საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
† პატროლოგია და პატრისტიკა [1]
† დოგმატი და დოქსა [1]
† ორთოდოქსია [1]
† ქრისტიანული ლიტერატურის რაობა [1]
† ჰაგიოგრაფია [1]
† აპოკრიფები [1]
† ეგზეგეტიკა [1]
† დოგმატიკა [1]
† პოლემიკა [1]
† ასკეტიკა [1]
† ფილოსოფია [1]
† ლიტურგიკა [1]
† ჰიმნოგრაფია [1]
† ენის ფენომენი [1]
† პატროლოგია და სქოლასტიკა [1]
† მოციქულთა სიმბოლო [1]
† „დიდაქეს“ შესახებ [3]
† კლიმენტი რომაელი [1]
† ეგნატე ანტიოქიელი [1]
† ეპისტოლე დიოგნეტესადმი [1]
† არეოპაგიტული თხზულებები [6]
† ერმი - მწყემსი [2]
† აპოლოგეტური ეპოქა [1]
† არისტიდე, ათენელი ფილოსოფოსი [1]
† ბალავარიანი [1]
† არისტონ პელაიელი. იუსტინე მარტვილი [3]
† ტატიანე სირიელი [1]
† თეოფილე ანტიოქიელი [2]
† ირინეოს ლიონელი [4]
† პანტენოს ალექსანდრიელი [1]
† კლიმენტი ალექსანდრიელი [3]
† ორიგენე [1]
† წარწყმედის რაობა [1]
† დიონისე ალექსანდრიელი [1]
† გრიგოლ ნეოკესარიელი [3]
† ლათინურ ენოვანი ქრისტიანული მწერლობა [1]
† მინუციუს ფელიქსი - 'ოქტავიუსი' [1]
†ტერტულიანე [1]
† II-III საუკუნეების რომის პაპები [1]
† იპოლიტე რომაელი [4]
† კვიპრიანე კართაგენელი [4]
† ნოვატიანუსი [1]
† ქრისტიანული პოეზიის სათავეები [1]
† ამონიოს, თეოგნოსტოს და პიერიუს ალექსანდრიელები [1]
† პიერიუსი და წმ. პეტრე ალექსანდრიელი [1]
† არქელაოსი კასქარის ეპისკოპოსი და მანიქეველობა [1]
† თეონა ალექსანდრიელი [1]
† ფილეოსი [1]
† გრიგოლ პართეველი [1]
† პამფილე კესარიელი [1]
† მეთოდე, პატრელი ეპისკოპოსი [1]
† ქრისტიანობის ისტორია დევნიდან აღიარებამდე [1]
† მსოფლიო საეკლესიო კრებები [9]
† განდეგილური მოღვაწეობა [4]
† არიანული ერესი [1]
† იაკობ ნიზიბიელი [1]
† ევსტათი ანტიოქიელი [1]
† ანტონი დიდი [1]
† არიოზი [1]
† ევსები ნიკომიდიელი [1]
† ქართული მესიანიზმი [7]
† ათანასე ალექსანდრიელი [6]
† მაკარი დიდი, ეგვიპტელი [4]
† მაკარი ალექსანდრიელი, ჰორსისიუსი, თეოდორე [1]
† ევაგრე პონტოელი,პალადი ჰელენოპოლელი [3]
† თეოგონიოს ნიკიელი, ასტერიოს სოფისტი [0]
† მარკელოზ ანკვირელი [1]
† სამი დიდი კაბადოკიელი მამა [1]
† ბასილი დიდი [8]
† გრიგოლ ღვთისმეტყველი [8]
† გრიგოლ ნოსელი [8]
† კაბადოკიელი მამების წარმომავლობა [1]
† იოანე ოქროპირი [27]
† ტერმინი "ხატი" და ყოვლადწმიდა სამება [1]
† ტერმინები: "ხატი" და "არქეტიპი [1]
† ტერმინი "ხატი" ძე ღმერთი და ქმნილება [1]
† ადამიანის ღვთისადმი ხატება [1]
† ადამიანის ღვთისადმი მსგავსება [1]
† კირილე ალექსანდრიელი [11]
† მაცხოვრის ორბუნებოვნება [0]
† თეოდორიტე კვირელი [0]
† ქართლის სულიერი არჩევანი [0]
† კირიონ I, კათალიკოსი [0]
† ქართული საეკლესიო ლიტერატურის აღმოცენება [0]
† მრავალთავი [0]
† სვინაქსარი და ლექციონარი [0]
† იერუსალიმური ლექციონარი [0]
† იადგარი [0]
†ლოცვანი [0]
†ქრისტიანობა და ფილოსოფია [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები » † ათანასე ალექსანდრიელი

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373)





















† წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373)


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი



афанасий великий
წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373), ეკლესიის უდიდესი მამა და მართლმადიდებლობის ბურჯი, დაიბადა დაახლოებით 297 წელს ალექსანდრიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. მან შესანიშნავი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე სრულად წმიდა წერილი შეისწავლა. მომავალი მღვდელმთავარი სიყრმითგანვე გაიცნო ალექსანდრიის პატრიარქმა წმიდა ალექსანდრემ (ხს.29 მაისს). ერთხელ ბავშვები, მათთან ერთად პატარა ათანასეც, ზღვის ნაპირზე თამაშობდნენ. ქრისტიანმა ბავშვებმა გადაწყვიტეს მოენათლათ თანატოლი წარმართები. ყრმა ათანასემ, რომელიც ბავშვებმა „ეპისკოპოსად” აირჩიეს, შეასრულა ნათლობის წესი და ზუსტად გაიმეორა სიტყვები, რომელიც ეკლესიაში გაეგონა. პატრიარქი ალექსანდრე ფანჯრიდან უყურებდა ამ სცენას. მან ბავშვები და მათი მშობლები თავისთან მოიხმო, დიდხანს საუბრობდა მათთან და დაარწმუნა, რომ ბავშვების მიერ თამაშით შესრულებული ნათლისღება ეკლესიის წესს სრულიად შეესაბამებოდა, ნათლისღება აღსრულებულად ჩათვალა და მხოლოდ მირონცხების საიდუმლო ჩაატარა. ამ დღიდან პატრიარქი აკვირდებოდა ყრმა ათანასეს სულიერ ზრდას, ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ კი დიაკვანადაც აკურთხა. ამ დროს დაწერა წმიდანმა პირველი საღვთისმეტყველო თხზულებანი: „წარმართთა წინააღმდეგ” და „განხორციელებისათვის”. დიაკვნის ხარისხში ახლდა წმიდა ათანასე პატრიარქ ალექსანდრეს 325 წლის I მსოფლიო კრებაზე, ნიკეაში. კრებაზე წმიდა ათანასემ ამხილა
არიოზის ერესი და მოითხოვა, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება: „ერთარსი მამისა”. ის სიტყვა მოიწონეს კრების მართლმადიდებელმა მამებმა, აშკარა და ფარულმა არიანელებმა კი მოიძულეს წმიდა ათანასე და მთელი სიცოცხლის მანძილზე დევნიდნენ მას. წმიდა
პატრიარქის, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავრის კათედრაზე ერთსულოვნად აირჩიეს წმიდა ათანასე. ის დიდხანს უარობდა, უღირსად მიიჩნევდა თავს, მაგრამ არ
შეიძლებოდა მთელი ეპარქიის სურვილის უგულებელყოფა – 28 წლის ათანასეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 47 წლის მანძილზე მართავდა სამწყსოს წმიდა ათანასე, ამ ხნის განმავლობაში მას მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა: რამდენჯერმე განიდევნა ალექსანდრიიდან, ბევრჯერ თავად განერიდა მის მოსაკლავად აღძრულ არიოზის მიმდევრებს და უდაბნოს შეაფარა თავი; 20 წელი იმყოფებოდა წმიდანი დევნულობაში: ხან ბრუნდებოდა სამშობლოში, ხან იმალებოდა. იყო დრო, როცა „მთელ ქვეყანას გმინვა აღმოხდა, რადგან, თავისდა გასაოცრად არიოზის მიმდევრად იგრძნო თავი”, მწვალებელთა მახეს განრიდებული ერთადერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი - ათანასე კი უკაცრიელი თავშესაფრიდან ყურადღებით ადევნებდა თვალს ეკლესიის წიაღში მიმდინარე მოვლენებს,
წერდა ეპისტოლეებს და ტრაქტატებს არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ და მტკიცე ბურჯად ედგა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. არიანელ ეპისკოპოსთა ცრუ კრებაზე წმიდანს მღვდელმთავრის ხარისხიც კი აჰყარეს. როდესაც იულიანე განდგომილმა (361-363) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მისი რისხვა პირველად სწორედ წმიდა ათანასეს დაატყდა. იულიანეს მისი მოკვდინებით გამანადგურებელი დარტყმის მიყენება უნდოდა ქრისტიანობისთვის, მაგრამ უმალ თვითონ აღესრულა უსახელოდ. ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი იულიანეს უკანასკნელი სიტყვები იყო: ”შენ გაიმარჯვე, გალილეველო!” იულიანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ წმიდა ათანასე 7 წელი მართავდა სამწყსოს და აღესრულა 373 წელს 76 წლის ასაკში.

ჩვენამდე მოღწეულია წმიდა ათანასეს მრავალი თხზულება.

წმიდა ათანასეს ეკლესია იხსენიებს ორჯერ: 2 (15) მაისს და 18 (31) იანვარს - წმიდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად.

კატეგორია: † ათანასე ალექსანდრიელი | დაამატა: vasoelis (05.09.2013)
ნანახია: 766 | კომენტარი: 1 | თეგები: წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები
 

edisher.do.am © 2013 - 2020