საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
† პატროლოგია და პატრისტიკა [1]
† დოგმატი და დოქსა [1]
† ორთოდოქსია [1]
† ქრისტიანული ლიტერატურის რაობა [1]
† ჰაგიოგრაფია [1]
† აპოკრიფები [1]
† ეგზეგეტიკა [1]
† დოგმატიკა [1]
† პოლემიკა [1]
† ასკეტიკა [1]
† ფილოსოფია [1]
† ლიტურგიკა [1]
† ჰიმნოგრაფია [1]
† ენის ფენომენი [1]
† პატროლოგია და სქოლასტიკა [1]
† მოციქულთა სიმბოლო [1]
† „დიდაქეს“ შესახებ [3]
† კლიმენტი რომაელი [1]
† ეგნატე ანტიოქიელი [1]
† ეპისტოლე დიოგნეტესადმი [1]
† არეოპაგიტული თხზულებები [6]
† ერმი - მწყემსი [2]
† აპოლოგეტური ეპოქა [1]
† არისტიდე, ათენელი ფილოსოფოსი [1]
† ბალავარიანი [1]
† არისტონ პელაიელი. იუსტინე მარტვილი [3]
† ტატიანე სირიელი [1]
† თეოფილე ანტიოქიელი [2]
† ირინეოს ლიონელი [4]
† პანტენოს ალექსანდრიელი [1]
† კლიმენტი ალექსანდრიელი [3]
† ორიგენე [1]
† წარწყმედის რაობა [1]
† დიონისე ალექსანდრიელი [1]
† გრიგოლ ნეოკესარიელი [3]
† ლათინურ ენოვანი ქრისტიანული მწერლობა [1]
† მინუციუს ფელიქსი - 'ოქტავიუსი' [1]
†ტერტულიანე [1]
† II-III საუკუნეების რომის პაპები [1]
† იპოლიტე რომაელი [4]
† კვიპრიანე კართაგენელი [4]
† ნოვატიანუსი [1]
† ქრისტიანული პოეზიის სათავეები [1]
† ამონიოს, თეოგნოსტოს და პიერიუს ალექსანდრიელები [1]
† პიერიუსი და წმ. პეტრე ალექსანდრიელი [1]
† არქელაოსი კასქარის ეპისკოპოსი და მანიქეველობა [1]
† თეონა ალექსანდრიელი [1]
† ფილეოსი [1]
† გრიგოლ პართეველი [1]
† პამფილე კესარიელი [1]
† მეთოდე, პატრელი ეპისკოპოსი [1]
† ქრისტიანობის ისტორია დევნიდან აღიარებამდე [1]
† მსოფლიო საეკლესიო კრებები [9]
† განდეგილური მოღვაწეობა [4]
† არიანული ერესი [1]
† იაკობ ნიზიბიელი [1]
† ევსტათი ანტიოქიელი [1]
† ანტონი დიდი [1]
† არიოზი [1]
† ევსები ნიკომიდიელი [1]
† ქართული მესიანიზმი [7]
† ათანასე ალექსანდრიელი [6]
† მაკარი დიდი, ეგვიპტელი [4]
† მაკარი ალექსანდრიელი, ჰორსისიუსი, თეოდორე [1]
† ევაგრე პონტოელი,პალადი ჰელენოპოლელი [3]
† თეოგონიოს ნიკიელი, ასტერიოს სოფისტი [0]
† მარკელოზ ანკვირელი [1]
† სამი დიდი კაბადოკიელი მამა [1]
† ბასილი დიდი [8]
† გრიგოლ ღვთისმეტყველი [8]
† გრიგოლ ნოსელი [8]
† კაბადოკიელი მამების წარმომავლობა [1]
† იოანე ოქროპირი [27]
† ტერმინი "ხატი" და ყოვლადწმიდა სამება [1]
† ტერმინები: "ხატი" და "არქეტიპი [1]
† ტერმინი "ხატი" ძე ღმერთი და ქმნილება [1]
† ადამიანის ღვთისადმი ხატება [1]
† ადამიანის ღვთისადმი მსგავსება [1]
† კირილე ალექსანდრიელი [11]
† მაცხოვრის ორბუნებოვნება [0]
† თეოდორიტე კვირელი [0]
† ქართლის სულიერი არჩევანი [0]
† კირიონ I, კათალიკოსი [0]
† ქართული საეკლესიო ლიტერატურის აღმოცენება [0]
† მრავალთავი [0]
† სვინაქსარი და ლექციონარი [0]
† იერუსალიმური ლექციონარი [0]
† იადგარი [0]
†ლოცვანი [0]
†ქრისტიანობა და ფილოსოფია [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები » † იოანე ოქროპირი

