საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
† პატროლოგია და პატრისტიკა [1]
† დოგმატი და დოქსა [1]
† ორთოდოქსია [1]
† ქრისტიანული ლიტერატურის რაობა [1]
† ჰაგიოგრაფია [1]
† აპოკრიფები [1]
† ეგზეგეტიკა [1]
† დოგმატიკა [1]
† პოლემიკა [1]
† ასკეტიკა [1]
† ფილოსოფია [1]
† ლიტურგიკა [1]
† ჰიმნოგრაფია [1]
† ენის ფენომენი [1]
† პატროლოგია და სქოლასტიკა [1]
† მოციქულთა სიმბოლო [1]
† „დიდაქეს“ შესახებ [3]
† კლიმენტი რომაელი [1]
† ეგნატე ანტიოქიელი [1]
† ეპისტოლე დიოგნეტესადმი [1]
† არეოპაგიტული თხზულებები [6]
† ერმი - მწყემსი [2]
† აპოლოგეტური ეპოქა [1]
† არისტიდე, ათენელი ფილოსოფოსი [1]
† ბალავარიანი [1]
† არისტონ პელაიელი. იუსტინე მარტვილი [3]
† ტატიანე სირიელი [1]
† თეოფილე ანტიოქიელი [2]
† ირინეოს ლიონელი [4]
† პანტენოს ალექსანდრიელი [1]
† კლიმენტი ალექსანდრიელი [3]
† ორიგენე [1]
† წარწყმედის რაობა [1]
† დიონისე ალექსანდრიელი [1]
† გრიგოლ ნეოკესარიელი [3]
† ლათინურ ენოვანი ქრისტიანული მწერლობა [1]
† მინუციუს ფელიქსი - 'ოქტავიუსი' [1]
†ტერტულიანე [1]
† II-III საუკუნეების რომის პაპები [1]
† იპოლიტე რომაელი [4]
† კვიპრიანე კართაგენელი [4]
† ნოვატიანუსი [1]
† ქრისტიანული პოეზიის სათავეები [1]
† ამონიოს, თეოგნოსტოს და პიერიუს ალექსანდრიელები [1]
† პიერიუსი და წმ. პეტრე ალექსანდრიელი [1]
† არქელაოსი კასქარის ეპისკოპოსი და მანიქეველობა [1]
† თეონა ალექსანდრიელი [1]
† ფილეოსი [1]
† გრიგოლ პართეველი [1]
† პამფილე კესარიელი [1]
† მეთოდე, პატრელი ეპისკოპოსი [1]
† ქრისტიანობის ისტორია დევნიდან აღიარებამდე [1]
† მსოფლიო საეკლესიო კრებები [9]
† განდეგილური მოღვაწეობა [4]
† არიანული ერესი [1]
† იაკობ ნიზიბიელი [1]
† ევსტათი ანტიოქიელი [1]
† ანტონი დიდი [1]
† არიოზი [1]
† ევსები ნიკომიდიელი [1]
† ქართული მესიანიზმი [7]
† ათანასე ალექსანდრიელი [6]
† მაკარი დიდი, ეგვიპტელი [4]
† მაკარი ალექსანდრიელი, ჰორსისიუსი, თეოდორე [1]
† ევაგრე პონტოელი,პალადი ჰელენოპოლელი [3]
† თეოგონიოს ნიკიელი, ასტერიოს სოფისტი [0]
† მარკელოზ ანკვირელი [1]
† სამი დიდი კაბადოკიელი მამა [1]
† ბასილი დიდი [8]
† გრიგოლ ღვთისმეტყველი [8]
† გრიგოლ ნოსელი [8]
† კაბადოკიელი მამების წარმომავლობა [1]
† იოანე ოქროპირი [27]
† ტერმინი "ხატი" და ყოვლადწმიდა სამება [1]
† ტერმინები: "ხატი" და "არქეტიპი [1]
† ტერმინი "ხატი" ძე ღმერთი და ქმნილება [1]
† ადამიანის ღვთისადმი ხატება [1]
† ადამიანის ღვთისადმი მსგავსება [1]
† კირილე ალექსანდრიელი [11]
† მაცხოვრის ორბუნებოვნება [0]
† თეოდორიტე კვირელი [0]
† ქართლის სულიერი არჩევანი [0]
† კირიონ I, კათალიკოსი [0]
† ქართული საეკლესიო ლიტერატურის აღმოცენება [0]
† მრავალთავი [0]
† სვინაქსარი და ლექციონარი [0]
† იერუსალიმური ლექციონარი [0]
† იადგარი [0]
†ლოცვანი [0]
†ქრისტიანობა და ფილოსოფია [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები » † გრიგოლ ნეოკესარიელი

წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელი - ხარებისადმი მიძღვნილი სამი ქადაგება (ძველი ქართული ვერსია)

† წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელი - ხარებისადმი მიძღვნილი სამი ქადაგება (ძველი ქართული ვერსია)

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

საკითხავნი ხარებისანი

თქუმული წმიდისა გრიგოლი ნეოკესარიელ ეპისკოპოსისა ხარებისათჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა


დღეს ანგელოზთა განწყობილებითა გალობანი ბრწყინვალე იქმნებიან და ნათელი იგი ქრისტჱს მოსულისაჲ მორწმუნეთა გამოუბრწყინდების.

დღეს მხიარული იგი არჱ ჩუენი ქრისტჱ, სიმართლისა იგი მზჱ, ბრწყინვალითა ნათლითა გამოგჳბრწყინდა ჩუენ და მორწმუნეთა გონებანი განანათლნა.

დღეს ადამ განახლდების და იხარებს, ანგელოზთა თანა ზეცად აღფრინდების, ამისთჳს რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაჲ იქმნა. დღეს ღმრთეებისა მადლი, უხილავთა სასოჲ, განანათლებს გონებითა უფროჲსღა მათ დიდებათა, რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაჲ იქმნა.

დღეს ღმრთეებისა მადლი, უხილავთა სასოჲ, განანათლებს გონებითა უფროჲსღა მათ დიდებათა, რამეთუ საუკუნითგან დაფარული იგი საიდუმლოჲ განცხადებულად გუაუწყა ჩუენ.

დღეს სათნოებისა გამოუთქუმელისა გჳრგჳნნი იქმნებიან ღირსთა და მორჩილთაჲ დღესასწაულის მოყუარეთაჲ: ჰნებავს ღმერთსა გჳრგჳნოსან ყოფაჲ ტრფიალთაჲ მათ უქცეველისა სარწმუნოებისათაჲ, ვითარცა ჩინებულთა და მკჳდრთა მოუწოდა, და ზეცათა სასუფეველი მწრაფლ მოუწესს ზეცისა მობაძავთა შეერთებად ღმრთის მსახურებ(ისა) ანგელოზთა კრებულსა.

დღეს ღმრთისა მიერი (იგი) აღესრულების თ(ქუმულ)ი, რომელსა იტყჳს: იხარებდით ცანი და იშუებდინ ქუეყანაჲ. მთანი იხარებენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს. და იხარებდენ ყოველნი ძელნი მაღნარისანი პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, და დავით სამე ძელად იტყჳს, ხოლო უფლისა წინამორბედმან ხედ ნაყოფის გამომღებელად ღირსად მოსლვისთჳს უფლისა უწოდა. ხოლო უფალმან ჩუენმან იესუ სიახარული იგი გამოუთქუმელი ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა აღუთქუა, რამეთუ ჰრქუა: გიხილნე თქუენ და გიხაროდის და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.

დღეს ყოველთა სასმე(ნე)ლი იგი და გამოუთქუმელი საიდუმლოჲ, რომელთა სასოებაჲ ქრისტჱს მიმართ გუაქუს ღირსად აღბეჭდულთა ქრისტიანეთა, განცხადებულად მოგუეთხრობის ჩუენ.

დღეს გაბრიელ, ღმრთისა წინაშე მდგომელი, ქალწულისა წმიდისა მოვიდა და ესრჱთ ახარა მას: გიხაროდენ, მიმადლებულო! ხოლო იგი განიზრახვიდა: ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ესე? ხოლო ანგელოზმან მან მეყსეულად მიაგება და ჰრქუა: უფალი შენ თანა! ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი ღმრთისაგან. ამისთჳს მუცლად-იღო და შვე ძჱ და უწოდო სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მოსცეს მას უფალმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ, და მეუფებდეს სახლსა ზედა ისრაელისასა უკუნისამდე და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.

ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? და-ღა-მე-ვადგრეა მერმე ქალწულად, ანუ მიმეღოს ქალწულებისა იგი პატივი?

ამას რაჲ განიზრახვიდა წმიდაჲ ქალწული, მეყსეულად მთავარანგელოზმან მან შეწირა მისა სიტყჳსა მის კუალად-გებაჲ და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა მას წმიდასა სახელი ეწოდოს ძე ღმრთის.

რამეთუ რომელი-იგი არს, გარნაღა ეწოდოს. შემსგავსებულად წმიდაჲ მარიამ ყოველთაგან ნათესავთა მხოლოჲ მადლმან მან გამოირჩია, რამეთუ ჭეშმარიტად ყოვლითავე ბძენი იყო.

არავინ მსგავს მისა ყოველთაგან ნათესვთა სადამე იპოვა. არა ვითარ პირველი იგი ქალწული ევა მარტოჲ სამოთხესა შინა იქცეოდა, უსუსური გონებითა, და განუზრახველად ბოროტთ მტავრისაჲ მის გულის-სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ესრჱთ გულისა მისისა ზრახვაჲ განჴრწნა და მის მიერ მზაკუვარმან მან გესლი იგი თჳსი დასთხია და სიკუდილი განზავა და ყოველსა სოფელსა მოაწია, ამისთჳსცა ყოველი შრომაჲ წმიდათა შეამთხჳა, - არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განიკურნების და არა პირველად წმიდამან მან ნიჭი იგი დაითმინა შეწყნარებად, ვიდრემდე ისწავა მოძღუნებული და რჴაჲ არს ნიჭი იგი, და ვინ არს მომღებელი. ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი ქალწული და რეცა თუ ანგელოზსა მას ეტყოდა: ვინაჲ ესრე სახედ კურთხევაჲ ესე მოგართუ ჩუენ? რომელთა საუნჯეთაგან მარგალიტი ესე სიტყუაჲ ჩუენდა მოივლინა? ვინაჲ აქუს ჩუენდა მომართ ნიჭსა მაგას დასაბამი? ზეცით მოსრულ ხარ და კაცისა ხატად აჩუენებ და სანთელ ნათლის ელვარე ხარ. ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი. ხოლო ესევითარითა სიტყჳთა მთავარანგელოზთმან ორგულებაჲ იგი დაჰჴსნა და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა შენსა წმიდას ეწოდოს, ძე ღმრთის.

ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ არა საშინელებით მოვედ შეძრწუნებას შენდა, არამედ რაჲთა განსდევნო შიშისა იგი მიზეზი.

ნუ გეშინინ, მარიამ, რამეტუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. მადლსა მას ნუ განიკითხავ ბუნებით, რამეთუ შჯულითა ბუნებისათა დამორჩილებად მადლმან არა თავს-იდვას.

გულისხმა-ყავ, ჵ მარიამ, რომელნი მამათ-მთავართა და წინაწარმეტყუელთა შესცილდეს; ისწავენ, რომელნი მოაქამომდე ანგელოზთაგანცა დაფარულ იყვნეს. გესმა ესევითარი, რომელსა ვერსადა კრებული იგი ღმრთის შემოსილთაჲ ღირს იქმნა. მოსე, დავით, ესაია და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინავე ქადაგებდეს, არამედ ვითარ სახედ იყო, ვერ იცოდეს.

შენ ხოლო მხოლომან, ჵ წმიდაო, წმიდაო ქალწულო, რომლისა საიდუმლოსა ყოველნი უმეცარ არიან, შეიწყნარე და ისწავე, რამეთუ სადა სული წმიდაჲ, მუნ ყოველივე განმზადებულად წარმართებულ არს. სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს, ძე ღმრთისა. უკუეთუ ძე ღმრთის, ღმერთცა თანა-მსგავს ხატად მამისა და თანა-მფლობელ საუკუნეთა, რომელსა შინა აქუს მამასა ყოველივე გამოცხადებაჲ, ხატი პირსა შინა და ბრწყინვალებისაგან დიდებაჲ იგი განათლდების. და ვითარცა დაუწყუედელისაგან წყაროჲსა მდინარენი გამოვლენედ, ეგრეცა ამის დაუწყუედელისა და მარადის ცხოველისა წყაროჲსაგან გამოვიდა ნათელი იგი გამოუთქუმელი.
და რამეთუ ამისთჳს წინაწარმეტყუელნი ღაღადებდეს და იტყოდეს: სლვანი მდინარეთანი ახარებენ ქალაქსა ღმრთისასა; არა ხოლო თუ ერთსა ქალაქსა, არამედ ყოველთა, რამეთუ ვითარცა ერთსა ქალაქსა ახარებს, ეგრეცა ყოველსა სოფელსა შემსგავსებულად.

მთავარანგელოზმან წმიდასა მარიამს უპირადჱს აუწყა ესრჱთ და ჰრქუა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ თანა ყოველი საფასჱ მადლისაჲ დაკრებულ იყო, რამეთუ ყოველთა შორის ნათესავთა ესე ხოლო მარტოჲ ქალწული წმიდაჲ ჴორცითა და სულითა იპოვა. ამან მარტომან იტჳრთა, რომელსა უტჳრთვან ყოველნი სიტყჳთა და არა ხოლო სიკეთჱ წმიდისაჲ ამის საკჳრველ არს, არამედ სულ[ის]აჲცა სათნოჲ სახჱ.
რომლისათჳსცა ანგელოზმან მან პირველად ღაღატ-ყო მისა მიმართ და ჰრქუა: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა"! და არა ქუეყანისა სიძჱ, არამედ იგი თავადი სიწმიდისა უფალი შენ თანა, სიწმიდისა იგი მამაჲ და უჴრწნელებისა შემოქმედი და უკუდავებისა მომცემელი, აზნაურებისა იგი მოღუაწჱ ჭეშმარიტი, მშჳდობისა საუნჯისა მომცემელი, რომელმან ქალწულისაგან ქუეყანისა დაჰბადა კაცი იგი და გუერდისაგან მისისა ევაჲ გამოიყვანა. იგი თავადი უფალი შენ თანა და მერმე კუალდ შენგან.

მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, ანგელოზებრსა ქებასა თანა-შევერთნეთ და მსგავსად ძალისა თანა-ნადები იგი გონიერად შევწიროთ და ვიტყოდით: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! რამეთუ შენი არს სიხარული ჭეშმარიტად, ამისთჳს რამეთუ შენ თანა მადლმან ღმრთეებისამან, ვითარცა უწყის, დაიმკჳდრა, მჴევლისა თანა მეუფემან, შუენიერისა თანა შუენიერმან სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა, შეუგინებელისა თანა - რომელი განსწმედს ყოველთა ადგილთა. შენ თანა ღმერთი და შენგან ღმერთი. რომელიცა სრული კაცი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ.

გიხაროდენ, მიმადლებულო, წყაროთა ნათლისაო, რომელი განანათლებ ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა. გიხაროდენ, საცნაურისა მის მზისა აღმოსავალო და ცხორებისა შეუგინებელო ყუავილო. გიხაროდენ, მარიამ მიმადლებულო, ვენაჴო მარადის შუენიერო, რომელი ახარებს სულთა, რომელნი შენ გადიდებენ, დაუთესველო, ნაყოფ-შუენიერო ყანაო, გონებით ჩუენდა მიმსგავსებისათჳს და ჟამთა შობისა აღვსებისათჳს, ხოლო უფროჲს ბუნებად ზეცით მოსრულისა მისთჳს, რომელმან მუცელსა შენსა ადამი განაახლა და რამეთუ მიდგომილებისა თესლი წმიდასა ქალწულსა სულმან წმიდამან მისცა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ გუემისაჲ გამოჴდა გუამისაგან. და ვითარცა-იგი მარგალიტი ორტაგან ბუნებათა: ელვისაგან და წყლისა _ უჩინოთა ამათგან სასწაულთა ზღჳსაგან _ გამოვალს, ეგრეცა უფალი ჩუენი იესუ შეუშფოთებელად და უქცეველად უბიწოჲსაგან და შეუგინებელისა ყოვლად წმიდისა ქალწულისაგან მარიამისა გამოვიდა ღმრთეებითა სრული და კაცებითა სრული.

მრავალთა წმიდათა მამათაგანთა და მამათ-მთავართა და წინაწარმეტყუელთა გულმან უთქუა ხილვად პირისპირ და ვერ ღირს იქმნნეს. და რომელთამე ჩუენებით სახედ იგავად იხილეს, რომელნიმე სუეტითა ღრუბლისაჲთა ღმრთეებისა ჴმასა ღირს იქმნეს სმენად, და რომელნიმე წმიდათა ანგელოზთა გამოცხადებასა ღირს იქმნნეს. მარტოჲსა ხოლო წმიდისა მარიამისა გაბრიელ მთავარანგელოზი ბრწყინვალედ მოვიდა და ახარა მას: "გიხაროდენ, მიმადლებულო"! და ესრჱთ სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ჟამსა მას ჴორციელებრ აღვსებისა მისისასა მრავალ-სასყიდლისა იგი მარგალიტი გამოიღო.

მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და დავითის მიერსა მას ღმრთის სულსა საგალობელსა, რომელი ჩუენ ვისწავეთ, უგალობდეთ და ვიტყოდით: აღდეგ, უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაჲ რამეთუ ჭეშმარიტად კიდობანი არს წმიდაჲ ქალწული შინაგან და გარეშე განრჩუნვილი ოქროჲთა, რომელმან-იგი თავადი საფასჱ სიწმიდისაჲ დაიტია. აღდეგ, უფალო, წიაღთაგან მამისათა, რაჲთა აღადგინო დაცემული ნათესავი - პირველ შექმნული ადამი.

ამას დავით ევედრებოდა, რომელი-იგი მისგან აღმოცჱნებად იყო კუერთხი და ნაყოფ-შუენიერი ყუავილი, რომლისათჳს წინაწარმეტყუელებდა და იტყოდა: ისმინე, ასულო, და იხილე, მოყავ ყური შენი, დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ. გულმან უტქუა მეუფესა სიკეთჱ შენი, რამეთუ უგუ თავადი არს უფალი ღმერთი შენი და თაყუანის-სცე მას. ისმინე, ასულო, რომელნი პირველითგან შენთჳს წინაწარმეტყუელებით ითქუნეს, რაჲთა აწ მეცნიერებისაცა თუალითა იხილნე საქმენი; ისმინე ჩემი, შენდა მიმართ მაუწყებელისაჲ, და მთავარანგელოზისაჲ, რომელი ჭეშმარიტთა საიდუმლოთა ჴმა-მაღლად გითხრობ შენ.

მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და ჩუენცა წარსწრობილთასა მას მოსაჴსენებელსა მოვისსწრაფოდით და რომელი-იგი იჱსჱს ძირისაგან კუერთხი ესრჱთ დიდებულად აღმოსცჱნდა, ვადიდებდეთ, უგალობდეთ და ვჰნატრიდეთ და ვაქებდეთ. რამეთუ არა იოსებს, არამედ ღმრთის-მშობელსაცა ეწამების ლუკა სახარებასა შინა და მოასწავებს მისა მიმართ დავითისსა მას ნათესობასა და იტყჳს, ვითარმედ: აღმოვიდა იოსებ გალილეაჲთ ქალაქად ჰურიასტანისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, აღწერად მარიამის თანა, რომელიიგი თხოვილ იყო მისა. და იყო იგი მიდგომილ, რამეთუ იყვნეს იგი(ნი) სახლისაგან და ტომისა დავითისა.
და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და შვა ძჱ იგი მისი პირმშოჲ უპირადჱსი ყოველთა დაბადებულთაჲ, და შეხჳა იგი სახუეველითა და მიაწვინა ბაგასა; შეხჳა იგი, რომელმან ყოველი დაბადებული შექმნა; შეხჳა, რომელმან შეიმოსა ნათელი ვითარცა სამოსელი. მიაწვინა ბაგასა ქერობინთა ზედა მჯდომარჱ და ბევრეულთა მიერ ანგელოზთა დიდებულ; პირუტყუთა ბაგასა სიტყუამან ღმრთისამან განისუენა, რაჲთა ნანდჳლვე რომელნი ნებით თჳსით პირუტყუათასა დაეგო ზეცისა იგი პური, რაჲთა პირუტყუთ-სახეთა კაცთა საიდუმლოჲსა მის საზრდელისაჲ მისცეს მისაღებელი. და არცაღა ადგილ მათა სავანესა მას. ადგილი არა აქუნდა, რომელმან ცაჲ და ქუეყანაჲ შეჰმზადა და დაამყარა! ამისთჳს რამეთუ მდიდარი იყო და ჩუენთჳს დაგლახაკნა და სიმდაბლჱ დაუსრულებელი ინება ცხორებისათჳს ბუნებისა ჩუენისა... ზეცას წიაღთა შინა მამისათა, და ქუაბსა შინა მკლავთა ზედა დედისათა განისუენა. ბაგასა ზედა ანგელოზთა კრებული გარემოადგს, ზეცას დიდებასა და ქუეყანასა ზედა მშჳდობასა ახარებდეს. ზეცას მარჯუენით მამისა დაჯდა და ბაგასა შინა ვითარცა ქერობინთა ზედა განისუენებდა. საყდარი იყო ჭეშმარიტად ესეცა ქერობინებრი, საყდარი სამეუფოჲ, წმიდაჲ წმიდათაჲ ქუეყანასა ზედა მხოლოჲ, რომელსა შინა განისუენა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან.

