საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
† პატროლოგია და პატრისტიკა [1]
† დოგმატი და დოქსა [2]
† ორთოდოქსია [1]
† ქრისტიანული ლიტერატურის რაობა [1]
† ჰაგიოგრაფია [1]
† აპოკრიფები [1]
† ეგზეგეტიკა [1]
† დოგმატიკა [1]
† პოლემიკა [1]
† ასკეტიკა [1]
† ფილოსოფია [1]
† ლიტურგიკა [1]
† ჰიმნოგრაფია [1]
† ენის ფენომენი [1]
† პატროლოგია და სქოლასტიკა [1]
† მოციქულთა სიმბოლო [1]
† „დიდაქეს“ შესახებ [3]
† კლიმენტი რომაელი [1]
† ეგნატე ანტიოქიელი [1]
† ეპისტოლე დიოგნეტესადმი [1]
† არეოპაგიტული თხზულებები [6]
† ერმი - მწყემსი [2]
† აპოლოგეტური ეპოქა [1]
† არისტიდე, ათენელი ფილოსოფოსი [1]
† ბალავარიანი [1]
† არისტონ პელაიელი. იუსტინე მარტვილი [3]
† ტატიანე სირიელი [1]
† თეოფილე ანტიოქიელი [2]
† ირინეოს ლიონელი [4]
† პანტენოს ალექსანდრიელი [1]
† კლიმენტი ალექსანდრიელი [3]
† ორიგენე [1]
† წარწყმედის რაობა [1]
† დიონისე ალექსანდრიელი [1]
† გრიგოლ ნეოკესარიელი [3]
† ლათინურ ენოვანი ქრისტიანული მწერლობა [1]
† მინუციუს ფელიქსი - 'ოქტავიუსი' [1]
†ტერტულიანე [1]
† II-III საუკუნეების რომის პაპები [1]
† იპოლიტე რომაელი [4]
† კვიპრიანე კართაგენელი [4]
† ნოვატიანუსი [1]
† ქრისტიანული პოეზიის სათავეები [1]
† ამონიოს, თეოგნოსტოს და პიერიუს ალექსანდრიელები [1]
† პიერიუსი და წმ. პეტრე ალექსანდრიელი [1]
† არქელაოსი კასქარის ეპისკოპოსი და მანიქეველობა [1]
† თეონა ალექსანდრიელი [1]
† ფილეოსი [1]
† გრიგოლ პართეველი [1]
† პამფილე კესარიელი [1]
† მეთოდე, პატრელი ეპისკოპოსი [1]
† ქრისტიანობის ისტორია დევნიდან აღიარებამდე [1]
† მსოფლიო საეკლესიო კრებები [9]
† განდეგილური მოღვაწეობა [4]
† არიანული ერესი [1]
† იაკობ ნიზიბიელი [1]
† ევსტათი ანტიოქიელი [1]
† ანტონი დიდი [1]
† არიოზი [1]
† ევსები ნიკომიდიელი [1]
† ქართული მესიანიზმი [7]
† ათანასე ალექსანდრიელი [6]
† მაკარი დიდი, ეგვიპტელი [4]
† მაკარი ალექსანდრიელი, ჰორსისიუსი, თეოდორე [1]
† ევაგრე პონტოელი,პალადი ჰელენოპოლელი [3]
† თეოგონიოს ნიკიელი, ასტერიოს სოფისტი [0]
† მარკელოზ ანკვირელი [1]
† სამი დიდი კაბადოკიელი მამა [1]
† ბასილი დიდი [8]
† გრიგოლ ღვთისმეტყველი [8]
† გრიგოლ ნოსელი [8]
† კაბადოკიელი მამების წარმომავლობა [1]
† იოანე ოქროპირი [27]
† ტერმინი "ხატი" და ყოვლადწმიდა სამება [1]
† ტერმინები: "ხატი" და "არქეტიპი [1]
† ტერმინი "ხატი" ძე ღმერთი და ქმნილება [1]
† ადამიანის ღვთისადმი ხატება [1]
† ადამიანის ღვთისადმი მსგავსება [1]
† კირილე ალექსანდრიელი [11]
† მაცხოვრის ორბუნებოვნება [0]
† თეოდორიტე კვირელი [0]
† ქართლის სულიერი არჩევანი [0]
† კირიონ I, კათალიკოსი [0]
† ქართული საეკლესიო ლიტერატურის აღმოცენება [0]
† მრავალთავი [0]
† სვინაქსარი და ლექციონარი [0]
† იერუსალიმური ლექციონარი [0]
† იადგარი [0]
†ლოცვანი [0]
†ქრისტიანობა და ფილოსოფია [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები » † გრიგოლ ნოსელი

† წმიდა გრიგოლ ნოსელი (334-394)

























† წმიდა გრიგოლ ნოსელი (+395)


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი


წმიდა გრიგოლ ნოსელი ბასილის კესარიელის (ხს. 1 იანვარს) ძმა იყო. ისიც „ესეთივე კაცი ყოფილა, ვითა დიდი ბასილი, თავისა ძმაჲ.”გრიგოლ ნოსელმა, საოჯახო ტრადიციის მიხედვით, მიიღო როგორც ანტიკური, ისე ქრისტიანული განათლება. ჭეშმარიტების მაძიებელი ყრმა პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჯერ ძველ ბერძნულ მწერლობას, შემდეგ კი რიტორიკასა და ფილოსოფიასაც ჩაუღრმავდა. ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულით მისი არსების გამსჭვალვაში დიდი როლი შეასრულეს დედამ და განსაკუთრებით, დამ – მაკრინამ (ხს. 19 ივლისს). გრიგოლმა წმიდა მაკრინას ცხოვრება დაწვრილებით აღწერა და შემოგვინახა.

დედის, დის, შემდეგ კი ძმის – ნავკრატიუსის განდგომამ ამსოფლიურ ამაოებათაგან დიდი გავლენა მოახდინა წმიდანზე. წმიდა გრიგოლი მკითხველად დაადგინეს ეკლესიაში, მაგრამ 364 წელს მან ხელი აიღო საეკლესიო მოღვაწეობაზე და რიტორობას დაუბრუნდა. ძმა საყვედურობდა მას: „რიტორის სახელი არჩიე ქრისტიანობას?!” როგორც ჩანს, გრიგოლი სწორედ ამ სულიერი ბრძოლების და მერყეობის ჟამს დაქორწინდა. შემდეგ იგი წერდა: „ნეტარნი არიან ისინი, რომლებსაც ძალუძთ უმჯობესის არჩევა და არ განიზღუდვიან მისგან საზოგადო ყოფას შემსჭვალულნი, ისევე, როგორც ჩვენ, რომლებიც თითქოსდა უფსკრულით განვიზღუდეთ ქალწულებისაგან; ხოლო ქალწულებამდე ვეღარ ამაღლდება ისეთი ვინმე, ვინც ერთგზის უკვე ჩადგა ფეხი ამქვეყნიურ ცხოვრებაში.”

370 წელს ბასილი დიდი კესარიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 372 წელს კი მან გრიგოლს დაასხა ხელი ნისის ანუ, ძველი ქართულით, ნოსიის ეპისკოპოსად.

371 წელს გრიგოლმა დაწერა თავისი სახელგანთქმული შრომა „ქალწულებისათვის”, მთლიანად შეემსჭვალა ქრისტიანულ ასკეზას და მისი ცხოვრება ღვთისკენ დაუსრულებელ ზესწრაფვად იქცა.

