საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
† პატროლოგია და პატრისტიკა [1]
† დოგმატი და დოქსა [2]
† ორთოდოქსია [1]
† ქრისტიანული ლიტერატურის რაობა [1]
† ჰაგიოგრაფია [1]
† აპოკრიფები [1]
† ეგზეგეტიკა [1]
† დოგმატიკა [1]
† პოლემიკა [1]
† ასკეტიკა [1]
† ფილოსოფია [1]
† ლიტურგიკა [1]
† ჰიმნოგრაფია [1]
† ენის ფენომენი [1]
† პატროლოგია და სქოლასტიკა [1]
† მოციქულთა სიმბოლო [1]
† „დიდაქეს“ შესახებ [3]
† კლიმენტი რომაელი [1]
† ეგნატე ანტიოქიელი [1]
† ეპისტოლე დიოგნეტესადმი [1]
† არეოპაგიტული თხზულებები [6]
† ერმი - მწყემსი [2]
† აპოლოგეტური ეპოქა [1]
† არისტიდე, ათენელი ფილოსოფოსი [1]
† ბალავარიანი [1]
† არისტონ პელაიელი. იუსტინე მარტვილი [3]
† ტატიანე სირიელი [1]
† თეოფილე ანტიოქიელი [2]
† ირინეოს ლიონელი [4]
† პანტენოს ალექსანდრიელი [1]
† კლიმენტი ალექსანდრიელი [3]
† ორიგენე [1]
† წარწყმედის რაობა [1]
† დიონისე ალექსანდრიელი [1]
† გრიგოლ ნეოკესარიელი [3]
† ლათინურ ენოვანი ქრისტიანული მწერლობა [1]
† მინუციუს ფელიქსი - 'ოქტავიუსი' [1]
†ტერტულიანე [1]
† II-III საუკუნეების რომის პაპები [1]
† იპოლიტე რომაელი [4]
† კვიპრიანე კართაგენელი [4]
† ნოვატიანუსი [1]
† ქრისტიანული პოეზიის სათავეები [1]
† ამონიოს, თეოგნოსტოს და პიერიუს ალექსანდრიელები [1]
† პიერიუსი და წმ. პეტრე ალექსანდრიელი [1]
† არქელაოსი კასქარის ეპისკოპოსი და მანიქეველობა [1]
† თეონა ალექსანდრიელი [1]
† ფილეოსი [1]
† გრიგოლ პართეველი [1]
† პამფილე კესარიელი [1]
† მეთოდე, პატრელი ეპისკოპოსი [1]
† ქრისტიანობის ისტორია დევნიდან აღიარებამდე [1]
† მსოფლიო საეკლესიო კრებები [9]
† განდეგილური მოღვაწეობა [4]
† არიანული ერესი [1]
† იაკობ ნიზიბიელი [1]
† ევსტათი ანტიოქიელი [1]
† ანტონი დიდი [1]
† არიოზი [1]
† ევსები ნიკომიდიელი [1]
† ქართული მესიანიზმი [7]
† ათანასე ალექსანდრიელი [6]
† მაკარი დიდი, ეგვიპტელი [4]
† მაკარი ალექსანდრიელი, ჰორსისიუსი, თეოდორე [1]
† ევაგრე პონტოელი,პალადი ჰელენოპოლელი [3]
† თეოგონიოს ნიკიელი, ასტერიოს სოფისტი [0]
† მარკელოზ ანკვირელი [1]
† სამი დიდი კაბადოკიელი მამა [1]
† ბასილი დიდი [8]
† გრიგოლ ღვთისმეტყველი [8]
† გრიგოლ ნოსელი [8]
† კაბადოკიელი მამების წარმომავლობა [1]
† იოანე ოქროპირი [27]
† ტერმინი "ხატი" და ყოვლადწმიდა სამება [1]
† ტერმინები: "ხატი" და "არქეტიპი [1]
† ტერმინი "ხატი" ძე ღმერთი და ქმნილება [1]
† ადამიანის ღვთისადმი ხატება [1]
† ადამიანის ღვთისადმი მსგავსება [1]
† კირილე ალექსანდრიელი [11]
† მაცხოვრის ორბუნებოვნება [0]
† თეოდორიტე კვირელი [0]
† ქართლის სულიერი არჩევანი [0]
† კირიონ I, კათალიკოსი [0]
† ქართული საეკლესიო ლიტერატურის აღმოცენება [0]
† მრავალთავი [0]
† სვინაქსარი და ლექციონარი [0]
† იერუსალიმური ლექციონარი [0]
† იადგარი [0]
†ლოცვანი [0]
†ქრისტიანობა და ფილოსოფია [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები » † ირინეოს ლიონელი

წმიდა ირინეოს ლიონელი (ლუგდუნელი)

















† წმიდა ირინეოს ლიონელი (ლუგდუნელი)


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი





ირინეოს ლიონელი არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთისმეტყველი III -ისა. იგი დაიბადა დაახლოებით 140-160 წწ. სმირნაში. ევსები კესარიელმა შემოგვინახა წმ. ირინეოსის ერთი ეპისტოლის ფრაგმენტი, რომელიც გაგზავნილია რომაელი მღვდლის ფლორინუსისადმი. ეს ფრაგმენტი საყურადღებოა ბიოგრაფიული თვალსაზრისით. თავად ირინეოსის უწყებით, იგი სიჭაბუკეში ყოფილა წმ. პოლიკარპე სმირნელის ქადაგებათა მსმენელი.


