საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
† პატროლოგია და პატრისტიკა [1]
† დოგმატი და დოქსა [1]
† ორთოდოქსია [1]
† ქრისტიანული ლიტერატურის რაობა [1]
† ჰაგიოგრაფია [1]
† აპოკრიფები [1]
† ეგზეგეტიკა [1]
† დოგმატიკა [1]
† პოლემიკა [1]
† ასკეტიკა [1]
† ფილოსოფია [1]
† ლიტურგიკა [1]
† ჰიმნოგრაფია [1]
† ენის ფენომენი [1]
† პატროლოგია და სქოლასტიკა [1]
† მოციქულთა სიმბოლო [1]
† „დიდაქეს“ შესახებ [3]
† კლიმენტი რომაელი [1]
† ეგნატე ანტიოქიელი [1]
† ეპისტოლე დიოგნეტესადმი [1]
† არეოპაგიტული თხზულებები [6]
† ერმი - მწყემსი [2]
† აპოლოგეტური ეპოქა [1]
† არისტიდე, ათენელი ფილოსოფოსი [1]
† ბალავარიანი [1]
† არისტონ პელაიელი. იუსტინე მარტვილი [3]
† ტატიანე სირიელი [1]
† თეოფილე ანტიოქიელი [2]
† ირინეოს ლიონელი [4]
† პანტენოს ალექსანდრიელი [1]
† კლიმენტი ალექსანდრიელი [3]
† ორიგენე [1]
† წარწყმედის რაობა [1]
† დიონისე ალექსანდრიელი [1]
† გრიგოლ ნეოკესარიელი [3]
† ლათინურ ენოვანი ქრისტიანული მწერლობა [1]
† მინუციუს ფელიქსი - 'ოქტავიუსი' [1]
†ტერტულიანე [1]
† II-III საუკუნეების რომის პაპები [1]
† იპოლიტე რომაელი [4]
† კვიპრიანე კართაგენელი [4]
† ნოვატიანუსი [1]
† ქრისტიანული პოეზიის სათავეები [1]
† ამონიოს, თეოგნოსტოს და პიერიუს ალექსანდრიელები [1]
† პიერიუსი და წმ. პეტრე ალექსანდრიელი [1]
† არქელაოსი კასქარის ეპისკოპოსი და მანიქეველობა [1]
† თეონა ალექსანდრიელი [1]
† ფილეოსი [1]
† გრიგოლ პართეველი [1]
† პამფილე კესარიელი [1]
† მეთოდე, პატრელი ეპისკოპოსი [1]
† ქრისტიანობის ისტორია დევნიდან აღიარებამდე [1]
† მსოფლიო საეკლესიო კრებები [9]
† განდეგილური მოღვაწეობა [4]
† არიანული ერესი [1]
† იაკობ ნიზიბიელი [1]
† ევსტათი ანტიოქიელი [1]
† ანტონი დიდი [1]
† არიოზი [1]
† ევსები ნიკომიდიელი [1]
† ქართული მესიანიზმი [7]
† ათანასე ალექსანდრიელი [6]
† მაკარი დიდი, ეგვიპტელი [4]
† მაკარი ალექსანდრიელი, ჰორსისიუსი, თეოდორე [1]
† ევაგრე პონტოელი,პალადი ჰელენოპოლელი [3]
† თეოგონიოს ნიკიელი, ასტერიოს სოფისტი [0]
† მარკელოზ ანკვირელი [1]
† სამი დიდი კაბადოკიელი მამა [1]
† ბასილი დიდი [8]
† გრიგოლ ღვთისმეტყველი [8]
† გრიგოლ ნოსელი [8]
† კაბადოკიელი მამების წარმომავლობა [1]
† იოანე ოქროპირი [27]
† ტერმინი "ხატი" და ყოვლადწმიდა სამება [1]
† ტერმინები: "ხატი" და "არქეტიპი [1]
† ტერმინი "ხატი" ძე ღმერთი და ქმნილება [1]
† ადამიანის ღვთისადმი ხატება [1]
† ადამიანის ღვთისადმი მსგავსება [1]
† კირილე ალექსანდრიელი [11]
† მაცხოვრის ორბუნებოვნება [0]
† თეოდორიტე კვირელი [0]
† ქართლის სულიერი არჩევანი [0]
† კირიონ I, კათალიკოსი [0]
† ქართული საეკლესიო ლიტერატურის აღმოცენება [0]
† მრავალთავი [0]
† სვინაქსარი და ლექციონარი [0]
† იერუსალიმური ლექციონარი [0]
† იადგარი [0]
†ლოცვანი [0]
†ქრისტიანობა და ფილოსოფია [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები » † გრიგოლ ნეოკესარიელი

წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელი ეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედის კანონიკური ეპისტოლე

† წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელი ეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედის კანონიკური ეპისტოლე

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მათ შესახებ, რომლებსაც ბარბაროსთა დამარბეველი შემოსევების დროს კერპთა შენაწირევი უჭამიათ, ან სხვა რაიმეთი ცდუნებულან

 

საჭმელი არ შეგვაგინებს ჩვენ, სამღვდელოო პაპა, თუმცა კი ტყვეებმა ჭამეს ის, რაც მისცეს მათ დამტყვევებლებმა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველა ერთხმად ამბობს და იმეორებს, კერპებისათვის არ შეუწირავთ შესაწირავი ბარბაროსებსო, როცა ისინი ჩვენს მხარეში შემოვიდნენ. ხოლო მოციქული ამბობს: "საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, ხოლო უფალი იმასაც და ამასაც განაქარვებს" (I კორ. 6,13). მაცხოვარიც, რომელმაც წმინდა ყო ყველა საჭმელი, ამბობს: "არა შემავალი შეაგინებსო კაცს, არამედ გამომავალი" (მათე 15,11).

 

თუ ტყვე ქალები მათი ხორცის გახრწნით შეგინებულ იქნენ ბარბაროსთა მიერ და თუ რომელიმე მათგანის ცხოვრება ადრეც განსაკითხავი იყო და ცხოვრობდა როგორც მეძავი, ცხადია წმინდა წერილისამებრ, რომ მეძავის ჩვევები და ქცევა მოსალოდნელია ამთგან ტყვეობის დროსაც. ასეთები ლოცვას მაშინვე არ უნდა ვაზიაროთ. ხოლო ვინც ფრიად სიწმინდით ცხოვრობდა, პატიოსანი და ეჭვისაგან თავისუფალი იყო თავიდან და დიდი ჭირისა და იძულების შედეგად შეგინებულ იქნა, ასეთებისათვის მაგალითად გვყავს მეორე სჯულთა წიგნში მოხსენიებული ქალწული, რომელიც ველზე ნახა კაცმა და იძულებით დაწვა მასთან. ნათქვამია, რომ ”ქალწულს არაფერი უნდა უყონ, რადგანაც მას არ ჩაუდენია სასიკვდილო ცოდვა. თუ კაცი ვინმე აუმხედრდება თავის მოყვარეს და მოკლავს მის სულს, ასევე ეს საქმეც. იყვირა ქალწულმა და შემწე არავინ იყო მისი” (მეორე სჯ. 22,26-27). ეს უკანასკნელნიც ასევე უდანაშაულონი არიან.

ხოლო ანგარება ბოროტი საქმეა. შეუძლებელია ერთ ეპისტოლეში მოხსენიება ყველა საღმრთო წიგნისა, რომელშიც იქადაგება, რომ ავაზაკობას უნდა გავექცეთ და განვაგდოთ იგი ჩვენგან, და რომელშიც ანგარება და სხვისი კუთვნილის მოხვეჭაც განქიქებული და ღმრთის ეკლესიისგან განდევნილია. ხოლო ბარბაროსთა დამარბეველი შემოსევებისა და ასეთი განწირულობის დროს, როდესაც ყოველმხრივ თავში ცემასა და გოდებაში არიან და ყველა ვაებითაა სავსე, ამ დამღუპველი დროის თავის სასარგებლოდ გამოყენება და ქონების მოხვეჭა არის უღმრთო და ღმერთის გამამწარებელ კაცთა დამახასიათებელი, რომლებიც უკიდურეს უღმერთოებამდე არიან მისულნი. ასეთები შეჩვენებით განქიქებულ უნდა იქნენ, რომ მათი საქციელით გამოწვეული რისხვა მთელ ერს არ დაატყდეს თავს. პირველად უნდა დაისაჯნონ ხელისუფლების მქონენი და ასეთი საქმის მოქმედ კაცთა წინამძღოლნი, რადგან მეშინია, როგორც წერილი ამბობს: ”ვაი თუ, წარწყმდეს მართალი უღმრთოსთან ერთად” (დაბ. 18,23). და მოციქული ამბობს: ”სიძვა და ანგარება, რომელთა გამო მოვა ღმრთის რისხვა ურწმუნოთა შვილებზე, ნუ იქნება სახელდებული თქვენს შორის და ნუ ეზიარებით მათ, რადგან ოდესღაც იყავით ბნელნი, ხოლო ახლა ხართ ნათელნი უფლის მიერ. იარეთ ისე, როგორც ნათლის შვილებმა, რადგან ნათლის ნაყოფი სახიერებით, სიმართლითა და სრული ჭეშმარიტებით გამოიცდება, შეიცანით თუ რა არის უფლისათვის მოსაწონი. ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს. ამხილეთ ისინი, რადგან მათ მიერ ფარულად ქმნილი სათქმელადაც საძაგელია, ხოლო ყველა მხილებული ნათლის მიერ გამოჩნდება” (ეფეს. 5,6-13). ამას წერს მოცქიული.