ამ დროს არიანელი ვალენტი (364-378) ზეობდა და იმპერიაშიც მწვალებლები მძლავრობდნენ. წმიდა გრიგოლი ძმასთან, ბასილი დიდთან ერთად ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას, რისთვისაც სასტიკ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. 376 წელს მას ცილი დასწამეს საეკლესიო ქონების გაფლანგვაში, გადააყენეს ეპისკოპოსობიდან და ანკირიაში გადაასახლეს, მომდევნო წელს არიანელ ეპისკოპოსთა კრებამ კვლავ დაგმო იგი, მაგრამ წმიდა გრიგოლი სულით მაინც არ ტყდებოდა და შორიდან განამტკიცებდა თავის სამწყსოს. ეს წლები მისი სულიერი აღმაფრენის ჟამი იყო. ამ ხანებში შექმნა მან ქრისტიანული მისტიკის ურჩეულესი ძეგლები „ცხოვრება მოსესი” და „განმარტება ქება ქებათასი”.

ვალენტის (378) სიკვდილის შემდეგ გრიგოლი დააბრუნეს თავის კათედრაზე და მრევლიც სიხარულით შეხვდა მას, მაგრამ სულ მალე, 379 წელს ბასილი დიდი გარდაიცვალა, რამაც დიდად დაამწუხრა წმიდანი. მან გამოსათხოვარი სიტყვა უძღვნა ძმას, შემდგომ კი დაასრულა მისი ნაშრომი "ექუსთა დღეთათჳის” – განმარტა მეექვსე დღის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის შესაქმეს ეხება ( „ადამიანის შექმნის შესახებ”).

გრიგოლ ნოსელი ცდილობდა, ამოევსო ის სიცარიელე, რომელიც ბასილის მიცვალებამ დატოვა საქრისტიანოში და ამიერიდან უპირველეს როლს ასრულებდა ეკლესიის ცხოვრებაში. 379 წელს მან მონაწილეობა მიიღო ანტიოქიის საეკლესიო კრების მუშაობაში და დაგმო ერესები, რომელთა ნაწილი ღვთისმშობლის ქალწულებას უარყოფდა, ნაწილი კი ღვთაებად აღიარებდა მას. კრებამ გრიგოლს დაავალა, ემოგზაურა არაბეთსა და პალესტინაში, მოეხილა იქაური ეკლესიები და განემტკიცებინა მათში მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობელზე. უკან გამობრუნებულმა წმიდანმა იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა.

381 წელს წმიდა გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა იყო კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც საბოლოოდ დაგმო არიოზის მწვალებლობისგან აღმოცენებული ყველა ერესი. ამ კრებაზე წმიდა გრიგოლის ინიციატივით, დამატება შეიტანეს ნიკეის რწმენის სიმბოლოში. სხვა ეპისკოპოსებთან ერთად, გრიგოლ ნოსელმაც კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად დაადგინა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

394 წელს წმიდანი მონაწილეობს კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების მუშაობაში, რომელიც მოწვეულ იქნა არაბეთში საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად. ამ კრების შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ღრმად მოხუცებული გრიგოლ ნოსელი მშვიდობით მიიცვალა.

ნეტარი თეოზვა დიაკონისა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის და პეტრე სებასტიელის და იყო. წმიდა ქალწული დიაკონისად მსახურობდა ტაძარში, სნეულებს უვლიდა, მწირებს აპურებდა, ობლებს ზრდიდა, ქალებს ნათლობის საიდუმლოსთვის ამზადებდა. იგი მთელი სამი წლის მანძილზე თან ახლდა გადასახლებაში თავის ძმას, წმიდა გრიგოლ ნოსელს და
იზიარებდა მის მძიმე ხვედრს. წმიდა თეოზვა გარდაიცვალა 385 წელს.


„წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ.

კატეგორია: † გრიგოლ ნოსელი | დაამატა: vasoelis (06.09.2013)
ნანახია: 987 | კომენტარი: 2 | თეგები: † წმიდა გრიგოლ ნოსელი (334-394) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები
 

edisher.do.am © 2013 - 2023