† წმიდა იოანე ოქროპირი - ღამით აღვლენილი ლოცვისთვის

† წმიდა იოანე ოქროპირი - ღამით აღვლენილი ლოცვისთვის

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ღმერთს ღამე იმისთვის არ დაუწესებია, რომ იგი მხოლოდ ძილსა და მცონარებაში გავატაროთ. ამის მოწმენი არიან ხელოსნები, მეხრენი, ვაჭრები და ბოლოს, ღვთის ეკლესია, ღამით რომ ფხიზლობს. აღსდექ შენც, განიცადე ვარსკვლავთა გუნდი, სამარისებული სიჩუმე, დიდებული მდუმარება და გაიოცე საქმენი უფლისა შენისანი. ამ დროს სული შენი ბევრად უფრო სუფთაა, მსუბუქი და ფხიზელი, უფრო ელვარე და ამაღლებულია. თავად წყვდიადი და სრული მდუმარება უკვე განგვაწყობს, რომ გული აგვიჩუყდეს. თუ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედავ, ურიცხვი თვალებივით რომ დაუსერავთ იგი, სრულ კმაყოფილებას იგრძნობ და წამვე შემოქმედი მოგაგონდება. თუკი წარმოიდგენ, რომ ისინი, ვინც დღის განმავლობაში შფოთავენ, იცინიან, ერთობიან, დროს ატარებენ სანახაობებზე, აწყენინებენ, ანგარებაში ვარდებიან, აჯავრებენ, მრავალ ბოროტებას სჩადიან, ახლა მიცვალებულებისაგან არაფრით განსხვავდებიან, ამ გზით შეიცნობ ადამიანური თავმოყვარეობის სრულ არარაობას. მოვიდა ძილი და აჩვენა თავისი სახე: ის არის ხატება სიკვდილისა და დასასრულისა. თუ გარეთ გაიხედავ, ჩამიჩუმსაც ვერ გაიგონებ, თუ სახლს მოათვალიერებ, ყველანი თითქოს კუბოში წვანანო. ყველაფერმა ამან შეიძლება სული აღანთოს და ქვეყნიერების აღსასრულის აზრამდე მიგვიყვანოს.

ამას გეუბნებით მამაკაცსა და ქალს. მოიდრიკეთ მუხლი, ამოიოხრეთ და ევედრეთ უფალს, რომ შეგიწყალოთ. ღმერთი განსაკუთრებით მოწყალეა ღამის ლოცვებისადმი, მაშინ, როდესაც განსვენების ჟამს გოდების ჟამად აქცევ. გაიხსენე მეფე, რომელიც ამბობს: „დავშვერი მე სულთქმითა ჩემითა: დავჰბანე მარადღე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო" (ფს. 6, 6).

რაც უნდა განცხრომით იცხოვრო, მასზე მეტი არ გექნება; რააც უნდა მდიდარი იყო, დავითზე მდიდარი ვერ იქნები. ხოლო იგივე სხვა ადგილას იტყვის: „შუაღამე აღვსდგი აღსარებად შენდა, განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა" (ფს. 118, 62).

ღამით არ გაწუხებს პატივმოყვარეობა, რამეთუ ყველას ძინავს და ვერ გხედავენ. ღამით არ მოგიცავს სიზარმაცე და უზრუნველობა, რამეთუ ეს შეუძლებელია, როდესაც ამდენი რამ განაღვიძებს სულს. ამგვარი მღვიძარების შემდეგ ძილიც სასიამოვნოა და ხილვებიც საოცარი. ეს მარტო ქალმა კი არა, მამაკაცმაც უნდა გააკეთოს. დაე, ეს სახლი იქცეს ქალთა და კაცთა საკრებულო ეკლესიად. ამიტომ ნუ დაგაბრკოლებს, რომ ერთი მამაკაცი ხარ და ქალიც მხოლოდ ერთია, „რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემითასთვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მთ. 18, 20).

ხოლო სადაც ქრისტეა - იქ დიდი სიმრავლე - ანგელოზები, მთავარანგელოზები და სხვა ძალებიც აუცილებლად იქ არიან. ამიტომ თქვენ მარტო არა ხართ, რამეთუ უფალი ყოველთა თქვენთან არს. ყური მიუგდე კიდევ, რას ამბობს ბრძენი: „სჯობს ერთი მორწმუნე, ვიდრე ათასი ცოდვილი" (ზირ. 163). არა არის რა მრავალ ცოდვილზე უძლური და ერთ ღვთისნიერზე უფრო ძლიერი, თუ შვილები გყავს, ისინიც წამოაყენე, დაე, ღამით მთელი სახლი ეკლესიად გადაიქცეს: თუ ბავშვები მცირეწლოვანნი არიან და მღვიძარებას ვერ აიტანენ, დაე, აღავლინონ ან მოისმინონ სულ ცოტა ერთი ან ორი ლოცვა მაინც და განისვენონ. ოღონდ წამოდექი, ოღონდ ეს ჩვევად აქციე. არაფერია იმ სახლზე მშვენიერი, სადაც ასეთი ლოცვები სრულდება. ყური მიაპყარ, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „რამეთუ შენ შემწე მეყავ მე, და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე" (ფს. 62, 7).