რამეთუ მისა შუენის ყოველი დიდებაჲ მამისა თანა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 

მეორჱ, თქუმული მისივე ხარებისათჳს



დღესასწაულთა ყოველთა და გალობათაჲ ჯერ-არს ჩუენდა მსგავსად მსხუერპლთა შეწირვად ღმრთისა. ხოლო უპირადჱს ხარებაჲ ესე წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲ, რომელ-იგი მთავარანგელოზისა მისგან მისა მიმართ ითქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! ამისთჳს რამეთუ უპირადჱს ყოვლისა საღმრთოჲსა ცხორებისა და მოძღურებისა ახლისა შჯულისა ესე მოივლინა ჩუენდა მამისაგან ნათლისაჲსა, ვითარმედ: გიხაროდენ, მიმადლებულო! "მიმადლებულო" რაჲ თქუა, ყოველივე ბუნებაჲ კაცობრივი გარე-შეიცვა.

გიხაროდენ, მიმადლებულო! წმიდისა მისთჳს მიდგომილებისა და წმიდისა შობისათჳს გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა.

მერმე კუალად მაცხოვარებისასა მას რაჲ ვნებასა მოვიდოდა უფალი ჩუენი, იტყოდა, ვითარმედ: გიხილნე თქუენ და გიხაროდის და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.

და მერმე კუალად შემდგომად აღდგომისასა წმიდათა მათ დედათა მიერ ესრე გუახარა ჩუენ, ვითარმედ: გიხაროდენ! ხოლო მათსა მახლობელად მოციქული იტყჳს, ვითარმედ: მარადის გიხაროდენ! მოუკლებელად ილოცევდით, ყოველსა შინა ჰმადლობდით. ჰხედავთა აწ, საყუარელნო, ვითარ გარდარეული იგი და გამოუთქუმელი მადლი განუყოფელად ყოველითა ადგილთა მოგუნიჭა ჩუენ უფალმან! რამეთუ წმიდაჲ მარიამ ჴორცთა შინა რაჲ იყო, უჴრწნელი ცხორებაჲ მოიპოვა და ყოვლითავე სათნოებითა იქცეოდა და ცხონდებოდა რჩეულად.

ამისათჳსცა ღმრთისა მამისა სიტყუამან ჴორცნი შემოსად და სრული კაცებაჲ ჯერ-იჩინა მისგან, რაჲთა რომლისა ჴორცისაგან ცოდვაჲ სოფლად შემოვიდა და ცოდვისაგან - სიკუდილი, მისვე ჴორცისაგან დაისაჯოს ცოდვაჲ იგი ჴორცითა და რაჲთა იძლიოს ცოდვისა იგი განსაცდელი დაფლვითა მით წმიდისა გუამისაჲთა, და დასაბამი აღდგომისაჲ გამოჩნდეს, და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ სოფელსა შინა იქადაგოს, და ღმრთისაჲ კაცთა მომართ იქმნეს ზიარებაჲ.

და რაჲ-მე ვთქუა, ანუ რაჲ-მე დავაკლო, ანუ ვითარ-მე გამოვთქუა საიდუმლოჲ იგი მიუწდომელი? - არამედ აწ რომელსა-ესე ზედა ვდგათ, მასვე ზედა კუალად მოვიდეთ.

ქალწულისა წმიდისა გაბრიელ მოივლინა, უჴორცოჲ ჴორცთა შინა მყოფისა, რომელი მოცვალებულ იყო ცხორებასა უჴრწნელსა, სიწმიდით და სათნოებით ცხონდებოდა.

და მო-რაჲ-ვიდა მისა ანგელოზი იგი, პირველად ესრჱთ ახარა მას და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ ნანდჳლვე სიხარულისა საქმეთა ღირს იქმ, რამეთუ შენ შეუგინებელი იგი სამოსელი გმოსიეს და ცხორებაჲ  სიწმიდისაჲ გარე-შეგირტყამს. გიხაროდენ, მიმადლებულო, რომელი ზეცისა მის სიხარულისა დამტევნელი ხარ; გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ მიერ სიხარული ყოველთა დაბადებულთა განეყოფის და ნათესავი კაცთაჲ კუალად მიიღებს დასაბამითგანსა მას პატივსა; გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ მკლავთა შენთა ზედა შემოქმედი ყოველთაჲ ტჳრთად გიც.

ხოლო იგი სიტყუასა მას ზედა შეძრწუნდა, რამეთუ უჩუეველ იყო მამათა მიმართ ზრახვასა, და დუმილსა ვითარცა დედასა გონიერებისასა და სიწმიდისასა მარადის მოიკითხვიდა, წმიდა იყო და უბიწო და შეუგინებელ.

ესე პირისაგან ანგელოზისა არა შესინდა, ვითარცა-იგი მრავალნი წინაწარმეტყუელთაგანნი, რამეთუ ქალწულებაჲ ჭეშმარიტი ანგელოზთა ნათესაობა არს და რამეთუ მოწლედ წმიდაჲ ესე სანთელსა მას ქალწულებისასა იმარხვიდა და მრავალი მოღუაწებაჲ აქუნდა, რაჲთა დაუშრეტელად და შეუგინებელად დაიცვეს.

და ვითარცა-იგი ვის სამოსელი რაჲ ბრწყინვალჱ ჰმოსიენ და ეკრძალებინ, რაჲთა ნუუკუე შეგინებაჲ რაჲმე გინა მწიკულევანებაჲ ვინაჲვე შეეხოს მას, ესეცა წმიდაჲ ესე ქალწული თავით თჳსით განიზრახვიდა და იტყოდა: ნუუკუე ზაკუვულებაჲ რაჲმე აქუნდეს მსახურებასა მას? ნუუკუე ნეტარებაჲ იგი ორგულებით იქმნეს ჩემდა მომართ? ნუუკუე გესლი რაჲმე თაფლსა მას შინა დამალულ არს? ნუუკუე სიტყუაჲ მახარებლისაჲ იყოს და განზრახვაჲ მტყუენველისაჲ? რამეთუ რომელი არა იცის, ვინაჲ მოიკითხავს? ამას თავით თჳსით განიზრახვიდა და იტყოდა.

მაშინ ანგელოზმან მან ღაღატ-ყო მისა მიმართ განუყოფელი იგი სიხარული ყოველთა მორწმუნეთაჲ და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა, რამეთუ ჩემ მიერ ზეცისანი იგი ძალნი შენ წმიდასა ქალწულსა მოგოკითხვენ, და უფროჲსღა თავადმან, რომელი-იგი უფლებს ყოველთა ზედა ძალთა ცისათა, შენ წმიდაჲ ქალწული ყოვლისაგან დაბადებულისა გამოგირჩია, რაჲთა წმიდისაგან და უბიწოჲსა შეუგინებელისა მუცლისა შენისა ბრწყინვალჱ მარგალიტი გამოვიდეს. რამეთუ რომელი-იგი შენგან იშვეს, მაცხოვარი არს ყოვლისა დაბადებულისა(ჲ). რამეთუ ყოვლისა ბუნებისა კაცობრივსა წმიდაჲცა ესე ქალწული უდიდებულჱს და უწმიდჱს და უპატიოსნე შობილ იყო, ხოლო უბრწყინვალჱს უფროჲს თოვლისა აქუნდა გონებაჲ. რამეთუ ყოვლისა ოქროჲსა გამოცდილისა უწმიდე იყო ჴორცითა მუცელი ესევითარი, რომელცა ეზეკიელ იხილა და მოგუასწავა მსგავსებაჲ მჴეცთაჲ და თავსა აღმატებულად, ვითარცა ხილვაჲ მყინვრისაჲ საშინელისაჲ და მსგავსებაჲ საყდრისაჲ მის ზედა; ვითარცა ხილვაჲ საფირონისაჲ, და ზედა-კერძო საყდარსა მას, ვითარცა ხილვაჲ კაცისაჲ; და ხილვაჲ ილიკტრიონისჲ და მას შიგან ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ.

ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელმან წმიდისაგან ქალწულისა შობისათჳს ყოველივე ესრე სახედ იხილა, რომელ შენ, წმიდაო ქალწულო, ტჳრთვად ვერ ძალ-გედვა, უკუეთუმცა არა ყოვლითა დიდებითა და სატნოებითა მსგავსად საყდრისა მის ელვარე იპოვე.

რომლითა-მე უკუე შესხმისა სიტყჳთა შევამკოთ ქალწულებისა იგი პატიოსნებაჲ? რომელთა ქებათა ღაღადებითა უჴრწნელსა მას უგალობდეთ ხატსა? ანუ რომლითა-მე სულიერთა გალობათა სიტყჳთა ვადიდებდეთ უფროჲს დიდებულსა მას ანგელოზთასა?

ესე სახლსა შინა ღმრთისასა დანერგულ იყო, ვიტარცა ნაყოფ-მსხმოჲ ზეთისხილი, რომლისა ფარვითა სულმან წმიდამან ძედ და მკჳდრად გჳწოდა ჩუენ სასუფეველსა ქრისტჱსსა. ესე -მარადის შუებული უჴრწნელებისა სამოთხჱ, რომელსა შინა ცხოველს-მყოფელი იგი ხჱ დაენერგა და ყოველთავე მოგუანიჭებს უკუდვებისა ნაყოფსა. ესე - ქალწულთა სიქადული, მორწმუნეთა სიხარული; ესე - მორწმუნეთა სიმტკიცჱ და ღმრთის - მსახურთა სათნოებაჲ; ესე _ ჭეშმარიტებისა სამოსელი და სათნოებისა საყოფელი; ესე - წყაროჲ დაუწყუედელი, რომელსა შინა ცხოველი იგი წყალი აღმოეცა, უფლისა იგი ჴორცითა მოსლვაჲ; ესე - სიმართლისა ზღუდე.

და რავდენნი ამისა იქმნეს ტრფიალ და ჭეშმარიტებისა მის ქალწულებისა გული უთქუამს, ანგელოზთასა მას შებმა-უყვეს მადლსა; რავდენნი ღჳნოსა და სიმთრვალესა და თაფლუჭისა შუებასა განეშორნენ, ცხოვრებისა შემოსილისა ნერგითა იშუებდენ; რავდენთა სანთელი იგი ქალწულებისაჲ დაუშრეტელად დაიმარხეს, დაუჭნობელი იგი უჴრწნელებისა გჳრგჳნი დაიდგან; რავდენთა სიწმიდისა იგი შეუგინებელი მოიგეს სამოსელი, უჴრწნელსა მას სიმართლისა სასძლოსა მიიყვანნენ; რავდენი ანგელოზთასა მას წესსა უმახლობელე იქმნენ, უმჯობჱს უფლისა მიერ თქმულისა მის ნეტარებისა იშუებდენ; რავდენთა ბრწყინვალჱ იგი ზეთი გონებისაჲ და იჭჳსა განწმედილი საკუმეველი მოიპოვონ, სულნელებისა იგი სულიერისა შვილებისაჲ დაიმკჳდრონ აღთქუმაჲ; რავდენი ხარებასა წმიდისა ღმრთის-მშობელისასა დღესასწაულობდენ უსაკუთრჱს ხარებისა მის, რომელი-იგი თქუა: "გიხაროდენ' მიმადლებულო", მიიღონ სასყიდლისა კუალად-გებაჲ. ჯერ-არს უკუე ჩუენდა დღესასწაულობად ესე დღესასწაული, რამეთუ სიხარულითა და მხიარულებითა აღავსო ყოველი სოფელი.

ხოლო ვდღესასწაულობდეთ ჩუენ ფსალმუნითა და ქებითა და გალობითა სულიერითა. დღესასწაულობდა ოდესმე ისრაელიცა, არამედ უცომოჲთა და ველის-ყრდელითა, რომელთათჳს წინაწარმეტყუელი იტყჳს: გარდავაქცინე დღესასწაულნი მათნი გლოვად და სიხარული მათი _ მწუხარებად.

ხოლო ჩუენნი მწუხარებანი უფალმან ჩუენმან ნაყოფთაგან სინანულისათა სიხარულად გარდააქცინა, რამეთუ აქუნდა პირველსა მას შჯლსა სამართალი მსახურებათაჲ, ვითარცა-იგი მამათ-მთავრისა ჩუენისა აბრაჰამისი. არამედ სალმობითა ჴორციელებრითა და ტკივილითა წინა-დაცუეთისაჲთა ვიდრე ჟამთა აღსღსრულებადმდე, რამეთუ მათ შჯული მოსჱს მიერ მოეცა. ხოლო ჩუენდა ჭეშმარიტებაჲ იესუ ქრისტჱს მიერ მონიჭებულ არს; ყოველთა კეთილთა დასაბამ ჩუენდა მომართ ხარებაჲ იქმნა წმიდისა ქალწულისა და მიმადლებულისა, მრავალ-საგალობელი ესე მაცხოვრისა ჩუენისა მოღუაწებაჲ, საღმრთოჲ იგი მისი და უფროჲ დიდებული მოღუაწებაჲ.

ამიერ აღმოგჳბრწყინდებიან ჩუენ საცნაურისა მის ნათლისა მზისთუალნი; მიერ აღმოგჳცჱნდების ჩუენ წყაროჲ იგი სიბრძნისაჲ, ბრკინვალედ და წმიდად გამოადინებს ღმრთის მსახურებისათა მათ ნაკადულთა; ამიერ აღმოგჳბრწყინდებიან ჩუენ საფასენი იგი ღმრტის მეცნიერებისანი, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნჱ ესე არს, რაჲთა უწყოდით ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინა _ იესუ ქრისტჱ.

და მერმე იტყჳს, რამეთუ: გამოიძიეთ წიგნთაგან, ვითარმედ მათ შინა ელით ცხორებასა საუკუნესა. ამისთჳს რომელნი გამოეძიებენ საღმრთოთა სიტყუათა, გამოეცხადების მათ საუნჯჱ იგი ღმრთის მსახურებისაჲ. საფასჱ დაგჳფინა ჩუენ ღმრთის სულთაჲ მათ წიგნთაჲ ნუგეშინის-მცემელმან. საფასე იყავნ ჩუენდა სიბრძნის და წინაწარმეტყუელთა, გინათუ სახარებისაჲ და მოციქულთაჲ, რაჲთა გუაქუნდეს ჭეშმარიტისა ცხოვრებისა სასოებაჲ. რამეთუ წმიდათა წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა ენითა ჩუენ უფალი გუზრახავს, წმიდათა ჴმითა ღმერთი იშუებს. არა თუ სიტყუათაჲ იგი უჴმს, არამედ მორჩილებასა მას ზედა იხარებს; არა თუ ნაყოფ რაჲმე აქუს კაცთაგან, არამედ გონიერსა მას ზედა სულსა მართალსა განისუენებს; არა თუ რომლითა-იგი ჩუენ უგალობთ ქრისტჱ იდიდების, არამედ რომლითა-იგი ჩუენ კეთილი გუეყოფის, ქველის-მოქმედებასა მას მისსა მორჩილებით ვქადაგებთ; არა თუ რაჲთა პატიოსნებასა მას მისსა მივიწინეთ, არამედ რაჲთა მსგავსად ძალისა თანა-ნადები იგი გარდავიჴადოთ. ხოლო რაჟამს აღმოიკითხვებოდის სახარებაჲ, გინა თუ სამოციქულოჲ, ნუ წიგნსა მას ხედავ, ნუცა მკითხველსა მას, არამედ ზეცით გამო მეტყუელსა მას, რამეთუ წიგნი არს, რომელსა-იგი ხედავ, ხოლო ქრისტჱ არს, რომელი ღმრთის-მეტყუელებით იქადაგების. გუახარებს ჩუენ მრავალ-საგალობელსა მას მაცხოვრისა მოღუაწებასა, რამეთუ ღმერთი იყო და კაცთ-მოყუარებისათჳს კაც იქმნა; არა თუ პირველ საუკუნითგანი იგი პატივი განიშორა, არამედ მაცხოვარებისა იგი მოღუაწებაჲ შეიმოსა.

გუახარებს ჩუენ მრავალ-საგალობელსა მას მაცხოვრისა ჩუენისა განგებულებასა, რამეთუ უძლურთა მკურნალი მოვიდა; არა თუ წამლითა ჰკურნებს, არამედ წამის-ყოფითა კაცთ-მოყუარებისაჲთა ყოველთავე განჰკურნებს.

გუახარებს ჩუენ მრავალ-საგალობელსა მაცხოვრისა მოღუაწებასა, რამეთუ შეცთომილთა გზაჲ გამოუჩნდა, განწირულთა _ მაცხოვარებისა იგი მადლი, რომელი მრავალ-ფერად ყოველთავე შეეწევის: შეცთომილთა ეძიებს, დაბნელებულთა განანათლებს, მონათა განათავისუფლებს, მომწყუდართა განაცხოველებს, ტყუეთა გამოიჴსნის ყოვლად, ჩუენ ყოველთა გუექმნა გზა ცხოვრების არა თუ ჩუენისა გონიერებისათჳს ყოველსავე იქმოდა მაცხოვარი ჩუენი; არა თუ რაჲთა თავისა თჳსისა ივაჭროს სათნოებაჲ, არამედ რაჲთა ჩუენ ცხოვრებაჲ საუკუნოჲ მოგუანიჭოს. რამეთუ ხატად ღმრთისა დაჰბადა კაცი და სამოთხესა შინა საშუებლისასა უბრძანა, რაჲთა იქცეოდის; ხოლო შურითა რაჲ ეშმაკისაჲთა სცთა და ღმრთის მცნებასა გარდამავალ იქმნა, საშჯელსა შევარდა სიკუდილისასარომლისათჳსცა შემდგომითი შემდგომად მისნი შობილნი მამულსა მას თანა-ნადებსა ქუეშე დაკირთებულ იყვნეს და სასჯელისა ზღვევაჲ იგი ძიებით მიეჴადებოდა. რამეთუ სუფევდა სიკუდილი ვიდრე მოსჱსამდე, ხოლო კაცთ-მოყუარემან ღმერთმან იხილა რაჲ თჳსი იგი შექმნული სიკუდილისაგან ძლეული, არა სრულიად გარე-მიიქცა მისგან, რომელი-იგი ხატად თჳსა შექნა, არამედ ნათესავითი ნათესავად მოხედვაჲ არა დააკლო, რამეთუ პირველად მამათა ეჩუენებოდა და შჯულსა შინა იქადაგებოდა და წინაწარმეტყუელთა მიერ მსგავსებით მაცხოვარებისა მოღუაწებასა მას წინავე გუაუწყებდა.
ხოლო რაჟამს მოიწია აღსავსებაჲ იგი ჟამთაჲ დიდებულისა მის მოსლვისა მისისაჲ, მთავარანგელოზი მახარებელად წმიდისა ქალწულისა წინაჲსწარ მოივლინა, ხოლო იგი გამოუთქუმელთა მათგან რაჲ ზეცისა ძალთა მოვიდა წმიდისა მის, პირველად "გიხაროდენ, მიმადლებულო" მისსა მიმართ ღაღატ-ყო.

ხოლო მას ვითარცა ესმა, ვითარმედ: "გიხაროდენ, მიმადლებულო", მეყსეულად სასმენელით შევიდა სული წმიდაჲ შეუგინებელსა მას ტაძარსა ქალწულისასა და განწმიდა ბუნებაჲ მისი ასოთა თანა და დადგა ბუნებაჲ წინაშე მისა; განკრთომით ხედვიდა უფალსა მას ბუნებათასა უფროჲს ბუნებისა საკჳრველთ-მოქმედებასა გუამსა შინა. და რომლითა საჭურველითა ეშმაკი იღუწიდა ჩუენდა მომართ, მითვე საჭურველითა ქრისტემან ჩუენ გჳჴსნნა: შეიმოსნა მსგავსად ჴორცნი, რაჲთა ნაკლულსა მას უმეტჱსი მოანიჭოს მადლი. და ვინაჲ-იგი აღემატა ცოდვაჲ, უფროჲს გარდაემატა მადლი.

შემსგავსებულად მადლი იგი წმიდისა ქალწულისა მოივლინა, რამეთუ ესრე აქუს ხარებისა მას სიტყუასა მოსწავებაჲ, ვითარმედ: თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ქალწულისა, თხოვილისა ქმრისა, რომლისაჲ სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა; და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ. ესე პირველი თუჱ წმიდისა მის მიმართ, ვითარცა იტყჳს წერილი შჯულსა შინა, ვითარმედ: ესე თუჱ _ თავი თუეთაჲ, ვნებაჲ წმიდაჲ, დღესასწაულობდით უფლისა ნათესავთა შორის თქუენთა. ხოლო მეექუსედ თუედ ზაქარიაჲს მიმართ იტყჳს. და რამეთუ ჭეშმარიტად წმიდაჲ ესე ქალწული ნათესავისაგან დავითისა იყო და ბეთლემი მამულ ეყო და იოსებს მსგავსად შჯულისა ნათესაობით სამართლად მითხოვილ იყო; სიძჱ იგი და უჴრწნელებისა საუკუნოჲსა თანა-მყოფ.

