† წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველიწინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი ყრმა გრიგოლი ქრისტიანულად იზრდებოდა. იგი თავიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისაგან განსაკუთრებული გონიერებითა და სწავლაში გულმოდგინებით. თამაში, გართობა და ათასგვარი სანახაობა არ იზიდავდა და მთელ დროს წიგნის კითხვას ანდომებდა, დედა კი ქრისტიანულ ცხოვრებას ასწავლიდა. წმიდა გრიგოლი განსაკუთრებით ცდილობდა სულის სიწმინდისა და სხეულის უმანკოების დაცვას, ერიდებოდა ზედმეტ ჭამა-სმას, ღვინის სმასა და ფუჭ დროსტარებას. სწავლის გასაგრძელებლად წმიდა გრიგოლი ჯერ პალესტინის კესარიაში ჩავიდა, მერე კი ალექსანდრიას მიმართა, სადაც ცნობილი მასწავლებლების ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ძველ ელინურ სიბრძნეს. მალე იგი ათენს გაემგზავრა გემით, რომელსაც მძვინვარე ქარიშხალი დაღუპვას უქადდა, მაგრამ ღმერთის შეწევნითა და წმიდა გრიგოლის ლოცვით გადარჩა. როგორც ვიცით, ათენში გრიგოლი გაეცნო და დაუმეგობრდა ბასილი დიდს. როდესაც ბასილი დიდი ეგვიპტეში გაემგზავრა, გრიგოლი ერთხანს ათენში დარჩა და რიტორიკას ასწავლიდა, მერე კი, რომ გაიგო, მამამისი ნაზიანზის ეპისკოპოსად დაადგინეს, მაშინვე სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროს გრიგოლი უკვე 30 წლისა იყო და მამის ხელიდან მიიღო წმიდა ნათლისღება. მას სურდა მაშინვე მიეტოვებინა ეს სოფელი და უდაბნოში განმარტოებულიყო, მაგრამ მამის თხოვნას დაჰყვა და დროებით ამ დროს გარდაიცვალა გრიგოლის ძმა, კესარიოსი. მამამ წერილი მოსწერა, რომელშიც ცრემლით ევედრებოდა ჩასულიყო და თანადგომა გაეწია მისთვის. გრიგოლი დაჰყვა მამის თხოვნას და დაბრუნდა ნაზიანზში, სადაც არიოზის წვალება მომძლავრებულიყო. აქ იგი ეხმარებოდა ღრმად მოხუცებულ მამას ეკლესიის მართვასა და არიოზის ცრუ-მოძღვრების მხილებაში. კონსტანტინე დიდის ძის, კონსტანციუსის სიკვდილის შემდეგ ბიზანტიის ტახტზე ავიდა უსჯულო იულიანე, რომელიც აშკარად განუდგა ქრისტეს და თავი წარმართად გამოაცხადა. მან განაახლა ქრისტიანების დევნა და დიდ საფრთხეს უქადდა ქრისტეს ეკლესიას, მაგრამ სპარსელებთან ერთ-ერთ ბრძოლაში დაეცა. მის შემდეგ გამეფდა მართლმადიდებელი იმპერატორი იობიანე, რომელმაც ძლიერ ცოტა ხანს იცოცხლა და ტახტზე ამგვარად, მან შეარიგა ეს ორი მამა. ბასილი კესარიაში დაბრუნდა და მხარში ამოუდგა ევსევის. არიანელთა დიდი ნაწილი დადუმდა, დანარჩენები წმიდა გრიგოლი ერთ-ერთ მონასტერში განმარტოვდა, მერე კი უდაბნოში დაეყუდა, თუმცა მალე ყურად იღო მშობლების ვედრება და ნაზიანზში დაბრუნდა. მამა სთხოვდა, მის ნაცვლად ემართა ნაზიანზის ეკლესია, მაგრამ გრიგოლს არ სურდა ამ პატივის მიღება და უარზე იდგა. ბოლოს იგი დამორჩილდა ბასილი დიდისა და მამის ნებას და ქალაქ სასიმის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. გრიგოლის მამა 45 წელი იყო ნაზიანზის ამასობაში არიანული წვალების წიაღიდან იშვა ახალი - მაკედონიოსის სული წმიდის მგმობელი წვალება. ეს წვალება განსაკუთრებით გავრცელდა ამასობაში გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი წვალება - აპოლინარიუსისა, რომელიც არასწორად ასწავლიდა ქრისტეს განხორციელების შესახებ. ამ ამგვარად, წმიდა გრიგოლმა შორს გაითქვა სახელი, როგორც მართლმადიდებლობის