მაგრამ შენ იტყვი, რომ დღის განმავლობაში გადაიღალე და არ შეგიძლია. ეს თავის მართლება და მომიზეზებაა. რადგან რამდენიც არ უნდა იშრომო, ვერ გაირჯები მჭედელზე მეტად, რომელიც ესოდენ მძიმე უროს დიდი სიმაღლიდან უშვებს გრდემლზე, მთელი სხეული კვამლით ეჟღინთება და მაინც ღამის დიდ ნაწილს ასეთ ღვაწლში ატარებს. და თქვენც, დედანო, როდესაც ყანაში ან ღამის შეკრებაზე გიწევთ წასვლა, იცით, როგორ ატარებენ იქ მთელ ღამეს უძილოდ. ასევე შენც გქონდეს სულიერი სამჭედლო, რათა გამოსჭედო არა ქვებები და ტაფები, არამედ სული შენი, რომელიც გაციელბით უმჯობესია სპილენძისა და ოქროს ჭურჭელზე. ის, ცოდვებისაგან დაგლახებული, სინანულის ქურაში შთააგდე; დიდი სიმაღლიდან დაეც ურო, ანუ მოინანიე ცოდვები - აღანთე სულიწმიდის ცეცხლი. შენი ხელოვნებია გაცილებით უმჯობესია. შენ შეამკობ არა ოქროს ჭურჭელს, მსგავსად იმისა, როგორც რვალის მჭედელი თავის ქმნილებას, არამედ სულს, რომელიც ყოველგვარ ოქროზე ბევრად უფრო ძვირფასია. შენ ნივთიერ ჭურჭელს როდი ამზადებ, არამედ ათავისუფლებ ხულს ამა სოფლის საზრუნავისაგან. დაე, გზა გაგინათოს არა იმ ლამპარმა, რომელიც ადრე თუ გვიან ჩაქრება, არამედ ისეთმა, რომელიც ეპყრა წინასწარმეტყველს, როდესაც ამბობდა: „სანთელ არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ - ალაგთა ჩემთა" (ფს. 118, 105).

აღანთე სული ლოცვით; თუ დაინახავ, რომ ის საკმაოდ გავარვარდა, ამოიღე ამ ბრძმედიდან და მიანიჭე რა ფორმაც გსურს. დამიჯერე, ცეცხლი ვერ აღმოფხვრის ლითონის ჟანგს იმგვარად, როგორც ღამის ლოცვები ჩვენი ცოდვების ჭუჭყს. სხვა თუ არაფერი, ღამის დარაჯების მაინც შეგრცხვეს. ისინი, ადამიანურ კანონებს დამორჩილებულნი, სიცივეშიაც დარაჯობენ, ქუჩებში ხმამაღლა გაჰყვირიან, ხშირად წვიმაში მოხვედრილნი და გათოშილნი შენთვის, შენი უსაფრთხოებისათვის და შენივ ქონებისათვის. იგი შენი ქონებისათვის ასე ზრუნავს, შენ კი - შენი სულისთვისაც კი არა. ამასთან, მე მასავით როდი გაიძულებ, იარო ღია ცისქვეშ და ხმის ჩახლეჩამდე იყვირო, არამედ შენსავ ბინაში, შენს საძინებელში მოიდრიკე მუხლი და მიმართე უფალს ლოცვით. რისთვის დაჰყო თვით ქრისტემ მთელი ღამე მთაზე ლოცვაში (ლკ. 16, 12)? იმისთვის ხომ არა, რომ მაგალითი მოეცა? ღამით მცენარეულობა ძალას იკრებს: იმ დროს სული მათზე მეტად ღებულობს ცვარს. ის, რაც დღე ისიცხება, ღამე გრილდება. ღამის ცრემლები ყოველგვარ ცვარზე უკეთ გააგრილებს გულისთქმებსა და ვნებიან აღგზნებებს და არაფერ საზიანოს არ დაუშვებენ. თუ სული ამ ცვარით დაინამა, დღისით მზე დასწვავს. თუმცაღა, დაე, ნურც ერთი თქვენთაგანი ნუ დაიწვება ამ ცეცხლით, არამედ ღვთის კაცთმოყვარეობის საგრილს შეფარებულნი, დაე, ღირსვიქმნათ ყოველი ჩვენთაგანი ცოდვათა სიმძიმილისგან გათავისუფლებისა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სული წმიდითურთ შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

რუსულიდან თარგმნა რუსუდან კოტეტიშვილმა
ჟურნალი „ჯვარი ვაზისა", № 3, 1989 წ.

კატეგორია: † იოანე ოქროპირი | დაამატა: vasoelis (06.09.2013)
ნანახია: 654 | თეგები: † წმიდა იოანე ოქროპირი - ღამით აღვლ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები
 

edisher.do.am © 2013 - 2020