ასე მიმართავს ირინეოსი ფლორინუსს:


მე გიცნობდით თქვენ, ჯერ კიდევ ბავშვი, მცირე აზიაში პოლიკარპეს ახლოს. თქვენ მაშინ უკვე ღირსშესანიშნავი პირი იყავით საიმპერიო კარზე... მე უკეთ მახსოვს მაშინდელი მოვლენები, ვიდრე ახლადნელი ამბები... შემიძლია ვთქვა, თუ სად ჯდებოდა ნეტარი პოლიკარპე, რომ ექადაგა ჩვენთვის, ანდა როგორ შემოდიოდა და გადიოდა იგი, როგორი იყო წესი მისი ცხოვრებისა, სახე მისი სხეულისა, საუბრები ხალხის წინაშე, ანთუ როგორ მოგვითხრობდა იგი იოანესთან და უფლის სხვა თვითმხილველებთან მის თანამყოფობაზე, როგორ წარმოთქვამდა იგი მათ სიტყვებს, ანდა როგორ გადმოგვცემდა ყველაფერს იმას, რაც მას ესწავლა მათი პირიდან უფლის შესახებ, საუფლო სასწაულთა და სწავლებათა თაობაზე, ან კიდევ როგორ უთანხმებდა პოლიკარპე ყველაფერს მთლიანად საღვთო წერილს, რომელიც ესწავლა მას ცხოვრების სიტყვის თვითმხილველთაგან. იმ დროიდან, უფლისმიერი წყალობით, ხარბად ვისმენდი ამგვარ ამბებს და ვიწერდი მათ არა ქაღალდზე, არამედ ჩემს გულში, რომლებსაც ღვთის მადლით მარადჟამს ერთგულად ვიმეცნებ” (ევსები კესარიელი, საეკლ. ისტ. 5.20,5-7).


აღნიშნული ფრაგმენტი ცხადყოფს, რომ ირინეოსს სწორედ პოლიკარპე სმირნელი აკავშირებდა სამოციქულო ეპოქასთან.


წმ. ირინეოსი 177 (178) -, როგორც მომავალი მღვდელი ლიონისა, ქალაქის მარტვილთა მიერ იგზავნება რომში პაპ ელევთერიუსთან მონტანიზმის თაობაზე. მარტვილთა მიერ გაგზავნილ ეპისტოლეში პაპის წინაშე ასეთი წარდგინებაა ირინეოსისა: ”ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ძმასა და თანამდგომს ირინეოსს გადმოგცეთ თქვენ ეს წერილი. გევედრებით, რომ ღირსეულად მიიღოთ იგი (ირინეოსი), რამეთუ ეშურება იგი ქრისტეს აღთქმას... ყოველთა უწინარეს სწორედ მას წარმოგიდგენთ ამ (ლიონის) ეკლესიისათვის მღვდლად” (ევსები კესარიელი, საეკლ. ისტ. 5.4.2).


როდესაც ირინეოსი რომიდან გამოემგზავრა, ლიონის მღვდელი უკვე მოწამეობრივად აღსრულებული იყო. ირინეოსმა შეცვალა იგი. მოგვიანებით, როდესაც პაპმა ვიქტორ I-მა განკვეთა აზიატები პასქალური კონტროვერსიების მიზეზით, ირინეოსმა ეპისტოლეები გაუგზავნა ზოგ ეპისკოპოსს და თვით ვიქტორ I-საც, რომლებსაც სიმშვიდისა და თანხმობისაკენ მოუწოდა. ევსების უწყებით, ირინეოსმა გაამართლა თავისი სახელი, რადგანაც ჭეშმარიტადმშვიდობისმყოფელად” (”ეირენოპოიოს”) გამოჩნდა იგი.


აღნიშნული მოვლენის შემდეგ ირინეოსის შესახებ არაფერია ცნობილი. გვიანდელი ცნობით იგი მოწამეობრივად აღესრულა, თუმცა ამის შესახებ რატომღაც არაფერია უწყებული ევსები კესარიელისსაეკლესიო ისტორიაში”.


 

კატეგორია: † ირინეოს ლიონელი | დაამატა: vasoelis (02.09.2013)
ნანახია: 829 | თეგები: ირინეოს ლიონელი, ლუგდუნელი, წმიდა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები
 

edisher.do.am © 2013 - 2023