წმიდა იპოლიტე რომაელი












† წმიდა იპოლიტე რომაელი


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი



images/Ипполит Римский.jpg

როდესაც 212 წ-ს ორიგენემ მოინახულა რომი, მან იქ ერთ-ერთ ეკლესიაში მოისმინა რომაელი მღვდლის, იპოლიტეს ხოტბითი ქადაგება მაცხოვრის შესახებ. ეს მღვდელი შემდეგში გახდა პირველი ანტიპაპი (ანტიპაპი ეწოდება იმ პირს, რომელიც რომის ეკლესიასთან და რომის ეპისკოპოსთან დაპირისპირებაში იმყოფება და ისიც რომის ეპისკოპოსი ხდება მისი მომხრეებისთვის).


შესაძლოა იპოლიტე არ ყოფილა არც რომაელი, არც საზოგადოდ ლათინი. ბევრი ვარაუდობს მის აღმსოავლურ წარმომავლობას. როგორც არ უნდა იყოს, იგი არის ბოლო რომაელი ქრისტიანი, რომელიც ბერძნულად წერდა.


წმ. ფოტი პატრიარქის მითითებით (იხ. მისი ”ბიბლიოთეკა”, კოდ. 121), წმ. იპოლიტე თავის ერთ ჩვენამდე არმოღწეულ შრომაში წმ. ირინეოს ლიონელის მოწაფედ აცხადებს თავს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული იპოლიტე მალე აღმოჩნდა დაპირისპირებაში პაპ კალისტესთან (217-222), რომელიც მან დაადანაშაულ საბელიანიზმში, შემდეგ კი თავის მომხრეებთან ერთად გამოეყო რომის ეკლესიას და, როგორც აღვნიშნეთ, გახდა პირველი ანტიპაპი. აღნიშნული დაპირისპირება უფრო გაღრმავდა ურბანოსის (223-230) და პონტიანუსის (230-239) პაპობის დროს. ამგვარი მდგომარეობა გაგრძელდა მანამ, სანამ იპოლიტეც და პონტიანუსიც არ გადაასახლეს სარდინიაში, სადაც მათ შორის, როგორც ჩანს შერიგება მოხდა. 235 წ-ს პონტიანუსმა დათმო პაპობა და მის ნაცვლად იკურთხა ანტეროსი (235-236). რაც შეეხება იპოლიტეს, როგორც მიიჩნევენ, მან უარყო განდგომილებაში ყოფნა და შეუერთდა რომის ეკლესიას (შესაძლოა ეს მოხდა რომიდან მის ექსორობამდეც). პონტიანუსი და იპოლიტე აღესრულნენ დაახლოებით 236 წელს. პაპმა ფაბრიანემ (236-250) ორივე მათგანის ნეშტი გადაასვენა რომში და დაკრძალა ისინი 13 აგვისტოს, რა დღესაც არის წმ. იპოლიტეს ხსენება ზოგ კალენდარში (თანამედროვე მართლმადიდებლურ კალენდარში მისი ხსნება დადებულია 30 იანვარს). ლატრანის მუზეუმში ინახება წმ. იპოლიტეს ცნობილი ქადაგება, აღმოჩენილი 1551 წელს, რაც III ს-ს ეკუთვნის. იმ სკამზე, რომელზეც იპოლიტე ზის, ამოკვეთილია მისი პასქალური ტაბულა და მისივე შრომების სია. იპოლიტეს შრომებიდან ჩვენამდე მოღწეულია შემდეგი:

კატეგორია: † იპოლიტე რომაელი | დაამატა: vasoelis (03.09.2013)
ნანახია: 830 | ტეგები: იპოლიტე რომაელი, Ипполит Римский, წმიდა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: