განაგრძობდა ბრძოლას მართლმადიდებლობის დასაცავად. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საჭირო შეიქმნა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. კრება ეფესოში გაიხსნა 431 წელს. მას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი ყველა ქრისტიანული ეკლესიიდან. ნესტორი, იოანე ანტიოქიელისა და სხვა სირიელი ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე, კრების გახსნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხდომა დაიწყეს. მათ წმიდა კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით განიხილეს ნესტორის სწავლება და ის ერესად შერაცხეს. თავად ნესტორი ამ კრებას არ დამორჩილდა. ეფესოში ჩასულმა ეპისკოპოსმა იოანემ გახსნა სხვა, უკანონო კრება, რომელზეც ერეტიკოსად კირილე გამოაცხადა. უთანხმოება ღრმავდებოდა. მაშინ იმპერატორის ბრძანებით მღვდელმთავრები – კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი დაატუსაღეს. მათი ხვედრი გაიზიარა ნესტორმაც.

მალე კირილე და მემნონი გაანთავისუფლეს და სხდომები გაგრძელდა. ნესტორი, რომელიც არ ემორჩილებოდა კრების გადაწყვეტილებებს, უფლის სასჯელს ვერ ასცდა: იგი მღვდელმსახურებიდან განიკვეთა და, იმპერატორის ბრძანებით, შორეულ სისიმში, ლიბიის უდაბნოში იქნა გადასახლებული, სადაც საშინელ ტანჯვაში აღესრულა ღვთისმშობლის მაგინებელი. მისი ენა მატლებმა დაჭამეს. ეფესოს კრების დადგენილებას სხვებთან იოანე ანტიოქიელი და სხვა სირიელი მამებიც აწერდნენ ხელს.

მღვდელმთავარი კირილე 32 წლის განმავლობაში მართავდა სამწყსოს. მისი მოღვაწეობის დასასრულისთვის ალექსანდრიის ეკლესია მთლიანად განიწმიდა ერეტიკოსთაგან. წმიდანი ფრთხილად და სიყვარულით ეპყრობოდა მათ, ვინც გულუბრყვილობისა და უმეცრების გამო ვარდებოდა ამაოდბრძნობაში.

ნეტარმა კირილემ შესძლო დაეძლია უკუღმართი წარმოდგენა წმიდა იოანე ოქროპირზე (+407. ხს. 13 ნოემბერს). ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, წმიდანის ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც განსაჯა წმიდა მღვდელმთავარი. სიყმაწვილიდანვე ოქროპირის მოწინააშმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე. ღირსმა ისიდორე პელუსიოტელმა (+დაახლ. 436-440; ხს. 4 თებერვალს) არაერთხელ მიმართა მღვდელმთავარს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმიდანთა დიპტიხში შეეტანა, მაგრამ ამაოდ, ერთხელ კი, ძილში, კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში – თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმიდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. მღვდელმთავარს უნდოდა, მიახლებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აყენებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმიდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე. როცა შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა: „შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის”. მაშინ იოანემ თქვა: „ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით”, შემდეგ კი სიყვარულით გადაეხვია და გადაკოცნა წმიდა მღვდელმთავარი.

კირილემ შეინანა ღვთის სათნომყოფელი მამის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.

კატეგორია: † კირილე ალექსანდრიელი | დაამატა: vasoelis (26.11.2013)
ნანახია: 651 | თეგები: † წმიდა კირილე ალექსანდრიელი (376-4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები
 

edisher.do.am © 2013 - 2020