მხნე დამცველმა და ბრძენმა მოძღვარმა. სწორედ განსაკუთრებული სიბრძნისა და მრავალ მძლავრ მწვალებელზე მოპოვებული გამარჯვებისათვის ეწოდა მას „ღმრთისმეტყველი", ქრისტეს საყვარელი მოწაფის, იოანეს მსგავსად. მართლმადიდებლებს სურდათ, წმიდა გრიგოლი კონსტანტინეპოლის პატრიარქად ეხილათ, ამასვე ურჩევდა კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა ერთი ბერძენი ფილოსოფოსი მაქსიმე, ცინიკოსთა სკოლის წარმომადგენელი, კაცი ცბიერი და პირმოთნე. იგი ეახლა წმიდა გრიგოლს, უარყო ელინური უღმრთოება, ნათელ-იღო და წმიდა ეკლესიის წევრი გახდა. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ თვალთმაქცობა იყო - სინამდვილეში მაქსიმე ცხვრის ტყავში გამოხვეული მგელი გახლდათ და ბოროტი მიზნები ჰქონდა. წმიდა გრიგოლს ეჭვი არ მაშინ მაქსიმე მის მიერ მოსყიდულ ეგვიპტელ ეპისკოპოსთან ერთად იმპერატორ თეოდოსი დიდთან გაემგზავრა, რომელიც იმ დროს თავის ლაშქართან ერთად თესალონიკში იმყოფებოდა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე დამტკიცება სთხოვა. თეოდოსი განრისხდა და გააძევა მაქსიმე, რომელიც ალექსანდრიაში ჩავიდა და იქ პეტრე ალექსანდრიელთან გამართა ქიშპობა, მაგრამ მალე იქიდანაც გამოაგდეს. ამასობაში წმიდა გრიგოლს ჯანმრთელობამ უღალატა და სნეულებებმა დარიეს ხელი. მან გადაწყვიტა უარი ეთქვა კონსტანტინეპოლის ეკლესიის - მამაო! შენი წასვლით თან მიგაქვს სწავლება წმიდა სამების შესახებ. უშენოდ ამ ქალაქში გაქრება ჭეშმარიტი აღმსარებლობა, შენთან ერთად ხალხის ასეთმა მწუხარებამ წმიდა გრიგოლს გადააფიქრებინა კონსტანტინეპოლიდან წასვლა და აღუთქვა მოქალაქეებს, რომ ვიდრე კონსტანტინეპოლის ტახტზე ღირსეულ ეპისკოპოსს არ აირჩვედნენ, მათთან დარჩებოდა. ამ დროს თეოდოსი დიდმა გამარჯვება მოიპოვა ბარბაროსებთან ბრძოლაში და კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. ქალაქის საკათედრო ტაძარი ამ დროს კვლავ არიანელებს ეპყრათ, პატრიარქის ტახტზე კი არიანელი პატრიარქი, დემოფილე იჯდა. თეოდოსიმ მოსთხოვა დემოფილეს, ან წვალებაზე ეთქვა უარი, ან ეპისკოპოსობა დაეთმო. დემოფილემ თავისი ცთომილება აირჩია. მაშინ მეფემ დაუბრუნა მართლმადიდებლებს კონსტანტინეპოლის მთავარი ეკლესია, რომელიც ორმოცი წლის მანძილზე არიანელების ხელში იყო, და ყველა სხვა ეკლესიაც. როდესაც წმიდა გრიგოლი და მთელი მორწმუნე ერი ეკლესიას მიუახლოვდა, არიანელებმა გზა გადაუღობეს და არ სურდათ მათი შეშვება, ისინი სიკვდილით ემუქრებოდნენ წმიდა გრიგოლს; ატყდა დიდი შფოთი. ამ დროს - შვილნო! დღეს სიხარულისა და ღმერთისთვის მადლობის აღვლენის დროა, პატრიარქის არჩევა კი სხვა, უფრო შესაფერი დროისათვის გადავდოთ! ხალხმა შეისმინა წმიდა მღვდელმთავრის რჩევა და შეწყვიტა ყვირილი. ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ყველა წავიდ-წამოვიდა, არიანელები კი წმიდანი გულმოდგინედ მოძღვრავდა ხალხს, ავადმყოფებს ნახულობდა და კურნავდა, შეურაცხყოფილებს ესარჩლებოდა, სუსტებს განამტკიცებდა და მწვალებლებთან ბრძოლას განაგრძობდა. იგი ხშირად მიდიოდა სოფელში, რათა ცოტა ხანს მარტო დარჩენილიყო და დაესვენა, იმისათვის, რომ ეკლესიის და ხალხის სამსახური შესძლებოდა. 381 წელს ბიზანტიაში დაიწყო მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც 150-მა ეპისკოპოსმა მოიყარა თავი. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს წმიდა მელენტი ანტიოქიელი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავისი ნების წინააღმდეგ, მეფისა და მთელი ხალხის თხოვნით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტახტზე აიყვანეს. მალე მელენტი, ანტიოქიის პატრიარქი, ავად გახდა და გარდაიცვალა. ამ დროს კრებაზე - წმიდანო მწყემსმთავარნო! არასოდეს ვცდილვარ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ტახტზე დამკვიდრებას, ხოლო თუ ეს ეკლესია ჩემი ღვაწლით ამის შემდეგ გრიგოლმა დატოვა პატრიარქის სამყოფელი და ეკლესიის მახლობლად, პატარა სახლში განმარტოვდა. იგი ცდილობდა თავი აერიდებინა მასთან მისული ხალხის ლაპარაკისა და მითქმა-მოთქმისათვის, მაგრამ ხალხი ევედრებოდა, არ მიეტოვებინა ქალაქი, რომელსაც ამდენი წყალობა უყო და ასეთი ღვაწლი დასდო. წმიდა გრიგოლს შეებრალა ისინი და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო - ღმერთს ევედრებოდა, ამასობაში კრებაზე თავმოყრილ ეპისკოპოსთა რიცხვმა იმატა, შფოთი და უთანხმოება კი არ ცხრებოდა. მაშინ გრიგოლი კვლავ წარსდგა მათ წინაშე და მიმართა: - მამანო და მღვდელმთავარნო! სირცხვილია, რომ თქვენ, ვინც სხვებს ასწავლით მშვიდობით ცხოვრებას, ერთმანეთთან ვერ დაგიმყარებიათ მშვიდობა. როგორ უნდა შესძლოთ სხვების დარწმუნება, თუ თქვენ თვითონ ვერ მიაღწევთ მშვიდობას? მაგრამ გვედრით ერთარსი და ყოვლადწმიდა სამების წინაშე, ზავი ჩამოაგდეთ და სიყვარული უჩვენეთ ერთმანეთს. თუ თქვენი ქიშპობის მიზეზი მე ვარ, მაშ იონა წინასარმეტყველივით გადამაგდეთ გემიდან - იქნება შეწყდეს ეს განხეთქილება. და თუმცა მე არა ვარ დამნაშავე ქარიშხლის ამოვარდნაში, მაგრამ ვარჩევ, მე დავზარალდე, ოღონდაც თქვენ გქონდეთ მშვიდობა ერთმანეთთან. გადამაგდეთ ტახტიდან, გამაძევეთ ქალაქიდან, მხოლოდ შეიყვარეთ მშვიდობა და ჭეშმარიტება: ამას გთხოვთ ზაქარია წინასწარმეტყველთან ერთად (ზაქ. 8, 19). სიკეთეს გისურვებთ, წმინდანო მღვდელმთავარნო! ნურც ჩემს შრომას დაივიწყებთ! ამ სიტყვამ ყველა მის მოწინააღმდეგესაც კი მოულბო გული. მაგრამ წმიდა გრიგოლმა მტკიცედ გადაწყვიტა, სამშობლოში დარბუნებულიყო. იგი მივიდა მეფესთან და სთხოვა: - მეფეო! ღმერთმა მოგაგოს ყველა იმ სიკეთისათვის, რაც ეკლესიას უყავი. მაგრამ შეისმინე, მაღალო ხელმწიფეო, ჩემი დღევანდელი სათხოვარი: ამ სიტყვებმა შეძრეს მეფე და მას ცრემლი მოერია, ატირდნენ იქ მყოფი დიდებულებიც. ყველა დიდ სიყვარულს გრძნობდა წმიდა გრიგოლის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კაპადოკიაში, პატარა სოფელ არიანზში განმარტოვდა. აქ იგი ისვენებდა, თან ბევრს შრომობდა ეკლესიის საკეთილდღეოდ. ამ დროს მისი სამშობლო, ნაზიანზი აპოლინარიუსის წვალებით იყო შებილწული. წმიდა გრიგოლი თავისი სიტყვითაც და ეპისტოლეებითაც მტკიცედ ებრძოდა ამ ცრუმოძღვრებას. ქალაქის მცხოვრებნი სთხოვდნენ, ეკლესიის მმართველობა ეკისრა, მაგრამ გრიგოლმა უარი თქვა ამ პატივზე და სხვა, ღირსეული ეპისკოპოსი დაუდგინა, თვითონ კი კვლავ არიანზში განაგრძობდა განმარტოებულ ცხოვრებას. იგი აღესრულა 389 წლის 25 იანვარს, ღრმად მოხუცებული, და პატივით დაკრძალეს მშობლიურ ქალაქ ნაზიანზში. 950 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენა. შეადგინა და თარგმნა რუსუდან | |
| |
ნანახია: 1326 | კომენტარი: 5 | | |
სულ კომენტარები: 0 | |