მეორე საუკუნის რომის პაპები








† სოტერიუსი - XII რომის პაპი (166-174)


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი



Сотер (папа римский).jpg

ევსები კესარიელს შემონახული აქვს კორინთოს ეპისკოპოსის დიონისეს ეპისტოლე სოტერიუს პაპისადმი (საეკლ. ისტ. 4.23. 9-10), რაც ცხადყოფს, რომ ხსენებულ პაპს მიუწერია ეპისტოლე კორინთელებისადმი. ეს ეპისტოლე ჩვენამდე არ მოღწეულა (ზოგი მკვლევარის, მაგ. ჰარნაკის აზრით, აღნიშნული ეპისტოლე უნდა უიგივდებოდეს წმიდა კლიმენტი რომაელის ზემოხსენებულ მეორე ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ).








† ელევთერიუსი - XIII რომის პაპი (174-189)


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი



Елевферий (папа римский).jpg

 


ევსების ცნობით, ხსენებულ პაპს 177-178 წლებში მიუღია წმიდა ირინეოს ლიონელი (ლუგდუნელი), რომელმაც გადასცა მას ორი ეპისტოლე მონტანისტების ერესის შესახებ (პირველი ეპისტოლე გამოგზავნილი იყო ლიონის ქრისტიანული მრევლის მიერ, ხოლო მეორე - იმავე ქალაქის მარტვილთა სახელით). მიიჩნევენ, რომ ამ ეპისტოლეთა საფუძველზე ელევთერიუსმა წერილობით ამხილა მონტანიზმი.








† ვიქტორ I - XIV რომის პაპი (189-198)


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი



Виктор I (папа римский)

ვიქტორს დაწერილი ჰქონდა მრავალი ეპისტოლე პასქალურ საკითხზე, რაც იმ დროისათვის დაპირისპირების საგანი იყო. მასვე უკავშირდება განკვეთა თეოდოტის მწვალებლური სწავლებისა იესო ქრისტეს განღმრთობის შესახებ. საგულისხმოა, რომ, ნეტარი იერონიმეს მინიშნებით, შესაძლოა სწორედ პაპი ვიქტორ I იყო პირველი საეკლესიო მწერალი, რომელიც ლათინურს იყენებდა.








† ზეფირინუსი - XV რომის პაპი (199- 217)


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი



Зефирин (папа римский)

წმიდა იპოლიტე რომაელის მიხედვით ზეფირინუსმა ამხილა მაცხოვრის ღმერთობის მოწინააღმდეგენი. მისი სიტყვებია: ”მე არ ვუწყი სხვა, თუ არა ერთი მხოლო ღმერთი, იესუ ქრისტე და არავინ არის მის გარდა, სხვა, რომელიც იშვა და ევნო” (წმ. იპოლიტე, ”ერესების უარყოფა”, 9,11,3).


 


ედიშერ ჭელიძე


I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები, ნაწილი I



კატეგორია: † II-III საუკუნეების რომის პაპები | დაამატა: vasoelis (03.09.2013)
ნანახია: 823 | ტეგები: ელევთერიუსი, Сотер, ზეფირინუსი, папа римский.Виктор I, Зефирин, ვიქტორ I, მეორე საუკუნის რომის პაპები, სოტერიუსი, Елевферий | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: