წმინდა გრიგოლ პართელი (სომეხთა განმანათლებელი)




† გრიგოლ პართეველი


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი



წმინდა გრიგოლ პართელი (სომეხთა განმანათლებელი)გრიგოლ განმანათლებელი, პართელი (სომხ. Գրիգոր Լուսավորիչ, დ. დაახლოებით 239 - გ. 326), სომხეთის ქრისტიანული ეკლესიის ფუძემდებელი. ტრადიცია გრიგოლ განმანათლებელს მიაწერეს ქრისტიანობის გავრცელებას სომხეთში. მისი ცხოვრების ამსახველი წყაროა აგათანგელოსის „სომხეთის ისტორია", რომელმაც ჩვენამდე რამდენიმე ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ვერსიით მოაღწია. აგათანგელოსის მიხედვით, გრიგოლ განმანათლებელი იყო ძე ანაკ პართელისა, რომელმაც ღალატით მოკლა სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფის თრდატ III-ის მამა ხოსრო. შურისძიების შიშით მცირეწლოვანი გრიგოლი კაპადოკიაში გახიზნეს, სადაც ქრისტიანულ წესზე აღზარდეს. სომხეთში დაბრუნებულმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, მაგრამ მისი ვინაობა მალე გამომჟღავნდა. თრდატ III-ის ბრძანებით გრიგოლ განმანათლებელი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ ხაროში ჩააგდეს. იგი „ღვთაებრივი სასწაულით" გადაურჩა სიკვდილს და სამეფო კარს ქრისტიანობა მიაღებინა. მალე ქრისტიანობა სომხეთის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა (301 ან 315/316) და გრიგოლ განმანათლებელი პირველ ეპისკოპოსად აკურთხეს კესარიაში. ზოგჯერ სომხურ ეკლესიას მისი სახელის მიხედვით გრიგორიანულსაც უწოდებენ.

სამეფო გვარის შთამომავლად ცნობილ, ობლად დარჩენილ გრიგოლს, ამ პერიოდის სხვა მრავალი მოღვაწის მსგავსად, ქრისტიანული განათლება მიუღია. კესარიაში განსწავლული, იგი შემდგომში სომხეთის მეფის, დიოკლეტიანეს მიერ სამეფო ტახტზე აყვანილი თრდატის სამსახურში ჩამდგარა. სწორედ გრიგოლის სახელს უკავშირდება მართლმადიდებლური სომხური ეკლესიის დაარსება, რაც შემდგომში, სამწუხაროდ, მონოფიზიტურმა ცდომილებამ აღმოფხვრა.


"გრიგოლ პართელის ცხოვრება” შემდგომში წერილობით აღიწერა და შემორჩენილია მისი ქართული თარგმანიც, საიდანაც ვგებულობთ, რომ იგი, როგორც ხელისუფლების ერთგულებით გამორჩეული პიროვნება, ამასთანავე ჭეშმარიტი სამოციქულო გზის მაძიებელი ყოფილა. ქრისტიანული თემების არსებობის მიუხედავდ, რომელთა დაარსებაც, წმინდა მოციქულებს ბართლომესა და თადეოზს უკავშირდებათ, თითქმის მთელი სომხეთი, სამეფო კარისა და ხელისუფლების ჩათვლით, წარმართული იყო. სწორედ ამ დროს, საღვთო სურვილით აღვსილი გრიგოლი უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს წარმართებს შორის.