თუ პირველი ანგარების გამო ვინმეს სასჯელი ექნება მოხდილი და ცუდი დროის ხელახლა დადგომისთანავე ისევ ანგარებას დაუბრუნდება და თავისი თავისთვის სასარგებლო საქმეებს გააკეთებს სისხლითა და ადამიანთა ჟლეტით, ტყვეთა და ლტოლვილთა მოსპობით, რაღას უნდა ველოდეთ სხვას, თუ არა რისხვის მოტანას ასეთი ანგარების მოღვაწეთაგან თავისთვისაც და მთელი ერისთვისაც!

ზარას აქარმა რომ შესცოდა დაფიცებულზე, ისრაელის მთელ კრებულზე მოიწია ღმრთის რისხვა (შდრ. ისუ ნავესი 7). და აი ერთმა შესცოდა, განა მატო ის ერთი მოკვდა ცოდვაში? ყველა ქონება, რომელიც უცხო იქნება და არა ჩვენი, შეჩვენებულად უნდა ჩავთვალოთ ამ დროს, რადგან აქარმა მოიპარა ნადავლისაგან, და ესენიც ნადავლისაგან იხვეჭენ. აქარმა მტრისა მოიპარა, ესენი კი ძმათაგან ითვისებენ და შეიძენენ თავის დასაღუპავად.

ნურავინ იცთუნებს თავს იმით, რომ იპოვა უცხო რაიმე, რადგან არც ნაპოვნი უნდა გახდეს ანგარების წყარო. მეორე სჯულისაში ნათქვამია: ”თუ იპოვნი შენი ძმის გზააბნეულ ხბოსა და ცხვარს, გაიდევნე ისინი წინ და დაუბრუნე შენს ძმას. თუ ახლოს არ არის შენი ძმა და არც არა იცის რა მან, თავი მოუყარე მათ, მიიყვანე შენთან, სანამ არ მოძებნის მათ შენი ძმა, და მიეცი ისინი მას. ასე მოექეც მის ვირსაც, მის სამოსელსაც, ასევე უყავ ყველაფერს დაკარგულს შენი ძმისას, რაც მან დაკარგა და შენ იპოვნე” (II სჯ. 22,1-3). ამას ამბობს მეორე სჯულისა, ხოლო გამოსლვათა წიგნში ნათქვამია: არა ხოლო თუ ძმის რაიმე ვინმემ იპოვოს, არამედ მტრისაც, ისიც უნდა დააბრუნოს მათი პატრონის სახლში (გამოსლ. 23,4). თუ არ შეიძლება, რომ მშვიდობიან დროში ვინმე ნეტარებას ეძლეოდეს, ზარმაცოობდეს, თავისას არად აგდებდეს და ძმისას და მტრისას იხვეჭდეს, რამდენად უფრო დაუშვებელი და უჯეროა ამის ქმნა ძნელბედობის, მომხვდური მტრისგან ლტოლვის, გაჭირვების გამო საკუთარი ქონების მიტოვების ჟამს.

ზოგნი თავს იცთუნებენ და თავისი დაკარგული ქონების სანაცვლოდ სხვისას, რასაც იპოვნიან, ეპატრონებიან. რადგან მათ თავს ესხმიან ვორადები და გოთები,  თვითონ სხვების მიმართ იქცევიან ვორადად და გოთად. ამისთვის ვგზავნით თქვენთან ჩვენს ძმასა და თანაბერს ეფროსინეს, რომ აქაური წესისამებრ მანდაც ასწავლოს, თუ ვისგან შეიძება ბრალდების მიღება, ვინც უნდა დაისაჯოს ლოცვათა უზიარებლობით. მანდედან ამბავი მოგვივიდა, რომ თქვენს ქვეყანაში მოხდა რაღაც ძნელად დასაჯერებელი რამ, რაც უნდა ჩაიდინოს ნამდვილად ურწმუნომ, უღმერთომ და ისეთმა, ვინაც ღმრთის სახელიც კი არ იცის. ისეთ კაცთმოძულეობამდე და უსახურობამდე მიაღწია ზოგმა, რომ ბარბაროსთა ტყვეობიდან გამოქცეულებს თვითონ ატყვევებენ. მიავლინეთ ვინმე მათთან, რომ მეხისტეხა არ დაატყდეთ თავს ამგვარი საქმის ჩამდენთ.

თუ ვინმე დარჩა ბარბაროსთა შორის, მათთან დიდი ხნის ტყვეობის შემდეგ დაივიწყა, რომ პონტოელი იყო და ქრისტიანი, და სრულიად გაბარბაროსებული თავისი ტომის ადამაინებსა და ნათესავებს ხოცავს მახვილით ან ჩამოხრჩობით, და მტრებს უჩვენებს კიდეც გზასა და სახლებს, რომლებიც არ იციან მტრებმა, ასეთებს არ ეძლევათ ნება ეკლესიაში მსმენელებთან დგომისაც კი, და ასე უნდა დარჩნენ მანამ, სანამ რაიმე საერთო გადაწყვეტილებას მიიღებენ ერთად შეკრებილი წმინდანები ან მათი წმინდა სულები.

რომლებმაც მტრის (ბარბაროსთა) თავდასხმის დროს გაბედავს უცხო სახლებში შეჭრა, თუ მათი ასეთი მოქმედება ნამდვილად დადასტურდება, ისინი მსმენელებთან ერთად დგომის ღირსნიც ნუ იქნებიან. ხოლო თუ თავს გაიმართლებენ ან დააბრუნებენ წაღებულს, მაშინ ისინი შეწყნარებულთა წესით შეუვრდებიან.

ვინც ველზე იპოვოს მეზობლის ქონება და მიიხვეჭოს, ან თავის სახლში ბარბაროსთა წასვლის შემდეგ დარჩენილი სხვისი ქონება მიისაკუთროს, თუ ასეთ საქმეში დასმენილნი იქნებიან, მათი მოქმედება ნივთიერი მტკიცებით უნდა დადასტურდეს. ასეთები ასევე შევრდომით დადგებიან. თუ თავს გაიმართლებენ, (და ნაპოვნს დააბრუნებენ), ლოცვის ზიარების ღირსნიც გახდებიან.

ამ მცნების აღმსრულებლებმა ეს უნდა გააკეთონ ყოველგვარი ანგარების გარეშე. [და ამისთვის] არ უნდა მიიღონ არც ვახში, არც ქრთამი, არც პროცენტი, არც რაიმე ამგვარი, რა სახელიც არ უნდა უწოდონ ამას.

შეტირილი ხდება სამლოცველო ტაძრის ბჭის გარეთ, სადაც შემცოდველმა უნდა სთხოვოს შემსვლელ მორწმუნეთ, რომ მათ ილოცონ მისთვის. მსმენელობა ხდება ბჭის  შიგნით, სტოაში, სადაც ცოდვილი უნდა იდგეს კათაკმეველთა ლოცვის დაწყებამდე და შემდგომ გამოვიდეს. რადგანაც კანონი ამბობს: წმ. წერილისა და მოძღვრების მოსმენის დროს განიდევნოს და ნუ გახდეს ლოცვის ღირსი.

შევრდომის წესი არის, როდესაც მონანული დგას ტაძრის ბჭის შიგნით და გამოდის კათაკმევლებთან ერთდ. თანამდგომარეთა წესი კი არის, როდესაც მონანული დგას მორწმუნეებთან ერთად და არ გამოდის გარეთ კათაკმეველებთან ერთად. საბოლოო კი არის წმინდა საიდუმლოთა ზიარება.

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

დასასრული

კატეგორია: † გრიგოლ ნეოკესარიელი | დაამატა: vasoelis (02.09.2013)
ნანახია: 1033 | თეგები: ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიელი, კანონიკური ეპისტოლე, წმიდა გრიგოლ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები
 

edisher.do.am © 2013 - 2020