ხოლო წმიდასა მას ქალწულსა ფრიად შემსგავსებული სახელი, რამეთუ მარიამ ეწოდა, რომელი ითარგმანების "განმანათლებელ". და რაჲ-მე უბრწყინვალჱს არს ქალწულებისა ნათლისა, რომლისაგან სათნოებათაცა ქალწულად უწესედ, რომელნი ბუნებათა მათთა სახიერად მიუთხრობედ!
უკეთუ ესოდენ კეთილ არს გული ქალწულად პყრობად, რავდენ უფროჲს, უკეთუ ჴორცთა სულისა თანა ქლწულებაჲ დაიმარხონ! ეგრეცა წმიდაჲ ესე ჴორცთა რაჲ შინა იყო, უჴრწნელი ცხორებაჲ მოიპოვა და მთავარანგელოზისა მის მიერ თქუმულთა სარწმუნოებით შეიწყნარებდა.

მაშინ მსწრაფლ ელისაბედისა, ნათესავისა მისისა, მთად კერძო წარვიდა და შევიდა სახიდ და მოიკითხა ელისაბედ მიმსგავსებულად ანგელოზისა მის. ვითარცა ესმა მოკითხვაჲ იგი მარიამისი ელისაბეთს, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა შინა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა. აწ უკუე ჴმაჲ მარიამისი შეეწია და სულითა წმიდითა ელისაბე(დ) აღივსო. და ვითარცა დაუსრულებელისაგან წყაროჲსა მდინარჱ მადლთაჲ, ეგრევე ენისაგან  წინაწარმეტყუელებაჲ  იგი თჳსსა მას ნათეავსა გამოუცჱნა და ფერჴთა ყრმისათა, დაბმულთა მუცელსა შინა, ვლდომაჲ და სიმღერაჲ მიჰმადლა, რომელი ნანდჳლვე სიხარულისა და საკჳრველებისა ღირდა, რამეთუ სადაცა მივიდოდა მიმადლებული იგი, სიხარულითა აღივსებოდა.
და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა ელისაბეთ და თქუა: კურთხეუ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! და ვინაჲ ესე ჩემდა, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა! კურთხეულ ხაე შენ დედათა შორის, რამეთუ შენ ექმენ მათ დასაბამ განახლებისა. შენ კადნიერებაჲ სამოთხედ შესლვისაჲ მოგუმადლე ჩუენ და პირველი იგი სალმობაჲ განსდევნე, რამეთუ შენსა შემდგომად ნათესავი დედათაჲ არღარა იყუედრებოდის, არღარა ეშინოდის მკჳდრთა ევაჲსთა პირველისა მისთჳს წყევისა, არცაღა შობადისა მის სალმობისა, რამეთუ ქრისტჱ ნათესავისა ჩუენისა მჴსნელი და მაცხოვარი ყოვლისა ბუნებისაჲ, სულიერი ადამ, რომელმან მიწისაგანისაჲ მის წყლულებაჲ განკურნა, წმიდისაგან მუცლისა შენისა გამოვალს.
კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და მამათა შორის, რამეთუ ყოველთა კეთილთა დამნერგველი შენდა ნაყოფად გამოჩნდა, რამეთუ ბრწყინვალედ ვხედავთ ბერწისათა მათ სიტყუათა. არამედ უბრწყინვალჱსნი წმიდამან ქალწულმან აღმოთქუნა სიტყუანი და გალობაჲ მადლობისაჲ სულნელებითა სავსენი სიტყუანი ღმრთისა შეწირნა, დასაბამითგანთა მათ თანა ახალთა მიუთხრობდა, საუკუნითგანთა მათ თანა აღსასრულსა ამათ ჟამთასა ქადაგებდა, მცირითა ამით სიტყჳთა ყოველნივე საიდუმლონი ქრისტჱსნი გამოთქუნა.
და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა და სემდგომი. შეეწია ისრაელსა, მონასა თჳსსა მოჴსენებად წყალობისა თჳსისა _ აღთქუმაჲ, რომელ აღუთქუა აბრაჰამსა და ნატესავსა მისსა ვიდრე მიუკუნისამდე.

ჰხედავა, ვითარ წმიდამან ქალწულმან მამათ-მთავრისაცა გარდაჰმატა სრულებასა! დაამტკიცა ღმერთმან აბრაჰამისა მიმართ აღთქუმაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი დავდევ შორის შენსა და ჩემსა. რომლისაგან მო-რაჲ-ვიდა, დაამტკიცა აბრაჰამისა მიმართი იგი აღთქუმაჲ, საცნაურად მიიღო სასწაული იგი წინა-დაცუეთისაჲ და აღმასრულებელ შჯულის და წინაწარმეტყუელთა.

აწ უკუე ესე წინაწარმეტყუელებისა გალობაჲ წმიდამან ქალწულმან ღმრთისა შეწირა და თქუა: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მიყო მე დიდძალი ძლიერმან; წმიდა არს სახელი მისი და წყალობაჲ მისი თესლითი თესლადმდე მოშიშთა მისთა ზედა, რამეთუ ღმრთის-მშობელ რაჲ მყო, კუალად ქალწულადვე დამმარხა და მუცლისაგან ჩემისა ყოველთა ნათესავთა სიწმიდედ განახლდების სავსებაჲ; ყოველი ჰასაკი აკურთხა მამათაჲ და დედათაჲ, ჭაბუკთა და ყრმათაჲ; ყო სიმტკიცჱ თავით თჳსით ჩუენთჳს სიკუდილისა მიმართ და ეშმაკისა მიმართ და ჩუენთა ცოდვათაჲ განხეთქა ჴელით-წერილი; განაბნინნა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲ[თა]; თჳთ იგი ეშმაკი განაბნია და ერი მისი მის თანა, რამეთუ ჭეშმარიტად იგი იყო გულითა ამპარტავან, რამეთუ იკადრა და თქუა, ვითარმედ: ღრუბელთა ზედა ცისათა დავიდგნე საყდარნი ჩემნი და ვიყო მიმსგავსებულ მაღლისა.
ვითარ უკუე აწ განხეთქა იგი, შემდგომთა სიტყჳთა წინაწარმეტყუელმან გუაუწყა: ხოლო აწ ვიდრე ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე და ყოველნი მძლავრნი და მსახურნი შენნი. რამეთუ ყოველთა ადგილთა ბომონნი მისნი და ამაოთა მსახურებანი განაბნინა და წარმართთაგან მოგებული ერი თავისა თჳსისა განჰმზადა; გარდამოსთხინა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა მდაბალნი.

აწ უკუე ჰურიათა განვრდომაჲ და წარმართთა შემოყვანებაჲ ადვილად გუაუწყა, რამეთუ ჰურიათა მოხუცებულნი და მწიგნობარნი შჯულითა და სხჳთა მით ნეშტითა პატივითა განმდიდრებულ იყვნეს, რომლისაგნ ბოროტად სიმდიდრესა მას მძლავრობასა უშჯულოდ იჴმევდეს.

ამიერ უკუე ყოვლისაგან საყდრისა გარდამოვარდა: წინაწარმეტყუელებათაგან და მღდელობათაგან, შჯულის-დებისაგან და მოძღურებისაგან მამულისა, სიმდიდრისაგნ, მსხუერპლთაგან და სიმრავლისაგან დღესასწაულთაჲსა და სამეუფოჲსაგან პატივისა.

ამათ ყოველთაგან ცუდნი და დევნულნი და სიშუველნი ტყუედ განივლი(ნ)ნეს, ხოლო მათ წილ გლახაკნი წარმართთაგანნი სიმართლითა მშიერნი ამაღლდეს, რამეთუ მათსა მას სიგლახაკეს და რომლითა-იგი შეპყრობილ იყვნეს ღმრთის მეცნიერებისა სიყუარულითა საღმრთოჲსა სიტყჳთა მსგავსად ბჭისა, ვითარცა ქანანელი იგი ითხოვდა, და ამისთჳსცა ღმრთისა საიდუმლოთაგან სიმდიდრითა აღივსნეს. რამეთუ ყოველივე საფასჱ საღმრთოთა კეთილთაჲ ქალწულისაგან შობილმან წარმართთა მისცვალა.

"შეეწია ისრაელსა, მონასა თჳსსა", _ და არა რომელსავე ისრაელსა, არამედ მონასა თჳსსა, რომელი საქმით აღასრულებდა ისრაელისასა მას აზნაუირებასა. და ამისთჳსცა მონად და მკჳდრად წმიდამან ღმრთის-მშობელმან უწოდა, რამეტუ ჭირვეულად რაჲ პოვა წერილსა მას ზედა შჯულითა მშრომელად, მას მადლითა ნუგეშინის-სცა.

აწ უკუე ესევითარსა მას ისრაელს მოუწოდა და შეეწია მოპსენებად წყალობისა, ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა ვიდრე მიუკუნისამდე.

ამით მცირითა სიტყჳთა ყოველსა მას განგებულებასა საიდუმლოსა გამოაჩინებს, რამეთუ გამოჴსნად რაჲ ნათესავისა კაცთაჲსა ინება და მამათა მიმართი იგი აღთქუმაჲ რათ აღსრულებად სათნო-იყო, ცანი მოდრიკნა და გარდამოჴდა. არამედ რომელ-იგი ჩუენ შემძლებელ ვიყვენით დატევნად, ეგრჱთ გამოგუეცხადა, რაჲთა ნახვად მისა და განხილვად და სმენად ზრახვათა მისთა შეუძლოთ.

და ამისთჳსცა ღმრთისა სიტყუამან ჴორცნი და სრული კაცებაჲ დედაკაცისაგან წმიდისა ქალწულისა თავს-იდვა შემოსად; და იშვა, ვითარცაკაცი, რაჲთა გარდაიჴადოს ჩუენი იგი თანა-ნადები და აღასრულოს ვიდრე თავისა თჳსისამდე აბრაჰამის მიმართი იგი აღთქუმაჲ წინა-დაცუეთისაჲ იგი და შემდგომითი შემდგომად შჯულისა მცნებანი.

ხოლო შემდგომად სიტყუათა ამათ წმიდაჲ ქალწული ნაზარეთა წარვიდა. მერმე კუალად ბრძანებამან კეისრისამან ბეთლემდ აღმოსლვაჲ აწჳა. ხოლო იგი იყო ვითარცა სამეუფოჲსაგან ტომისა, სამეუფოსავე მამულსა იოსების თანა, ქმრისა თჳსისა, მოვიდოდა, და ყოვლისა საკჳრველებისა უზეშთაჱსი შეუდგა საიდუმლოჲ. რამეთუ ქალწულმან შვა და მკლავთა ზედა იტჳრთა, რომელსა სიტყჳთა ყოველი დაბადებული უტჳრთავს.

და არცაღა ადგილ იყო სავანესა მას. სძითა იზარდებოდა ყოვლისა სოფლისა გამომზრდელი; სახუეველითა შეიხჳა, რომელსა ყოველი დაბადებული სიტყჳთა უპყრიეს.

ბაგასა მიიწვინა საყდართა ზედა ქერობინთა[სა] მჯდომარჱ; ნათელი ზეცით გარდამოჴდა ყოვლისა დაბადებულისა განმანათლებელი; ერნი ცისანი წინაშე დგეს და ადიდებდეს, რომელი პორველ საუკუნეთა ცათა შინა იდიდების; ვარსკულავი წინა უ(ნა)თებდა და აუწყებდა შორიელთა მათ ჭეშმარიტისა მის აღმოსავალით მომავალთა. და მოვიდეს და ძღუენი მოართვეს მას, რომელი-იგი ჩუენთჳს დაგლახაკნა.
ხოლო წმიდასა მას ქალწულსა დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა, ვითარცა ყოველთა საიდუმლოთა დამტევნელ(სა). რამეთუ შენი არს, ჵ, ქალწულო წ(მიდაო), უზეშთაესი ყოვლისა ქებისა შესხმაჲ მისთჳს, რომელმან-იგი შენგან ჴორცნი შეისხნა ღმერთმან და იშვა ვითარცა კაცი.

შენდა ყოველივე ბუნებაჲ ზეცათაჲ და ქუეყანისაჲ და ქუესკნელთაჲ მსახურებასა შესწირავს თანა-ნადებსა, რამეთუ შენ ჭეშმარიტად საყდრად ქერობინთაგამოშჩნდი; შენ პატიოსანთა მათ და საცნაურთა სამეუფოთა ნათლად ელვის სახედ გამოუბრწყინდები, სადა იდიდების მამაჲ მაღალი, რომლისა-იგი ძალი გაქუნდა საფარველად.

თაყუანის-იცემების ძჱ, რომელი შენ ჴორციელად ჰშევ; დიდებულ არს სული წმიდაჲ, რომელმან მუცელსა შენსა შობაჲ იგი მეუფისა დიდისაჲ მოღუაწებით განაგო. რამეთუ შენ მიერ, მიმადლებულო, სამებაჲ წმიდაჲ და ერთი არსებაჲ სოფელსა ეუწყების. შენ თანა ჩუენცა ღირს მყვენ მოღებად სრულისა შენისა მადლისა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა შუენის მამისა დიდებაჲ წმიდით და თაყუანის-საცემელით სულით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 

მისივე თქმული, მესამჱ


რაჟამს მოვიჴსენი ევაჲსი იგი ურჩებაჲ, ვცრემლოოდი; და რაჟამს ვიხილი ნაყოფი იგი მარიამისი, კუალად განვახლდი, უკუდაო ნათესავით, უხილაო სიკეთითა, პირველ საუკუნეთა ნათელი ნათლისაგან, ღმრთისაგან მამისა იშევ ძჱ ღმრთისაჲ და, სიტყუაჲ რაჲ იყავ, ჴორცნი შეიმოსენ ქალწულისაგან წმიდისა მარიამისა, რაჲთა ჴელითა შენითა წმიდითა შექმნული ადამი კუალად განაახლო.

წმიდაო, უკუდაო, საუკუნეო, მიუწდომელო, უცვალებელო, რომელი ჭეშმარიტი ძჱ ღმრთისაჲ პირველ საუკუნეთაჲ ხარ, სათნო-იყავ შესლვად საშოსა წმიდისა ქალწულისასა, რაჲთა პირველ დაბადებული იგი კაცი ჴელთაგან შენთა წმიდათა და ცოდვითა მომკუდარი კუალად განაახლო.

ნეფსით მოხუედ ნებითა მამისა უხილავისაჲთა. გიღაღადებთ შენ ყოველნი და მეუფედ გხადით, შემწე ჩუენდა იყავ, რომელი იშევ ქალწულისაგან და შეიხჳე სახუეველითა და მიიწვინე ბაგასა და სძითა იზარდებოდე მარიამისაგან, რაჲთა პორველ შექმნული ადამ კუალდ აღადგინო.

ღმრთის მეცნიერებისაჲ რაჲ გემოჲ ვიხილეთ, ჴმაჲ ტკბილი აღმოუტეოთ და ტკბილსა მას ღმრთისა სიტყჳსა ძალსა ვადიდებდეთ, ჴმა-ტკბილისა მის მოძღურისა სღმრთოჲსა მადლისაჲსა ღირსნი ქბანი შევწირნეთ. რამეთუ ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველივე დაბადებული, ხილული და უხილავი ღმრთისა კაცთ-მოყუარებასა უგალობს და ადიდებს მისისა მისთჳს სახიერებისა, რამეთუ ყო ჩუენდა მომართ. რამეთუ ღმერთი იყო და ჴორცითა გამოჩნდა, სიმდაბლჱ გამოუთქუმელი ინება, დედაკაცისაგან წმიდისა იშვა, რჲთა ურჩებ(ითა) მომკუდარი იგი კუალად განაახლოს.

მოვედით, ერნო, და ყოველნი ქალწულისაგან შობილსა უგალობდეთ. რომელი დიდებაჲ და პატივი ღმრთისაჲ უპირადჱს ყოველთა საუკუნეთაჲარს, მსგავსად ვნებისა და სიგლახაკისა ჩუენისა იქმნა დიდად შუენიერი იგი ჴელმწიფებაჲ; რომელი ხატი ღმრთისაჲ იყო, ხატი მონისაჲ შეიმოსა; რომელი მან შეიმოსა ნათელი ვითარცა სამოსელი, იქცეოდა კაცთა შორის ვითარცა შეურაცხი; რომელი ქერობინთა ზედა ბევრეულთაგან ანგელოზთა იდიდების, იქცეოდა სოფელსა შინა; რომელი პირველითვე არს და აცხოვნებს ყოველსა სოფელსა, წმიდისაგან ქალწულისა იშვა, რაჲთა პირველ შექმნული იგი კუალად განაახლოს.

იწყო დასაბამი განკაცებისაჲ ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელთა-დაუსაბამო იყო ღმრთისა და მამისაჲ, რაჲთა აღიყვანოს დაუსაბამოჲსა მის მთავრობისა ღმრთეებისაჲსა დაცემული იგი კაცი.

ხატი მონებისაჲ შეიმოსა წმიდისაგან ქალწულისა, რაჲთა კუალდ-გუაგნეს ჩუენ დიდებულსა მას ხატსა უფლისა ჩუენისასა; შეიმოსა მიწისაგანისაჲ მის ხატი, რაჲთა ზიარ მყვნეს ჩუენ ხატისა მის ზეცისაჲსა; მკლავთა ზედა წმიდისა დედაკაცისათა დაჯდა, რაჲთა მარჯუენით გჳწოდოს ჩუენ თჳსისა მამისა; შეურაცხი გუამი თავს-იდვა შემოსად და მითვე საფლავსა დაიდვა, რაჲთა მკჳდრად გამოგჳრჩინეს ჩუენ საუკუნისა ცხოვრებისა; საშოსა წმიდისა ქალწულისასა დაადგრა მიუწდომელი იგი, რაჲთა ცოდვითა განჴრწნილი ადამ კუალად განაახლოს.

ცხოველი წყაროჲ, ქრისტე ღმერთი ჩუენი, _ ცხოველისა მიმართ ჴმისა გურწმენა, _ ცხორების მომცემელ არს; საიდუმლოჲ ესე ცხორებასა დაუსრულებელსა მდიდრად მოანიჭებს, რომელნი ესვენ მას და სულითა მით მადლისაჲთა თუალთა გულისათა განანათლებს.

ამის დაუწყუედელისა და თაფლის გამომადინებელისაგან წყაროჲსა, რომელთა სარწმუნოებით სწყურის, განძღებიან; რომლისთჳსცა ერთი ჴმაჲ თითოეულსა საცხოვრებელად მსგავსად ღირსებისა განეყოფვის: სწორად მისცემს ჭაბუკთა და ბერთა, დედათა და ყრმათა; ერთისაგან დაუსრულებელისა წყაროჲსა გამოუთქუმელისა ღმრთეებისაჲსა აღმოეცემის მადლი იგი და ნიჭი სულისა წმიდისაჲ; ერთისაგან წმიდისა ქალწულისა მრავალ-სასყიდლისა იგი მარგალიტი გამოვიდა, რაჲთა ცოდვითა მომკუდარი იგი პირველ შექმნული იგი კაცი კუალად განაცხოველოს.

მზჱ სიმართლისაჲ ქუეყანასა ზედა გამოჩნდა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, სახითა ხატად კაცისა მოსლვად ნათე(ს)ავისა ჩუენისა ჯერ-იჩინა; შესხრტულსა მას გ(უა)მსა კაცებისასა ელვარჱ იგი ბრწყინვალებაჲ ღმრთეებისაჲ დაეფარა და სულითა ღმრთეებისაჲთა მოგუეახლა ჩუენ; ანგელოზთა გალობასა ღირს მყვნა ჩუენ გალობად მისა; ოქრო-ფესოვანთაგან ყუავილითა შეთხზულითა გჳრგჳნითა დღესასწაულთ მოყუარეთაჲ მორჩილად მსმენელთა სულთაჲ ჰნებავს გჳრგჳნოსან ყოფაყ; დაუბერებელთაგან სამოთხეთაგან ნაყოფ-შუენიერნი იგი ყუავილნი მოუჴდეთ და ჴელითა მოვისთულნეთ, რამეთუ ღირს არს ღმრთისა სათნოჲ იგი ტაძარი წმიდისა ქალწულისაჲ ესევითარითა გჳრგჳნითა შემკობად. ამისთჳს მისგან განმანათლებელი იგი მარგალიტი გამოვიდა, რაჲთა ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა შთავრდომილი იგი კუალად ნათელსა მას უკუდავებისასა აღმოიყვანოს. საღმრთოთაგან სიტყუათა ქრისტჱ მადლითა რაჲ ვიშუებთ, ღირსნი გალობანი მისა შევწირნეთ საღმრთოთაგან საიდუმლოთა; უკუდავებისა ნაყოფთა მოსტულებად ვისწრაფოთ ღმრთით შემოსილთა მითხრობათა ნაყოფითა სუკნელებისაჲთა; სიტყუათა შინა სარმრთოჲსა მადლისათა ვიშუებდეთ და მყრალობაჲ განბანად ვისწრაფოთ, ხოლო სულნელებაჲ იგი სათნოებათაჲ შევიმოსოთ; ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ შთავიცუათ და სათნოჲ იგი ცხორებაჲ მოვიბლარდნოთ, წმიდაჲ იგი და შეუგინებელი სამოსელი სიწმიდისაჲ დავიმარხოთ, რამეთუ ესე სათნოებაჲ არს მშჳდობისა თანამყოფი და სიყუარულისა თანა-მეუღლჱ, ყუავილი, რომლისაგან სასოებისა სულნელებაჲ გამოვალს.

და რომელნი ამას ზედა კრავნი ძოვენ სარწმუნოებით, ნათლის-სახენი თესლნი სამებასა უგალობენ და ჩუენცა, საყუარელნო, მარანსა მას მაცხოვრისასა მივისწრაფოთ, საღმრთოჲთა სიტყჳთა მადლისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდასა ქალწულსა უგალობდეთ და ვიტყოდით: გიხაროდენ, მიმადლებულო! რამეთუ მისგან გამოვიდა ნათელი იგი მიუწდომელი და განგუანათლა ჩუენ გამოუთქუ(მე)ლითა მით მისითა სახიე(რე)ბი(თა).

კარავი განწმედილი (და) ტაძარი ღმრთისაჲ პატიოსანი ჭეშმარიტად წმიდაჲ ქ(ალ)წული იყო ოქროჲსა იგი ყოვლად დასაწუველთაჲ მათ საკურთხე(ვე)ლი გარდამეტებულ(ისა) მისთჳს მისისა სიწმიდი(სა); სარმრთოჲ იგი შეზავე(ბ)ული საკუმეველი და წმიდაჲ იგი საცხებელი ზეთ(ისა) მრავალ-სასყიდლისა(ჲ) იგი სარწმუნოჲსა ნარდისა ალაბასტრი(საჲ); სამღდელოჲ იგი გჳრგ(ჳნი) გამოუთქუმელისა  (მ)ის ზრახვისა მაუ(წყ)ებელი, რომელი მხოლოჲ (ჴო)რცითა და სულითა  (წმ)იდა იყო; ბჭჱ იგი, რომელი აღმოსავალად ხედვიდა და უფლისა შესლვითა და გამოსლვითა ყოველი სოფელი განანათლა; მსხმოჲ იგი ზეთისხილი, რომლისაგან ჴორციელი იგი უფალი მოიღო სულმან წმიდამან და მრავალ-გუემული ნათესავი კაცთაჲ აღჰმართა.

ესე ქალწულთა სიქადული, დედათა სიხარული, მტავარანგელოზისა მიერ უწყებული, ვითარცა წერილ არს: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა! და კუალად: შენგან, რაჲთა ცოდვითა მომკუდარი იგი ადამ განაახლოს.

მუცელსა ქალწულისასა რაჲ დატევნად ჯერ-იჩინა უფალმან, მთავარანგელოზი წინაჲსწარ მახარებელად მოივლინა, ხოლო იგი გამოუთქუმელთაგან რაჲ ზეცისა ძალთა მარიამისა მოვიდა და პირველად "გიხაროდენ, მიმადლებულო" უქადაგა მას და კუალად მეყსეულად მიაგება, ვითარმედ: უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა სოვრის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ, ხოლო იგი შეძრწუნდა და განიზრახვიდა: ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ესე? შემსგავსებულად სამე წმიდასა მარიამს ქალწულად მადლი იგი გამოირჩევს, რამეთუ ბრძენი იყო ყოვლიტავე წმიდაჲ ესე, ყოველთა ნატესავთა დედათა შორის არასადა იპოვა მსგავს მისა.

არა ვითარ პირველი იგი ქალწული ევა სამოთხესა შინა იპოვა მარტოჲ უსუსური გონებითა და გუელისაგან სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ესრჱთ განიჴრწნა თჳსისაგან გულის ზრახვისა და მის გამო ყოველივე შრომაჲ წმიდათაჲ იქმნა, არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განქარდების.
არა ვითარ-იგი სარას რაჲ ეხარა ძისა მიდგომილობისათჳს და თავჴედად იცინოდა; არა ვითარ-იგი რებეკა სამკაული იგი ნებით თჳსით მეყსეულად შეიწყნარა და გულს-მოდგინედ აქლემთა მათ ქმრისა თჳსისატა ასუმიდა წყალსა; არა ვითარ ყოველმან დედალკაცმან მხიარულებაჲ იგი მოკითხვისაჲ განუკითხველად შეიწყნარა, არამედ განცხოველებულითა გონებითა და განათლებულითა გულის სიტყჳთა თავით თჳსით განიზრახვიდა და იტყოდა: ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ესე? ვინაჲ-მე აქუს (თ)ავი ნიჭსა ამას? ვინაჲ ჩუენდა ესევითარი კურთხევაჲ მოიღე? რომელთა საფასეთაგან მარგალიტი ესე სიტყუა(ჲ) მოივლინა ჩუენდა?მ(ნე)ბავს, რაჲთა უწყოდი: რაჲ არს ნიჭი იგი და ვინ არს მომღებელი, ანუ ვინაჲ არს მომძღუნებელი იგი? ზეცით მოსრულხ(არ) და კაცისა ხატად აჩუენებ და ლა(მპ)არ ნათლის ელვა(რე) ხარ.
ამას თავ(ით) თჳსით წმიდაჲ იგი განიზრახვიდა და იტყოდა. ხოლო ანგელოზმან მან ესევითარითა სიტყჳთა მარიამისგან კითხვაჲ იგი დაუჴსნა და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ, რომლისაგან მუცლად-იღო და შვე ძჱ და უწოდი სახელი მისი იესუ, რაჲთა იჴსნეს ნათესავი კაცთაჲ სიკუდილისაგან ცოდვათაჲსა.

მერმე კუალად მიუგო მარიამ ანგელოზსა მას და ჰრქუა: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მამაკაცი ქუეყანისაჲ ცნობად არა მნებავს? რამეთუ ზეცისასა მას სიძესა თავი თჳსი განუკუთნე; ქალწულად მნებავს დადგრომად და პატივი ქალწულებისაჲ არა მნებავს განცემად.

ხოლო ანგელოზი იგი ესევითარითა სიტყჳთა წმიდასა მას განამტკიცებდა: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპვე მადლი წინაშე ღმრთისა. მადლსა მას ნუ განიკითხავ, რამეთუ შჯულთა ბუნებისათა მადლმან დამონებად არა თავს-იდვას. ხოლო სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა. ამისთჳსცა შობილი იგი ძჱ ღმრთისაჲ თანა-ხატი და თანა-არსი და თანა-მსგავსი მამისაჲ, რომელსა შინა ყოველივე აქუს მამასა: ღმრთეებისა გამოცხადებაჲ, ხატი პირსა შინა და ბრწყინვალებისაგან დიდებაჲ იგი განახლდების.

ისწავენ, ჵ მარიამ, რომელნი აქამომდე ანგელოზთაგანცა დაფარულ იყვნეს; გულისხმა-ყვენ, მარიამ, რომელნი წინაწარმეტყუელთა და მამათ მთავართა ვერ იცოდეს; გესმა, რომელსა ვერსადა ვინ კრებულთაგანი ღმერთ-შემოსილთაჲ ღირს იქმნა. დავით და ესია და ყოველნი წინაწარმეტყუელნი უფლისა განკაცებისათჳს წინავე ქადაგებდეს, არამედ ვითარ ეგულებოდა ყოფად, არა უწყოდეს, შენ ხოლო მარტოდ, ჵ წმიდაო ქალწულო, რომელთა ყოველნი უმეცარ არიან საიდუმლოთა, შეიწყნარე და ისწავე და ნუ განიზრახავ და იტყჳ: "ვითარ-მე იყოს ჩემდა ესე"? რამეთუ რომელმან ქალწულისგან ქუეყანისა შექმნა კაცი, აწცა მანვე ყოს, ვითარცა უნდეს, რაჲთა აცხოვნოს თჳსი იგი შექმნული.

აწ ღმრთეებისა გამომეტყუელებისა გამოუთქუმელისა ნათლისა ლამპარნი ელვარედ გამობრწყინდებიან; აწ დამაკჳრვებს მე წმიდისა ქალწულისა სახჱ, ვითარცა-იგი შემსგავსებულად ესე ანგელოზმან ყოვლისა უპირადჱს ეევითარითა სიტყჳთა მოიკითხა, ვითარმედ: "გიხაროდენ, მიმადლებულო"!

ყოველთაგან ნათესავთა შობად ღმრთისა ესე ხოლო ღირს იქმნა, მარ(ტო)მან იტჳრთა, რომელსა სიტყჳთა უტჳრთვან. და არა ხოლო თუ შუენიერებაჲ იგი ღმრთის-მშობელისაჲ, დასაკჳრვებელ არს სულისა მისისაჲცა იგი სათნოებაჲ; რომლისათჳსცა ანგელოზმან მან უღაღადა მას, ვითარმედ: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა"! და მერმე კუალად: "შ(ენგან)", რაჲთა ხატად თჳსა შექმნული იგი აცხოვნოს. ვითარცა მოწყალემან სავანედ ღმერთსა წმიდაჲ სული თჳსი განუმზადა, უცხოთა საიდუმლოთა დამტევნელ იქმნა.
მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და ჩუენცა მსგავსად ძალისა ჩუენისა თანა-ნადებნი იგი გარდავიჴადოთ; ჴმასა მას ანგელოზისასა ჩუენცა შეუდგინოთ და ვღაღატ-ყოთ: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა!" რამეთუ შენდა არს სიხარული, ვითარცა არს ჭეშმარიტ, ამისთჳს რამეთუ შენ თანა და შენ შორის უფალმან ყოველთამან დაიმკჳდრა, ვითარცა უწყის. გიხაროდენ, მიმადლებულო! შენ თანა უფალი! და არა ქუეყანისაგანი სიძჱ, თჳთ იგი თავადი უფალი და სიწმიდისა მამაჲ, ქალწულებისა მცველი და სიწმიდისა უფალი, უჴრწნილებისა იგი შემოქმედი და აზნაურებისა მომცემელი და ცხოვრებისა იგი მოღუაწჱ და ჭეშმარიტებისა და მშჳდობისა მეუნჯჱ და მომცემელი, _ იგი თავადი უფალი შენ თანა, რამეთუ შენ შორის ღმრთეებისა მადლმან განისუენა, რაჲთა აცხოვნოს ნათესავი კაცთაჲ, ვითარცა მოწყალემან უფალმან, და არღარა ეშინის ადამს გუელისა მისთჳს მზაკუვარისა, რამეთუ მო-რაჲ-ვიდა უფალი ჩუენი, ყოველი ძალი მტერისაჲ განაბნია და არღარა ეშინის ნათესავსა კაცთასა ზაკუვისა მისთჳს გუელისა და საცთურისა, რამეთუ უფალმან ცუენმან შემუსრა თავები ვეშაპისაჲ წყლითა მით ნათლის-ღებისაჲთა.

არღარა მეშინის მე სმენად, ვითარმედ: მიწაჲ ხარ და მიწადვე წარხჳდე , რამეთუ უფალმან წმიდითა მით ნათლის-ცემითა მწინკული იგი ცოდვისაჲ განმბანა მე; არღარა ვტირ, არღარა ვიგლოვ, არღარა ვიტყჳ მე, ვითარმედ: მივიქცე მე გლახხაკებად, რამეთუ განმესხა მე ეკალი, რამეთუ უფალმან ეკალთა ჩუენთაჲ იგი ცოდვაჲ აღმოჰფხურა და თავსა ზედა თჳსსა გჳრგჳნად დაიდგა.

დაჴსნილ არს ციდვაჲ იგი ცუენი; დაჴსნილ არს პირველი იგი ჩუენი წყევაჲ, რომელი იტყჳს: ეკალთა და კუროჲსთავთა აღმოგიცჱნებდეს შენ ქუეყანაჲ. აღმოიფხურა ეკალი იგი, აღმოჴუარდა კუროჲსთავი იგი, აღყუავდა წმიდისაგან ქალწულისა ხჱ იგი ცხორებისაჲ და მადლისაჲ.

არღარა ეშინის ევას ყუედრებისაგნ, არცაღა შობადისა მის(თჳს) სალმობისა, რამეთუ წმიდისაგან ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განქარ(და) მის გამო, რომელი-იგი მის(გან) იშვა, რაჲთა აცხოვნოს, რომელი-იგი ხატად თჳსა შე(ქმნა).

წყარო ცხორების მე(ყავ)ნ ჩუენ წმიდაჲ ქალწული, წყარ(ო) ნათლის ქრისტჱს მიმართ არს და აღმოსავალ საცნაურისა მის ნათლისა. გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა და შენგან, რომელი ღმრთეებითა სრულ და კაცებითა სრულ; რომელსა შ(ინა) დამკჳდრებულ არს (ყოველი)ვე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ. გიხაროდენ, მიმალებულო! უფალი შენ თანა, მჴევლისა თანა მეუფჱ, შეუგინებელისა თანა განმწმედელი ყოველთაჲ, შუენიერისა თანა შუენიერი იგი სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა, რაჲთა აცხოვნოს რომელი-იგი ხატად თჳსა შექმნა.

სიტყჳთა საღმრთოჲთა მადლისაჲთა და სარწმუნოებისაჲთა ვიხარებდეთ, რამეთუ ვარდითა და შროშნითა და სულნელებისა ნელსაცხებლითა უჴრწნელი იგი არჱ ჩუენი _ ქრისტჱ ჩუენდა მოვიდა. შუენიერმან ეკლესიათა სამოთხემან საღმრთოთაგან სულნელებათა დასაკრებელნი სულთა ჩუენთანი აღავსნა.

წმიდითა გულითა მოუჴდეთ და ვპოოთ ოქრო-ბრკინვალჱ იგი სარწმუნოებაჲ ელვარჱ და ნაყოფნი უკუდავებისანი მას შინა სულნელებითა სავსენი, რამეთუ უჴრწნელებისაგან მარიამისა ნაყოფ-შუენიერი იგი ხჱ აღმოსცჱნდა, რაჲთა ვითარცა წმიდამან და მოწყალემან აცხოვნოს თჳსი იგი შექმნული.

ბრძენი იყო ყოვლითავე წმიდაჲ იგი, ყოველთა შორის ნათესავთა არავინ დედათა შორის მსგავს მისა იპოვა. არა ვითარ პირველი იგი ქალწული ევა მარტოჲ სამოთხესა შინა უსუსური გონებითა შეიტყუვა გუელისაგან და ესრჱთ სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და სიკუდილი სოფლად შემოიღო და ამისთჳსცა ყოველი შრომაჲ წმიდათა შეამთხჳა, არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა მარიამისა ნერგი იგი ცხორებისაჲ აღმოგჳცჱნა ჩუენ. და რამეთუ ესე მარტოჲ სულითა და ჴორცითა იპოვა წმიდა და გულ-დებულითა გონებითა ანგელოზსა მას ეტყოდა: ვინაჲ არს მოკითხვაჲ ესე და ვითარ იყოს ესე ჩემდა? მინებს სწავლის, ვითარ დიდად შუენიერი იგი ჴელმწიფებაჲ მოგუემსგავსების ჩუენსა ამას სიგლახაკესა? ვითარ, რომელსა-იგი აქუს ძლიერებისა ჴელმწიფებაჲ, შეიმოსს ხატსა ჩუენისა შეურაცხებისასა? და რომელი უპირადჱს საუკუნეთა ღმერთ არს, ვითარ ყრმა იქმნების და ჴორციელ ი(ქმ)ნების, რომელმან შეიმოსა ნათელი  (ვ~ა) სამოსელი და აცხოვნებს თჳსთა დაბადებულთა? ესევითართა საიდუმლოთა წმიდაჲ ქალწული ეძიებდა, მიუწდომელთა და საღმრთოთა საიდუმლოთა დამტევნელ იქმმ(ნა და)ფარვითა სულისა (წ~დი)საჲთა.

და გამოჴ(და) ჭეშმარიტებაჲ იგი (გუ)ამისაჲ გუამისა(გან), და რომელიგი თქჳს, ვითარმედ: სიბრძნემან იშჱნა თავისა თჳსისა სახ(ლი), სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკ(ჳდ)რა ჩუენ შორის, ესე იგი არს, მასვე გუამსა შინა, რომელ შეემოსა კაცისაგან და სულითა საშუმინველისაჲთა (ცხო)ველ ყო და უც(ვალე) ბელმან ღმერთმან ხატი მონებისაჲ შეიმოსა, რაჲთა ურწმუნოთა საგონებელ იყოს ვითარცა კაცი, ხოლო მორწმუნეთა გამოეცხადოს ვითარცა ღმერთი, რაჲთა პირველ შექმნული იგი კუალად განაახლოს.

ძე ღმრთის და ღმერთ უპირადჱს საუკუნეთა რაჲ იყო, ძედ დედეკაცისა წმიდისა ჯერ-იჩინა ყოფად და უხილავი იგი იხილეს, და მდიდარი იგი ჩუენთჳს დაგლახაკნა და უვნებელმან მან და უკუდავმან ივნო ვითარცა კაცმან: შეიერთა ჴორცითა და არა იცვალა სულითა, მოკუდავსა გუამსა დაიტია დაუტევნელი იგი, რაჲთა იგიცა უკუდავ ყოს, და თანა-უკუდავ ყო ღმრთეებისა, რაჲთა ჴელთაგან მისთა წმიდათა შექმნული იგი კუალად განაახლოს.

ნათელი მოვიდა სოფლად _ ქრისტე რმერთი ჩუენი, და განანათლებს ყოველთავე ნათლითა მით გამოუთქუმელითა; ჴმაჲ მამისა უხლილავისაჲ ზეგარდამო წამებს: ესე არს ძჱ ჩემი, სიტყუაჲ უპირადჱს საუკუნეთა არს.

ხოლო მარიამ სიტყჳთა მით ანგელოზისაჲთა მოიზღუდვოდა; ხოლო შობასა მას უფლისასა განიზრახვიდა, და უსწორებელსა გულის-სიტყუას კაცობრივსა განიზრახვვიდა: ოდესმე სიმაღლესა ღმრთეებისასა აღიწეოდა და ოდესმე სიმდაბლესა კაცობრივსა გულს-ეტყოდა და ესრჱთ საცნაურისა მის სასწორისა ორკერძოვე გამოიკულევდა. მაშინღა ჭეშმარიტისა მის ღმრთისა მიერ შეწევნასა ღირს იქმნა, რამეთუ რომელმან წმიდაჲ იგი ქალწულებისა ქმარი უვნებელად დაიცვა და გულისაჲცა განსაკითხავი უქცეველ ყო. და აცხოვნებს დაბადებულთა, რომელნი ხატად თჳსა შექმნა.
მადლი ჩუენდა მოვიდა ქალწულისაგან მარიამისა _ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ, რომელი იშვა მისგან, მადლითა გუაცხოვნებს ჩუენ დამბადებლი, ყოველთაჲ, იხარებს ყოველი დაბადებული, რამეთუ ქრისტჱ სოფელსა შინა იშვა _ უგამოცდილებისა დრაჰკანი, რაჲთა მოიგოს სასუფეველისა იგი საყოფელი; სიხარულითა შინაგან წმიდაჲ იგი ქალწული აღივსებოდა მის მიერ, რომელმან-იგი მისგან ჴჵრცნი შეისხნა, რაჲთა დაცემული იგი ცოდვასა ქუეშე  კუალად განაახლოს.

გიგალობთ შენ, წმიდაო მამაო, რამეთუ ვიხილეთ ნათელი დიდი, რომელ მოგუეც ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი წმიდისაგნ ქ(ალ)წულისა იშვა, აღა(სრ)ულნა ღმრთეებით სა(კჳრ)ველებანი და ვნება(ნი) ჩუენთჳს თჳსითა ჴო(რც)ითა, თავს ისხნა ს(ა)შუმინველითა და სული(თა). და ცუენცა, ვიდრე ჴორცთ(ა) შინა ვართ, ღმრთეება(სა) ანგელოზებრითა გალ(ობ)ითა სათნო-ყოფად ვისწრაფოთ გამო(ჩინ)ებულითა სახითა (და ს)აღმრთოთა მათ მ(ეც)ნიერებათა ჭეშმა(რიტ)ებითა მორწმუნ(ესა) გონებასა ჩუენსა და(ვს)თესოთ, რამეთუ არს საიდუმლ(ოჲ ე)სე მიუწდომელ, (უხ)ილავ,უცვალებელ, გამოუთქუმელ, მდუმრიად თაყუანის-საცემელ და, გონიერებითა დასაკჳრვებელ.

და ესეცა წმიდაჲ ქალწული დაჰკჳრდა და, ვითარ ნათლისა იგი ბრწყინვალებაჲ დედაკაცისა ნასობ იქმნა, საფასესა მას ცხორებისასა შეიტყბობდა და მოკითხვასა მთავარანგელოზისასა განიზრახვიდა, ვიდრემდე სრულიად გამოიღო ნაყოფი იგი მაცხოვარებისაჲ, რაჲთა აცხოვნოს კაცი.

აქა უკუე ამიერითგან ხატ-შუენიერნი იგი ყუავილნი ქრისტჱს მოძღურებისანი ნაყოფთა კურთხევისათა გამოგჳცჱნებენ ჩუენ; აქა ყოველივე სიწმიდჱ და სულნელებაჲ და ლოცვისა იგი საკუმეველი წმიდითა გონებითა ღმრთისა შევწიროთ; აქა ქალწულებამან და სიწმიდემან მოხარულად ცხოვრებითა შემოსილი იგი ტევანი გამოიღო; აქა მოღუაწებანი იგი ძლევითა შემოსილისა ძლიერებისანი ნაყოფთა სიხარულისათა; აქა სამებისა წმიდისა იგი საიდუმლოჲ მთავარანგელოზისა მიერ წმიდასა ქალწულსა გამოეცხადა მსგავსად სახარებისა, ვითარმედ: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ და შობილი იგი წმიდაჲ ძჱ ღმრთისაჲ.

მისა დიდებაჲ და პატივი და სიმტკიცჱ და თაყუანის-ცემაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.




ქადაგებები დაცულია სინურ მრავალთავში

კატეგორია: † გრიგოლ ნეოკესარიელი | დაამატა: vasoelis (02.09.2013)
ნანახია: 642 | თეგები: წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელი, ძველი ქართული ვერსია, ხარებისადმი მიძღვნილი სამი ქადაგება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები
 

edisher.do.am © 2013 - 2020