კერპთაყვანისმცემელთათვის მსხვერპლთშეწირვის რიტუალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი გახლდათ , რომელსაც თვით მეფე თრდატი საზეიმოდ აღასრულებდა არტემიდას ტაძრის წინ. მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღება სამეფო კარზე მსახურ ყველა პიროვნებას ევალებოდა, რაზეც წმინდა გრიგოლმა უარი განაცხადა, ვინაიდან ამ ბილწ მსახურებაში მონაწილეობა მისთვის მიუღებელი იყო. თრდატის კითხვაზე, თუ რატომ ამბობდა იგი მსახურებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს, გრიგოლმა მიუგო: "მე მორწმუნედ ვემსახურები და ერთგული ვარ ამქვეყნიურიური მეფისადმი და ასევე მსურს, რომ სარწმუნო და ერთგული ვიყო ზეციური მეუფისადმიო…” ზეციური მეუფის უარმყოფელი და ქრისტიანთა დაუძინებელი მტრის – დიოკლეტიანეს ერთგული მეფე თრდატი ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გრიგოლის სასტიკად დასჯასა და სამარცხვინოდ ქუჩებში ჩამოტარებას ბრძანებს, რათა ამით ასიამოვნოს ამქვეყნიურ მეუფეს (დიოკლეტიანეს), რითაც მეტად წარმოჩინდა და მზესავით გაანათა ღვთის მადლის დამტევი გულები შემოქმედმა, რათა ეხილათ თუ როგორ ეწამებოდა გრიგოლი ქრისტესათვის წარმავალის წინ წარუვალის მოსაღებად, ხოლო თრდატი სწორედ ამ წარუვალის – შემოქმედი ღმერთის მგმობელი დიოკლეტიანეს გულის მოსაგებად…


გრიგოლი რამდენჯერმე ჩამოატარეს სამარცხვინოდ, თითით საჩვენებლად ქალაქის მცხოვრებთათვის და საბოლოოდ, როდესაც გვემულებანი და ტანჯვანი წმინდანისათვის ყოვლად უმოქმედო გახდა, რითაც ურყევ ნებად გამოავლინა მან აღსარება ქრისტიანობისა, ცხადია, წყვდიადზე ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა… გრიგოლის პირით თრდატმა ისმინა სახარებისეული ქადაგება და ბოლოს მისი ეპისკოპოსად კურთხევა სთხოვა კესარიის არქიეპისკოპოს ლეონტის. გრიგოლის ხელდასხმა სომხეთის არქიეპისკოპოსად 290 წელს მოხდა. ამის შემდგომ იწყებს წმინდა ეპისკოპოსი სომხეთის სულიერი აღორძინებისათვის დაუღალავ შრომას. აშენებს ტაძრებს და აკურთხებს რამდენიმე ეპისკოპოსს (საკუთრივ სომხეთში) და უფრო მეტად განავრცობს სახარებისეულ სწავლებას იმ წარმართთა შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მას.


მისი ცხოვრების შესახებ ცნობები დაცულია აგათანგელოზთან, ბერძნულ წყაროებში მას "წმინდანთა აქტებში”, კერძოდ კი 30 სექტემბრის პარაგრაფში ვხვდებით, სწორედ ამ დღეს აღესრულება მისი ხსენება. გრიგოლზე საუბრობს მოსე ხორენელიც, უცნობი ავტორი კი, რომელიც ქებას ასხამს სომეხთა პირველ არქიეპისკოპოსს ერთგან აღნიშნავს "იგი ცეცხლოვანი აღტყინებით მოძღვრავდა ყველას ღვთივსულიერი წერილის კვალობაზე”, საიდანაც მისი მხურვალე, მამობრივი მზრუნველობა და სწრაფვა ჭეშმარიტებისაკენ ცხადყოფს მის ჭეშმარიტად უდიდეს ადგილს იმ წმინდა მამათა რიგებში, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქრისტიანული ეკლესიის სწორად წარმოჩინებასა და მათთვის ღვთისაგან მიცემული გზის ჩეშმარიტად მაცხოვნებლად არსრულებაში.


წმინდა მამა გრიგოლ პართელის გარდაცვალების თარიღად 305 წელი სახელდება.


დასასრული

კატეგორია: † გრიგოლ პართეველი | დაამატა: vasoelis (03.09.2013)
ნანახია: 875 | ტეგები: წმინდა, სომეხთა განმანათლებელი, გრიგოლ პართელი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: