არიოზი






† არიოზი


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი




ეს შუასაუკუნეებში წარმოდგენით დახატული არიოზია

არიოზი იყო ყველაზე დიდი ერესიარქი IV ს-ში, რომელმაც ერთერთი ყველაზე დიდი სექტა შექმნა, რომელმაც ასობით წლები იარსება, მისი დაგმობის შემდეგაც და გარკვეული მოდიფიცირებით დღესაც აისახება სხვადასხვა სექტებშიც ( მაგ. რასელისტებში)

იგი დაბადებულია ლიბიაში, მიახლოებით 256 წელს, მისი ცხოვრების პირველი წლების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ უნდა ესწავლა ლუკიანუს ანტიოქიელის სკოლაში, სადაც გაიცნო ასტერიოს კაბადოკიელი და ევსები ნიკომიდიელი


IV ს.ის დასაწყისში ჯერ იყო კონფლიქტში ალექსანდრიის ეპიკოპოსს პეტრესთან,შემდეგ კი მასვე დაუახლოვდა და მისგანვე ეკურთხე დიაკონად, მიახლოებით 311 წელს.


ალექსანდრიის მომდევნო პატრიარქმა, აქილეოსმა, იგი პრესვიტერად აკურთხა, ახლად ნაკურთხი პრესვიტერი გულმოდგინედ შეუდგა სხვადასხვა ერესებთან ბრძოლას (გნოსტიკოსები, საბელიანისტები...), მაგრამ 319 წელს კონფლიქტი მოდის პატრიარქთან,რადგან თვლიდა, რომ ის რასაც ასწავლიდა ახლადარჩეული პატრიარქი ალექსანდრე: ძისა და მამის თანასწორობის შესახებ იყო მწვალებლობა, ასე დაიწყო არიანელობის სექტის განვითარება.

პატრიარქმა მოიწვია კრება,რომელსაც ასი ლიბიელი და ეგვიპტელი ეპისკპოსი დაესწრო და არიოზი განკვეთა, რომელიც ამ დროს უკვე პალესტინაში იყო გაქცეული, საიდანაც წერს წერილს ევსები ნიკომიდიელს , ის მას შეიწყნარებს

სწორედ ევსების პიროვნებას უნდა "ვუმადლოდეთ" არიანელობის მაღალ თეოლოგიურ დისპუტების არსებობას, ის რომ არ ყოფილიყო, არიანელობა ვერ მიაღწევდა თავის სიმაღლეებს, არიოზი კი თავის მხრივ სხვდასხვა სიმღერებს წერდა მეზღვაურთათვის და მოგზაურთათვის, რომელიც არიანელობით იყო გაჟღენთილი.



ნელნელა დაიწყო ერთგვარი ადგილობრივი სინოდთა კრებების მოწყობები, რომლებიც ისევ ევსები ნიკომიდიელის გავლენით, არიოზის მხარეს იკავებდა, ეს კრებები გაიმარტა ბითვინიაში და პალესტინაში, ევსები ნიკომიდიელი ხომ კონსტანტინე დიდის ნდობით სარგებლობდა...


განხეთქილება ისე აშკარა შეიქმნა, რომ თავად იმპერატორმა გადაწყვიტა 325 წლის 20 მაისს მოეწვია მსოფლიო კრება, რომელიც პირველ მსოფლიო კრებად იწოდება ეკლესიის ისტორიაში. ეს მოხდა ნიკეაში.

სხდომაზე ევსები ნიკომოდიელმა ღიად იქადაგა არიანიზმი,

რამაც რათქმაუნდა აღშფოთება გამოიწვია კრების მამებს შორის და ტერმინის "ჰომოუსიოს" ერთარსი, მოშველიებით შექმნეს კრედო ანუ მრწამსი, რომელიც საბოლოოდ მეორე კრებაზე კონსტანტინეპოლში დამტკიცდა და მიიღო ის სახე, რაც ჩვენ გვაქვს დღეს-

არიოზი ანათემირებულ იქნა,იგი გადაასახლეს და მისი წიგნები კი დაწვეს, თუმცა გადასახლებიდან სულ რაღაც 5 წელში ჯერ ევსები ბრუნდება, ხოლო 6/9 წელში კი არიოზიც, რომელმაც ლამის დაარწმუნა კონსტანტინე რომ უბრალო ტერმინოლოგიურ გაუგებრობას ქონდა ადგილი და ითხოვდა ეკლესიაში დაბრუნებას, მაგრამ მოულოდნელად 80 წელს მიღწეული ერესიარქი მოულოდნელი სიკვდილით გარდაიცვალა კონსტანტიპოლისაკენ მიმავალ გზაზე, სხვა წყაროებით იგი "უწმინდურ ადგილას" საპირფარეშოში საშინელი ტკივილებით მოკვდა...ეს მოხდა 336 წელს...



დასასრული

კატეგორია: † არიოზი | დაამატა: vasoelis (04.09.2013)
ნანახია: 2744 | კომენტარი: 1 | ტეგები: ერესიარქი, სექტა, არიოზი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: